საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც დამაჯერებლად სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ამსტერდამში ნიდერლანდები 40:8 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებმა" 6 ლელო გაიტანეს - დუბლები გიორგი ჭყოიძემ და მიხეილ გაჩეჩილაძემ მიითვალეს.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, A ჯგუფის ლიდერია და 18 თებერვალს გასვლაზე ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ნიდერლანდები – საქართველო 8:40 (3:12)
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე:

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. გიორგი ჭყოიძე, 3.
ბექა გიგაშვილი, 4. ლადო ჩაჩანიძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე (კაპ.), 8. ოთარ გიორგაძე;

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. სერგო აბრამიშვილი, 18. ვახტანგ აბდალაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. ლაშა ხმალაძე.

6 ლელო: ნინიაშვილი, ჩაჩანიძე, ჭყოიძე (2), გაჩეჩილაძე (2)

5 გარდასახვა: აბჟანდაძე (3), მატკავა (2)

3 სინბინი: საღინაძე, ნინიაშვილი, აბრამიშვილი

მკითხველის კომენტარები / 11 /
საშინლად ვითამაშეთ და მაინც ასე დამაჯერებლად მოვიგეთ. აქ ჩანს რომ კლასი გვაქვს მაგათზე გაცილებით დიდი და ჩვენი ადგილი უფრო მაღლაა :)
._.
12 თებერვალი 2023 15:04
1
სოსო: "ნიდერლანდები ჰქვია, თუმცა გულშემატკივრების სკანდირება ისმოდა: ჰოლანდ! ჰოლანდ!"
იოსები გქვია, თუმცა შენი გამხნევება რომ გვინდოდეს, სკანდირებას გაიგონებ: "სოსო! სოსო!"
ქ. გ.
12 თებერვალი 2023 03:11
1
სკოლა 1978 წელს დავამთავრე და უკვე მაშინ,გეოგრაფიის სახელმძღვანელოში,ორივე სახელით იყო მოხსენიებული.ამასთან ერთად,მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატებში,ან ოლიმპიურ თამაშებში,გაზეთებში თუ ტელევიზიებში,ქართულშიც და რუსულშიც,მათ ჰოლანდიის და ჰოლანდიელების სახელით მოიხსენიებდნენ.ახლა,უფრო წინ წამოსწიეს ნიდერლანდები,მაგრამ კრუიფი და ძმანი მისნი,მფრინავი ჰოლანდიელების სახელით სარგებლობდნენ და თვითონ ეს წიგნიც და ლეგენდაც,მფრინავ ჰოლანდიელზე,მრავლისმეტყველია.ისტორიაშიც,ესპანელების წინააღმდეგ მებრძოლი,ჰოლანდიელი კაპერები არიან მოხსენიებულნი.უფრო ამას ვგულისხმობდი და ეს სახელიც მეტად მომწონს.რაც შეეხება ჩემ საკუთარ სახელს,ამაში მართლაც ბევრი პრობლემები შემექმნა.მშობლებმა სოსო დამარქვეს,მაგრამ დაბადების მოწმობაში,მაინც იოსები ჩაეწერათ და უკვე სკოლაში სწავლის დროს,დედაჩემმა შეაცვლევინა,დაბადების მოწმობა.იმის მიუხედავად,რომ პასპორტში სოსო მეწერა,სტუდბილეთში მაინც იოსები ჩამიწერეს და სანამ პასპორტი თვალებზე არ მივაფარე,სოსო არ ჩამიწერეს.მერეც,სადმე რაიმე მოწმობა რომ გაიცემოდა,რამდენჯერმე ჩამიწერეს,იოსები.ასეთი დრო იყო,მაშინ.
სოსო
12 თებერვალი 2023 22:08
0
ოფიციალურად ყოველთვის ნედერლანდები ერქვა. ჰოლანდია არასრდროს არ რქმევია. ერთერთი პროვინციაა, როგორც ქართლი. თუმცა ჰოლანდიაა აბა რაა? ჯერე ერთი, და მეორე, ჩვენ გვეძახიან საქართველოს? ვინც გვეძახის, იმას კი ვეძახით ჩვენც ლიეტუვას
რეზო
12 თებერვალი 2023 16:52
0
გამარჯვებას გილოცავთ!
დააბრუნეთ ნაკრებში ეროვნული სიმბოლოები!
Russia delenda est!
ქორ-პარიკმახერი
11 თებერვალი 2023 23:12
0
ქვეყანამ სახელი შეიცვალა და ახლა,ნიდერლანდები ჰქვია,თუმცა ეთერში გულშემატკივრების სკანდირება ისმოდა:ჰოლანდ!ჰოლანდ!თუ ეგ უნდოდათ,რუსთვისღა შეიცვალეს სახელი?!
ნიდერლანდები საკმაოდ კარგი გუნდი აღმოჩნდა!ესპანელები,ეტყობა არ ელოდნენ ამდენს და ამიტომ გაუჭირდათ.ჩვენებმა კი,სრულფასოვნად ივარჯიშეს.აშკარად გამოჩნდა,რომ სწრაფ თამაშში,ხშირად ვცდებით და ზეაქტიური დაცვის დროს კი,ძალიან ხშირად ვჯარიმდებით.აშკარა იყო,რომ გუნდი,შეგნებულად ირთულებდა ამოცანებს და მერე,იქიდან გამოსვლაში ვარჯიშობდა.რა თქმა უნდა სათამაშო დისციპლინა მოიკოჭლებდა და ამდენი ჯარიმა სინბინებიც ნამეტანი იყო,მაგრამ უფრო მნიშვნელოვან თამაშში,ამას არაფრით დაუშვებენ.ბიჭები,სიამოვნებისათვის თამაშობდნენ.განსაკუთრებით პირველ ტაიმში.მეორე ტაიმში კი,ცოტათი უფრო აკადემიურად და ტრადიციულ სტილში ითამაშეს.ალბათ მწვრთნელმაც ცოტა შეახურა.ვულოცავ ბიჭებს, ამ გამარჯვებებს,დებიუტანტებს კი,დებიუტებს და კარგ თამაშს.
სოსო
11 თებერვალი 2023 22:58
0
კაით რა!!!ყველაფერზე რავა უნდა იწუწუნოთ?ამათ თვალდახუჭული მოუგებდნენ იცოდენ და ითამაშეს თავისუფლად,მართლა რობოტები ხომ არ არიან ყველაფერი ათიანზე შეასრულონ?!გავიდნენ ფარჩაკ ნიდერლანდებთან და თამაშ თამაშ მიაფარჩაკეს
გიუშა
11 თებერვალი 2023 21:12
3
მოგებას გილოცავთ, მარგამ ხარვეზები ბევრია ბურთით ხელის თამაშით ისევ. ასევე ქარი უბერავს შენს საწინააღმდეგოდ, ორჯერ თანმიმდევრობით მაღალი ბურთის დაკიდება აფრასიძეს არ ეკადრება, ორივე ერთი და იგივე ჯარიმით დამთავრდა თან. მსაჯთან მხოლოდ კაპიტანმა უნდა ისაუბროს...მსოფლიოზე 3 მოგებაზე დაგეშილები უნდა ჩავიდნენ და შემდეგ ეტაპზე გასვლაზე. ასეთი დაუდევრული შეცდომებით იქ აქეთ შეგვჭამენ.
simartle
11 თებერვალი 2023 20:34
3
ამდენი ხანი ევროპა რატო არ გვიღებს 6 თუ 7 ერში? როცა სათამაშო დონე იხვეწება საგრძნობლად. ეს არის მათი სირცხვილი. ხო ზოგმა ზომბირებულმა რომ არ დაწეროს აბა რუსეთი გინდაააო? კი რუსეთი ოკუპანტია და რუსად გადაქცევა არავის არ უნდა. თქვენ გინდათ ფრანგად და ბრიტანელად გადაკეთება.
შვედუნა
11 თებერვალი 2023 20:09
20
ბოლო ორი შეხვედრა დისციპლინა არის მიუღებელი - სამი სინბინი დღეს, სრულიად მიუღებელია. ამის ფონზე და იმ რისკიანი თამაშის გათვალისწინებით რომელიც თავად შევთავაზეთ განსაკუთრებით პირველ ტაიმში დაცვა კარგად იდგა და რამდენიმე სერიოზული სალელოვე შანსი არ გამოვიყენებინეთ. ნიდერლანდებმა ესპანეთთანაც აჩვენა თავისი შესაძლებლობები,რომ გერმანიაზე ბევრად უკეთესი გუნდია და ანგარიში მისაღებია
ალექს
11 თებერვალი 2023 19:14
2
ეხლა რიგში ნიდერლანდების საკალათბურთო ნაკრებია!
ლაშა
11 თებერვალი 2023 19:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული