19 მარტს "ბორჯღალოსნები" პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას ერკინება და თასის მე-15-ედ მოპოვებას ეცდება.

წელს პირველად, თასის მოსაპოვებლად ლევან მაისაშვილის შეგირდებს ფინალის მოგება მოუწევთ. ისე მოხდა, რომ ფინალში გამარჯვება საქართველოსთვის მე-100 იქნება რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (99 მოგება, 5 ფრე, 13 მარცხი); გარდა ამისა, "ბორჯღალოსნები" მიჯრით მე-6-ედ შემართავს თასს, რაც 2011-16 წლების რეკორდის გამეორება იქნება.

ჩვენი გუნდი გადამწყვეტი მატჩისთვის მოსამზადებლად პორტუგალიაში კვირას, გამთენიისას გაემგზავრა:

"ესპანეთი საკმაოდ შორია და შუა კვირაში მგზავრობა პრობლემა იქნებოდა. გართულებების თავიდან ასარიდებლად ერთი კვირით ადრე პორტუგალიაში ჩავალთ, სადაც ესპანეთთან მატჩის წინაც მოვემზადებით და ძალიან კარგი პირობებია. იქიდან ბადახოსამდე დაახლოებით 250 კილომეტრია და ესპანეთში თამაშამდე 2 დღით ადრე ჩავალთ".

"რადგან გასულ კვირაში ტოპ 14-სა და პრო დე2-ში პაუზა იყო, ბიჭებს დასვენების და ძალების აღდგენის საშუალება მივეცით. "შავი ლომის" იმ მორაგბეებს, რომელთაც განვლილ აქტივობებში ნაკლები სათამაში დრო ჰქონდათ, დიდ 10-ში პრაქტიკის მიღების შესაძლებლობა მივეცით", – ამბობს "ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ფინალური მატჩის მნიშვნელობაზე კი ამბობს:

"ფინალი ერთი თამაშია და თავისი სპეციფიკით გამოირჩევა, რაც მას დაძაბულობას მატებს. აქ ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს და მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. გასათვალისწინებელია ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები, როგორებიცაა ამინდი, მაყურებელი, მსაჯობა და ა.შ. ჩვენი ვალდებულებაც ისაა, რომ თამაში ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოვიგოთ. მართალია, პორტუგალიას მსოფლიო თასზეც ვეთამაშებით, მაგრამ იქამდე დიდი დროა. თანაც ეს სატიტულო თამაშია და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ მათაც და ჩვენც დავინახოთ, სად არის ქართული რაგბი და სად არიან ისინი. ამ თამაშით პორტუგალიას მსოფლიო თასზე ჩვენთან წარმატების მიღწევის ყველანაირი იმედი უნდა მოვუსპოთ".

"ბორჯღალოსნებს" პორტუგალიასთან აქამდე 24-ჯერ უთამაშია და მათგან 17-ში გამარჯვება იზეიმა, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. მეტოქემ ჩვენთან წარმატებას ბოლოს 2005 წელს მიაღწია, მას შემდეგ კი 17-მატჩიანი წაუგებელი სერია (14 მოგება და 3 ფრე) მოგვიგროვდა. მიუხედავად ამისა, მაისაშვილი "ლობუშს" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უძლიერეს მეტოქედ მიიჩნევს:

"ტრადიციულად, პორტუგალიას სწრაფი, ინდივიდუალისტი ხაზის მოთამაშეები ჰყავს, რომლებსაც შანსს თუ მისცემ, აუცილებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ის ტაქტიკურად სწორად თამაშობს და ყოვეთვის ბოლომდე იბრძვის. ბოლო წლებში ის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენ მონაწილე გუნდებზე უდავოდ ძლიერია. ფინალი ესპანეთში, ბადახოსშია, რომელიც ლისაბონთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მადრიდთან და ფაქტობრივად, პორტუგალია საკუთარ მოედანზე ითამაშებს, რაც ასევე გასათვალისწინებელი მომენტია".

"თუმცა ესპანეთში გულშემატკივრების ნაკლებობას არც ჩვენ ვუჩივით. ტორელავეგაში ესპანეთთან მატჩზე ქართველების ერთი ჯგუფი სხვადასხვა ქალაქიდან 3 ავტობუსით ჩამოვიდა. იყვნენ სხვა ჯგუფებიც და ახლაც ველით, რომ მათგან მხარდაჭერა არ დაგვაკლდება. პორტუგალია რაგბი ევროპაზე ყველაზე ღირსეული და ძლიერი მოწინააღმდეგეა. ჩვენ მათთან თამაშისთვის მაქსიმალურად მობილიზებული ვართ და ვეცდებით, გულშემატკივრებს მათგან მიღებული ემოცია ჩვენი თამაშით ორმაგად დავუბრუნოთ".

საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება.

Rugby.ge

ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა