გერმანიასთან 75:12 გამარჯვების შემდეგ, "ბორჯღალოსნებმა" ერთი დღე აღდგენას დაუთმეს და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრებისთვის მზადება განაგრძეს, რომელიც საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპიცაა.

წლის პირველი შეხვედრის შემდეგ ყველა მორაგბე ჯანმრთელადაა. როგორც წინდაწინ იყო დაგეგმილი, გაფართოებულ რაზმს ახლაღა შეუერთდა ბექა გორგაძე. გასულ შაბათს მან ტოპ 14-ის მე-17 ტურში "რასინგ 92"-ის წინააღმდეგ 71 წუთი ითამაშა. გორგაძის "პომ" მეტოქე ბონუსით – 38:19 დაამარცხა და ამაში გუნდის ქართველ კაპიტანს უდიდესი წვლილი მიუძღვის. 6 ლელოდან ორი სწორედ ბექას ანგარიშზეა – ერთი მან ძალისმიერ სტილში გაიტანა, მეორე შემთხვევაში კი კონტრშეტევას მიყვა.

11 თებერვალს, საქართველოს დროით 16:15 საათზე "ბორჯღალოსნები" ნიდერლანდებს ამსტერდამში ეთამაშებიან. გასულ კვირაში ჩვენი მომავალი მეტოქე მადრიდში ესპანეთს ეწვია და მეორე ტაიმის დასაწყისში 6:25 ჩამორჩა, თუმცა ნიდერლანდებმა ბოლომდე იბრძოლა და ნუგეშ-ქულამდე სულ ცოტა დააკლდა. საბოლოოდ ესპანეთმა მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება 28:20 მოიგო.

აქამდე ნიდერლანდებთან სულ 6-ჯერ გვითამაშია და ის 5-ჯერ დავამარცხეთ. ერთადერთი წარუმატებელი შეხვედრა შორეულ 1995 წელზე მოდის. დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ეს "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი პირველი გასვლითი შეხვედრა იყო და ამსტერდამში მეტოქემ 55:3 იმარჯვა. ის, რომ შედეგი არალოგიკური იყო, მომდევნო დაპირისპირებებისას გამოჩნდა.

2000-2002 წლებში საქართველომ ნიდერლანდებს სამივე შეხვედრა ისე მოუგო, ლელო არ გაუშვია – 41:6, 32:3 და 88:0. 2007 წლამდე, როდესაც ჩეხეთს 98:3 ვძლიეთ, ნიდერლანდებთან 88:0 მოგება საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება იყო.

მას შემდეგ ნიდერლანდები რაგბი ევროპის ქვედა დივიზიონის ბინადარი იყო და ელიტას 2021 წელსღა დაუბრუნდა. ორი წლის წინ, ზაფხულში, "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე თელავში, „კავკასიონი არენაზე“ მიიღეს და 48:15 დაამარცხეს, შარშან კი ამსტერდამში 12 ლელო გაუტანეს და 72:10 სძლიეს. სულ ნიდერლანდებს გავუტანეთ 45 ლელო და 284 ქულა; მივიღეთ 12 ლელო (აქედან 9 – 1995 წელს) და 89 ქულა.

ხვალ 17 საათზე "ბორჯღალოსნები" „შევარდენზე“ ღია ვარჯიშს გამართავენ, ამსტერდამში კი 9 თებერვალს მიემგზავრებიან.

rugby.ge

ძველი გულშემატკივარი
ნინიაშვილი ითამაშებს?
რეზო
ასი ქულა გვინდა, ასი!
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა