ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები

რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს

<p>რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:</p><p>"ქართული რაგბის ისტორიული გამარჯვება, რომელსაც ტალახში სვრიან - ყველანაირად ვეცადე, რომ ჩვენი სახელოვანი მორაგბეებისთვის, რომლებიც მთელი თავიანთი ფიზიკური, ემოციური, გონებრივი ძალებით საქართველოს სასახელოდ იხარჯებიან და ისტორიულ წარმატებებს ზედიზედ აღწევენ მსოფლიო ასპარეზზე, ჩირქი არ მოეცხო პოლიტიკური ანგარიშსწორებით გონებადაბინდულ, ყველაფრისმკადრებელ ვითომ ჟურნალისტთა ჯგუფს ტვ-პირველზე;</p><p>როგორც კი შემატყობინეს ტვ-პირველის ანონსის შესახებ, თითქოს იმ სასტუმროში, სადაც ჩვენი მორაგბეთა ნაკრები იყო დაბინავებული იტალიასთან ისტორიული მატჩის წინ - რუსი ოლიგარქი ჩავიყვანე ვერტმფრენით და რესტორანში გავუმასპინძლდი, გავავრცელე უარყოფა და სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სინამდვილეში სარფში, სასტუმრო ლიცში მატჩის წინ განთავსებული იყო ჩვენი ნაკრები, მწვრთნელები, ექიმები, ტექნიკური პერსონალი, საკომუნიკაციო ჯგუფი და რაგბის კავშირის ადმინისტრაცია, ჩემი ჩათვლით - ასამდე ადამიანი, რომელთა მალულად ვინმეს მართლაც რომ მოენდომებინა ნებისმიერი პირის შეუმჩნევლად და თან საგანგებოდ გამასპინძლება, იყო სრულიად შეუძლებელი.</p><p>ავხსენი ისიც, რომ სასტუმრო ლიცი შეირჩა ქალაქიდან გარიყული მდებარეობის გამო, რათა სპორტსმენებს ჰქონოდათ მატჩამდე სრულ სიმყუდროვეში კონცენტრირების და ძალების მობილიზების საშუალება, და, რომ ამავე მიზეზით, რაგბის კავშირის თხოვნით, სასტუმრო დახურული იყო სხვა სტუმრებისთვის. გავავრცელე ფოტო მასალაც იმის საჩვენებლად, რომ სინამდვილეში ჩემი პირადი სახსრებით დაქირავებული სამი ვერტმფრენით სვანეთი, რაჭა და აჭარა დავათვალიერებინე სარაგბო სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენლებს, მათ შორის კლოდ სორელს და რიჩ დიქსონს, საერთაშორისო ჟურნალისტებს, ინფლუენსერებს, რომლებიც მთელი ევროპიდან ჩარტერული რეისით ჩავიყვანეთ ბათუმში მატჩზე დასასწრებად, და ასევე ჩემს პირად სტუმრებს, ქართული რაგბისა და საქართველოს უდიდეს გულშემატკივრებს, - მარკ ჰეინეს დანიელს, რომლის საინვესტიციო კომპანია ქასქადენ გრუპი 200 მილიარდი დოლარის კერძო აქტივებს მართავს და იაშა ელიგულას, რომლის კომპანია მსოფლიო მასშტაბის კონცერტებს აწყობს, პირადად კი მრავალმილიარდიანი უძრავი ქონების აქტივებს ფლობს.</p><p>10 ივლისს, პირველად ისტორიაში 6 ერის წევრი იტალიის ნაკრები დიდი უპირატესობით დავამარცხეთ და მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ავალაპარაკეთ ქართული რაგბის სასწაულზე - სამწუხაროდ, რაგბისა და საქართველოს წარმატება, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით ტვ-პირველი მხოლოდ ბოღმითა და ღვარძლით აღავსო და მას შემდეგ მოყოლებული შურის საძიებლად, ჩირქის მოსაცხებად ეძება კომპრომატი და რომ ვერ მიაგნო, გამოიგონა ჩვეული ფორმულირებით - “ჩვენი ინფორმაციით” - თითქოს იტალიასთან ისტორიული მატჩის წინა დღეს, როდესაც მთელი სარაგბო ოჯახი ბრძოლისა და წარმატებისთვის იყო მობილიზებული, სწორედ იქ სადაც ეს ოჯახი იყო განთავსებული, სასტუმრო ლიცში სპეციალური ვერტმფრენით რუს მილიარდერს გავუმასპინძლდით, რომლის გვარი პირადად მე პირველად გავიგე - ბინძური ცილისწამება და დაუმსახურებელი, დაუსაბუთებელი შეურაცხყოფა პირადად ჩემი, ქვეყნის მესაზღვრეების, მთავრობის და სახელოვანი ქართულ მორაგბეთა მისამართით, რომლებიც ბინძური კონსპირაციის ნაწილად წარმოაჩინეს.</p><p>“თავისი ინფორმაციით” ტვ-პირველი ბიძინა ივანიშვილსაც გადაწვდა, ქართული რაგბის მოამაგეს, რომლის შემწეობით აშენებულ სარაგბო სტადიონებზე აღზრდილი მორაგბეები აღწევენ დღეს სწორედ ისტორიულ გამარჯვებებს, და, მას რუსი მილირადერისთვის საკუთარი ვერტმფრენით სარგებლობის ნებართვა დააბრალა. ყველა ეს ბრალდება, რომ შეთითხნილი იყო, არ ეყრდნობოდა არანაირ ფაქტებს წინასწარ ეცნობა ტვ-პირველს, უფრო მეტიც შევთავაზეთ სასტუმრო ლიცის სტუმრებისა და ვერტმფრენების მგზავრთა სრული სიაც, რითაც არ დაინტერესებულა და მიზანმიმართულად, ბოროტი განზარხვით გაავრცელა ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახველი სიცრუე,- იმედი მაქვს ქართული მედია, მისი მომხმარებელი აუდიტორია, სამოქალაქო და ადამინის უფლებადამცველი ორგანიზაციები ჯეროვნად შეაფასებენ ტვ-პირველის ამ კიდევ ერთ ანტისახელმწიფოებრივ და ქვეყნის რეპუტაციისთვის ძირგამომთხრელ ძალისხმევას და გაემიჯნებიან მედიის თავისუფლების სლოგანით შენიღბულ ამ დანაშაულებრივ პრაქტიკას" - აცხადებს იოსებ ტყემალაძე.</p><p><strong>(R)</strong><br></p>

  • მლიქვნელების გასაგონად

    ასევე მადლობა ბატონო სოსო რებრენდინგი რომ ჩაატარეთ და ასე საამაყო ვაზის ლერწი გააქრეთ ეროვნული გუნდის კვართიდან, ასევე მავანს დაავიწყდა თქვენთვის მადლობის თქმა ბატონო სოსო იმისათვის რომ ეროვნული გუნდს გახადეთ ქართული წითელი, ანუ შინდისფერი კვართი, რომელიც არის ეროვნული ფერი ისევე როგორც ნარინჯისფერი ნიდერლანდებისთვის და/ან ცისფერი იტალიელებისათვის. რა სისულელეა ეს ეროვნული ფერები არა ბატონო სოსო?, ჩვენ ხომ ჩვენს მართლაც საამაყო დროშაზე არსად გვაქვს ქართული ტრადიციული შინდისფერი, ხოდა ეგ ვერ მიხვდნენ იტალიელები და ნიდერლანდები და მაგიტომაც მოვუგეთ ერთსაც და მეორესაც. მაგ ,,შტერებმა" არ იციან რომ თავიანთი დროშის ფერებში უნდა იყოს თურმე გამოწყობილი და არა ტრადიციულ კვართებში. ყოჩაღ ბატონ სოსო ძალიან დროული და ბრძნული გადაწყვეტილება იყო. მართალი ბრძანდებით ბატონო სოსო, ყველაფერი უნდა მოვსპოთ რაც თქვენამდე გაკეთდა რაგბში, ცუდიც და კარგიც, ათვლა თქვენი რაგბში მოსვლის დღიდან უნდა დავიწყოთ. რას გადაეკიდენ ზოგ-ზოგიერთები ამ ეროვნულ სიმბოლოებს, რა თავში სახელად გვინდა ეს ეროვნული იდენტობა და სიამაყე? მთავარია თქვენ იყოთ მხნედ და როგორც საჭიროა გაუძღვეთ ქართულ რაგბს ბატონო სოსო , თორემ აბა ეროვნული სიმბოლიკა რაგბთან რა შუაშია? ან ეს კიდევ ,,რაგბი ჩვენი თამაშიაო" რომ გაიძახიან, თქვენი გვეიმედება ბატონო სოსო რომ ამ ,,სისულელის" ძახილსაც მალე გადააჩვევთ საზოგადოებას. ეს სლოგანიც ხომ თქვენამდე იყო და ის რა თქმა იმ ცუდი სარაგბო ხელმძღვანელობის კვალს უნდა გავაყოლოთ. აბა რაა, თქვენი გამოჩენით ახალი ერა იწყება რაგბში ბატონო სოსო და ეს ძველი გადმონაშთები არაფერში გვჭირდება. დიდება გენიალურ ადამიანს, დიდ ქართველს, ბეჭდაუდებელ თამადას, ქართული რაგბის ნამდვილ ფუძემდებელს, ბატონ სოსოს! აბა ავიტაცეთ მეგობრებო! მლიქვნელება რა შუაშია? ჩვენ მართლა აღფრთოვანებული ვართ თქვენით ბატონო სოსო! ვაშაააააა

  • გიორგი

    ტყემალაძის ჩალიჩის გაშუქება ნამდვილად არ არის ქართული რაგბის დაკნინება. საერთოდ არანაირი კავშირი არაა. ტყემალაძე ხვალ არავის ემახსოვრება.

  • გიორგი

    გაიხარს, 100% ამბობ.

  • ირაკლი ქუთაისელი

    წინსვლა გვააქ? კი. ექვსეულის ქვეყნებს ვუგებთ? აპა არაა?ტუვუ პირველს რავა მოვაშლევიებ ნერვებს

  • კარლ ლიკბნეხტი და კარლ კაუცკი

    კარგი რა კარლფრიდრიხ, კარგი რა , ნუ ღელავ, გაიარ-გამაიარე, დადიდინჯდი და დაჯექი, მერე ამაისუნთქე და რამე კეთილი დასწერე, რა...ცხოვრება ისედაც მოკლეა და მეტი დამოკლება არ იქნება შენ დაუკარ

  • simartle

    გადავიკითხე კომენტებიც და ამხანაგი პრეზიდენტის წუწუნიც. ყველაფერი კი იქედან მოდის რომ ყველამ კარგად იცის ვინ ნიშნავს ხალხს ყველა ფედერაციაში და ვისი ფულით ფინანსდება ყველაფერი. თუ მოქალაქე ბიძინა თავის ფულს ხარჯავს ფედერაციების დაფინანსებაში და დამიჯერეთ სახელმწიფო მაგ თანხებს არა მგონია გამოუყოფდეს არც ერთ ფედერაციას რადგან გაყველფილი ქვეყანა ვართ და სპორტში მიღწევები დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც მოქლქე ბიძინამ ყველგან თავისი ადამიანი დანიშნა რომ სწორად დახარჯულიყო მის მიერ გაღებული თანხები და არა ვიღაცეების ჯიბეების გასასწქელებლად, რაც ყველანაერი მაქინაციეით რაშიც საბჭოთა დროიდან პროფესიონალი ამწაპვნელები გახდა ყველა ასე რომ ესეც მოეშვას წუწუნს და ხალხიც. როგორც ვხედავ ყველა სპორტში სადაც ბიძინამ ფული დახარჯა წინსვლა გვაქვს. მე არც ბიძინას ვემხრობი არც მიშას და არც ტყემალზე მჯდომს. მე მინდა ქართული სპორტის წარმატება როგორც ქომაგს. ფიგურული ციგურაობა იქნება თუ მხატვრული ტანვარჯოში მნიშვნელობა არ აქვს. საქართველომ ის უნდა გაიხსენოს რომ ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულია და ცოტა დიეტას მიხედოს და ივარჯიშოს ერმა, რადგან ქუჩაში რომ გახვალ ყველგან პახმელიის სუნია და ჩასუქებული მუტრუკების ხროშვა, ხნეშვა რადგან სუნთქვა უჭირთ და სიარული ბევრს. მიყვარს ჩემი ხალხი და მინდა გონს მოეგონ, რომ ყველა დაშუნტულ/დასტენტირებული არ იყოს, შეეშვით ამ სიგარეტის ბოლვას კიდევ ისედაც დაბინურებულია ჰაერი ქალაქშიდა საქართველოშიც, ტყვიის შემცვეობა ჰაერში არის ძალიან გადაჭარბებული და კიბო და ლეიკემიაც ამიტომ გახშირდა და ბავშვებიც იწამლებიან. ჯანმრთელი კრიტიკა ყველამ უნდა მიიღოს. ასე რომ დღეს ეს ქვეყანა ესეა და ყველაფერი უკუღმა კეთდება ამის გამოა რომ არქიფოიც ყველაფერს აკონტროლებს სადაც ფულს დებს.

  • კ.მარქსი ფ.ენგელსი

    საოცნებო დემოკრატიას მიხედეთ. 1 კაცის არჩევნებად რო აქციეთ მთელი რიგი ფედერაციები! ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ჭიდაობა... რა, ტყუილს ვამბობ! ანგლოზები ხართ? დედა უტირეთ ქვეყანას და დაცალეთ მთელი საქართველო სისხლისგან და ეხლა არ ესიამოვნა ბიჭს კრიტიკა. ბიძინა რო გაიხადეთ ღმერთად და მასზე ლოცულობთ. ფულის მონებო!

  • G.LA

    მე არ ვენდობი სრცერთ მთავრობას, ამ ქვეყანაში დავიბადე და ვიცი ფრთიანი ანგელოზები არავინ ვართ. თუ ქართულ ტელევიზიებს აღარ უყურებ, არც წარმოდგენა გექნება საქართველოში პოლიტიკაზე. ჩNN-ზე რომ გამოგვფინეს იმას უყურე? რუსულ მთავრობად რომ მოიხსენიებენ ქოცებს ამას კითხულობ ან უსმენ დასავლეთის მედიაში? მაინც რამდენად გაიყიდა თარგამაძე თანხა შეგიძლია მეც მითხრა?

  • გიორგი

    უბრალოდ, მარტივად და ერთი სიტყვით - "მადლობთ" ბატონი იოსებ დღემდე გაწეული შრომისთვის ქართულ რაგბში. ასევე მადლობის სიყყვები ქართველ მორაგბეებს ასეთი სიხარულის მონიჭებითვის, ველით ახალ გამოწვევებს და გამარჯვებეს

  • სოსო

    თარგამაძემ,2007 წლის ბოლოს გაყიდა სიმართლეც და ნამუსიც,არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რომ შეაჩერა იმედის მაუწყებლობა.ერთადერთი ტელევიზია,მაშინ ოპოზიციის გახმოვანებას რომ ახდენდა.ვინ იყიდა და ახლა ვის ემსახურება,კი ვხედავთ.ბევრს აღარ ახსოვს,მაგრამ ასე იყო.არც დღევანდელი იმედი მომწონს და საერთოდაც, ქართულ ტელევიზიების საინფორმაციო-პოლიტიკურ სამსახურებს აღარ ვუყურებ,მაგრამ მაშინ ასე იყო.იმედის დარბევიდან დაახლოებით ერთ თვეში,ის და გრიგოლია,სააკაშვილის ბანაკში გადაბარგდნენ.

  • ჟორა

    ბატონო პრეზიდენტო, როცა ბატონმა აბუსერიძემ განაცხადა, რომ იოსები ფედერაციას ვერ გაუძღვება, რადგან რაგბში არაფერი გაეგებაო, მე მას გამოვეხმაურე და მივწერე, რომ კარგად რაგბი გუნდის მწვრთნელმა უნდა იცოდეს და არა პრეზიდენტმა. პრეზიდენტი კარგი მენეჯერი უნდა იყოს და ქართულ რაგბს განვითარებისათვის პირობები შეუქმნას და სახსრები მოიზიდოს, ამ კომპონენტში იოსები პროფესიონალია, შენ კი კარგი მოსწავლის დონეც არ გაქვთქო, ამიტომ პრეზიდენტად იოსები კი არა შენ არ გამოდგებითქო. თქვენს ნაცვლად თქვენი შედეგები ღაღადებენ ბატონო იოსებ, ამიტომ გაიხსენე და მოიქეცი ისე, როგორც ამბობს გონიერი ქართული ანდაზა: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის".

  • ბაბაია

    ბატონო პრეზიდენტო იოსებ ! მინდა თქვენთვის ამ მძიმე წუთებში გაგამხნევოთ და გითხრათ : ისინი ვინც ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბას ტა­ლახ­ში სვრი­ან აუცილებლად ჩაისვრიან ! და ამასთან ყველა ჩაისვრის ვინც საერთოდ უდანაშაულოდ ვინმეს რაიმეს სვრის ! აი ასეა, აქ ჩვენს საამაყო ქვეყანაში საქმე , ზოგი "სროლინობს" მერე იმათ კიდევ სამაგიეროდ სხვანი სვრიან და ვართ ასე ყველანი ჩასვრილ, დაბეგვილები, მაშინაც კი თუ საერთოდაც არ მიგვიღია ამ პროცესში პირადი წვრილი . გასაგებია რომ თქვენი ასეთი ზე " ადეკვატური" პასუხი "თა­ვი­სუფ­ლე­ბის სლო­გა­ნით შე­ნიღ­ბულ ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კაზე" ძალიან მოეწონება იმ პერსონებს ვისთვისაც ის დაიწერა, ამას მაინც აქვს მეორე მხარე ისევე როგორც იმ მონეტას ყოველდღიურად რომ გვჭირდება კეთილი ცხოვრების უზრუნველსაყოფად და ჩვენს პატარა, მაგრამ სამწუხაროდ მძაფრად პოლარიზირებული ქვეყნის მოქალაქეების დაპირისპირებაში კიდევ ამატებს თავის წვლილს .გაგიგიათ ხომ : ზოგჯერ სიჩუმეც ხომ ოქროაო?გასაგებია რომ ჯიბეში ამ ოქროს ვერ ჩავიდებთ მაგრამ თქმით გაფუჭებულს მაინც სჯობია.პატივისცემით ბ.ბ. ია.

  • ბაბაია

    ბატონო პრეზიდენტო იოსებ ! მინდა თქვენთვის ამ მძიმე წუთებში გაგამხნევოთ და გითხრათ : ისინი ვინც ქარ­თუ­ლი რაგ­ბის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბას ტა­ლახ­ში სვრი­ან აუცილებლად ჩაისვრიან ! და ამასთან ყველა ჩაისვრის ვინც საერთოდ უდანაშაულოდ ვინმეს რაიმეს სვრის ! აი ასეა, აქ ჩვენს საამაყო ქვეყანაში საქმე , ზოგი "სროლინობს" მერე იმათ კიდევ სამაგიეროდ სხვანი სვრიან და ვართ ასე ყველანი ჩასვრილ, დაბეგვილები, მაშინაც კი თუ საერთოდაც არ მიგვიღია ამ პროცესში პირადი წვრილი . გასაგებია რომ თქვენი ასეთი ზე " ადეკვატური" პასუხი "თა­ვი­სუფ­ლე­ბის სლო­გა­ნით შე­ნიღ­ბულ ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ პრაქ­ტი­კაზე" ძალიან მოეწონება იმ პერსონებს ვისთვისაც ის დაიწერა, ამას მაინც აქვს მეორე მხარე ისევე როგორც იმ მონეტას ყოველდღიურად რომ გვჭირდება კეთილი ცხოვრების უზრუნველსაყოფად და ჩვენს პატარა, მაგრამ სამწუხაროდ მძაფრად პოლარიზირებული ქვეყნის მოქალაქეების დაპირისპირებაში კიდევ ამატებს თავის წვლილს .გაგიგიათ ხომ : ზოგჯერ სიჩუმეც ხომ ოქროაო?გასაგებია რომ ჯიბეში ამ ოქროს ვერ ჩავიდებთ მაგრამ თქმით გაფუჭებულს მაინც სჯობია.პატივისცემით ბ.ბ. ია.

  • G.LA

    ბატონო იოსებ დაანებეთ თავი ოპოზიციურ ტვ-ზე თავდასხმას. თქვენ რომ ბიძინას კაცი ხართ და ის რომ რუსია მენტალურად ეს უცხოა თქვენთვის? ნუ ეფარებით ქოცები ხან ხვიჩას ხან ტალახაძეს და ახლა რაგბს ოპოზიციურუ ტვ-ზე შეტევებისათვის. მე იმედს უყურებდი სააკაშვილმა ავტომატებიანი ხალხი რომ გამოაგზავნა და ახლა ის იმედი ''ნადეჟდათ'' გახადეთ, მთავარი ოფისი კრემლში აქვთ გადატანილი, ყოველდღიურად დასავლეთს აგინებენ, რუსეთს საერთოდ არ ახსენებენ. ადამიანები არ იცვლებიან ის თარგამაძე ვისაც ავტომატებით შეუარდენენ სიმართლის მოძულე ხალხი, ახლაც სიმართლეს ლაპაეაკობს. ნურაფერს გააკეთებთ დამალვით და ყველაფერს დავინახავთ ოპოზიციონერების გარეშეც. არც ლამაზ დენდროლოგიური პარკის ფასად და არც რაგბის ფასად საქართველოს რუსეთის გუბერნიაში დაბრუნებსას ხალხი არ გაპატიებთ იცოდეთ.

