წელს პირველად, თასის მოსაპოვებლად ლევან მაისაშვილის შეგირდებს ფინალის მოგება მოუწევთ. ისე მოხდა, რომ ფინალში გამარჯვება საქართველოსთვის მე-100 იქნება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (99 მოგება, 5 ფრე, 13 მარცხი); გარდა ამისა, "ბორჯღალოსნები" მიჯრით მე-6-ედ შემართავს თასს, რაც 2011-16 წლების რეკორდის გამეორება იქნება.
ჩვენი გუნდი გადამწყვეტი მატჩისთვის მოსამზადებლად პორტუგალიაში კვირას, გამთენიისას გაემგზავრა:
"ესპანეთი საკმაოდ შორია და შუა კვირაში მგზავრობა პრობლემა იქნებოდა.
"რადგან გასულ კვირაში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში პაუზა იყო, ბიჭებს დასვენების და ძალების აღდგენის საშუალება მივეცით. "შავი ლომის" იმ მორაგბეებს, რომელთაც განვლილ აქტივობებში ნაკლები სათამაში დრო ჰქონდათ, დიდ 10-ში პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა მივეცით", – ამბობს "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ფინალური მატჩის მნიშვნელობაზე კი ამბობს:
"ფინალი ერთი თამაშია და თავისი სპეციფიკით გამოირჩევა, რაც მას დაძაბულობას მატებს. აქ ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს და მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. გასათვალისწინებელია ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები, როგორებიცაა ამინდი, მაყურებელი, მსაჯობა და ა.შ. ჩვენი ვალდებულებაც ისაა, რომ თამაში ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოვიგოთ. მართალია, პორტუგალიას მსოფლიო თასზეც ვეთამაშებით, მაგრამ იქამდე დიდი დროა. თანაც ეს სატიტულო თამაშია და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ მათაც და ჩვენც დავინახოთ, სად არის ქართული რაგბი და სად არიან ისინი. ამ თამაშით პორტუგალიას მსოფლიო თასზე ჩვენთან წარმატების მიღწევის ყველანაირი იმედი უნდა მოვუსპოთ".
"ბორჯღალოსნებს" პორტუგალიასთან აქამდე 24-ჯერ უთამაშია და მათგან 17-ში გამარჯვება იზეიმა, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. მეტოქემ ჩვენთან წარმატებას ბოლოს 2005 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი 17-მატჩიანი წაუგებელი სერია (14 მოგება და 3 ფრე) მოგვიგროვდა. მიუხედავად ამისა, მაისაშვილი "ლობუშს" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უძლიერეს მეტოქედ მიიჩნევს:
"ტრადიციულად, პორტუგალიას სწრაფი, ინდივიდუალისტი ხაზის მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც შანსს თუ მისცემ, აუცილებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ის ტაქტიკურად სწორად თამაშობს და ყოვეთვის ბოლომდე იბრძვის. ბოლო წლებში ის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენ მონაწილე გუნდებზე უდავოდ ძლიერია. ფინალი ესპანეთში, ბადახოსშია, რომელიც ლისაბონთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მადრიდთან და ფაქტობრივად, პორტუგალია საკუთარ მოედანზე ითამაშებს, რაც ასევე გასათვალისწინებელი მომენტია".
"თუმცა ესპანეთში გულშემატკივრების ნაკლებობას არც ჩვენ ვუჩივით. ტორელავეგაში ესპანეთთან მატჩზე ქართველების ერთი ჯგუფი სხვადასხვა ქალაქიდან 3 ავტობუსით ჩამოვიდა. იყვნენ სხვა ჯგუფებიც და ახლაც ველით, რომ მათგან მხარდაჭერა არ დაგვაკლდება. პორტუგალია რაგბი ევროპაზე ყველაზე ღირსეული და ძლიერი მოწინააღმდეგეა. ჩვენ მათთან თამაშისთვის მაქსიმალურად მობილიზებული ვართ და ვეცდებით, გულშემატკივრებს მათგან მიღებული ემოცია ჩვენი თამაშით ორმაგად დავუბრუნოთ".
საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება.

Rugby.ge