  • ნუთუ

    არ არსებობს სპორტის სახეობა ან კულტურის სფერო სადაც ოცნება ტალახში არ სვრის, ასე რომ ჟურნალისტები კი არა ქოცები არიან ბინძურებიც და რუსების სასარგებლოდ საქმეებში მხილებული ერის მოღალატეებიც.

  • მდააა...

    “თა­ვი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით” ტვ-პირ­ვე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც გა­დაწ­ვდა, ქარ­თუ­ლი რაგ­ბის მო­ა­მა­გეს“... ბლა ბლა ბლა, ბლა ბლა ბლააა. - საქერ საქს, საქს, ქარავანი მიდისო როგორც ჩეტომ (ისე შენც კაი საქერი ხარ) თქვა.

  • mesxi

    tv1 ze saertod komentars ratom aketebt ver vxvdebi mevaxshebbis televiziaa.

  • ადამიანი

    ტვ პირველის და მისი მსგავსი ნაძირალა პროკატორების პროვოკაციების პრევენციისთვის არსებობს რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური,რომელიც საერთოდ არაფერს არ აკეთებს,არც იცის... ,,ტყემალზე ზის და ბლის კურკებს ისვრის",პრეზიდენტი არ უნდა იყოს ამით დაკავებული, ,,ფი-არ"-ი უნდა მუშაობდეს

  • ჩეტო

    სოსო ბატონო მიაწექით და გააგრძელეთ თქვენი საქმის მაქსიმალურად წარმატებით კეთება, ხალხი ხედავს რომ შედეგები მოდის, იტალია და უელსი წავაქციეთ, სხვანაირად დაგვიწყეს ყურება რაგბის ბობოლებმაც და ა.შ. რაც შეეხება ბოღმითა და ღვარძლით აღსავსე თანამემამულეთა ნაწილს, სამწუხაროდ ისტორიულადაც გვყავდა ეგეთები ერში, ხვიჩასასც ლანძღავენ, ტალახაძესაც და პეტრიაშვილსაც. თუმცა როგორც იტყვიან ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. წარმატებები და მხნეობა კარგო კაცო ქართული სპორტის საკეთილდღეოდ!

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ

"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა

კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა

18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო

დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის

"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]

ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

[VIDEO] "კვარას" პსჟ-მ "ინტერ მაიამი" გაანადგურა და მეოთხედფინალში გავიდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერ მაიამის" 4:0 ამარცხებს

"ინტერ მაიამისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"ლიონი" მიქაუტაძეს ამ თანხაზე ნაკლებად ვერ შეელევა - გიორგის შეძენის სურვილი კიდევ სამმა კლუბმა გამოთქვა

"ცუდია, რომ ნიკო იქ მიდის, სადაც არ დააფასებენ, "ბარსელონა" შორს არის იმ ღირებულებებისგან, რომელსაც ოდესღაც წარმოადგენდა" - "ატლეტიკის" ყოფილი პრეზიდენტი

"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი

"შემდეგ მეტოქედ პიმბლეტი მსურს, ესპანეთში მისი დანოკაუტება მართლა ძალიან მინდა" - რა თქვა თოფურიამ გამარჯვების შემდეგ?

სოლიდური ციფრებია - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა თოფურიამ ოლივეირას დამარცხებით

"მაგ პატარა ბო*ს თავის ადგილს მივუჩენ" - პიმბლეტის ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

"ვინ ჯანდაბამ უთხრა, რომ ოქტაგონზე ასულიყო? თოფურიას ცოლ-შვილიც იქ იმყოფებოდა" - UFC-ის პრეზიდენტი პიმბლეტის საქციელმა გააბრაზა

კვარაცხელიას მესისთან დაპირისპირების დღე!