"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
კაჭი,ჯერ რომ ხალხისათვის ამ კანონის არსი აგეხსნათ და რასაც ახლა ამბობთ,მანამდე გეთქვათ,ნაცებს და უცხოელ "მეგობრებს"არ გამოუვიდოდათ ამ ხალხის ქუჩაში გამოყვანა,მაგრამ რას აკეთებთ,წინასწარ არ ფიქრობთ და საკუთარ თავს დააბრალეთ.პარლამენმტი და მთავრობა,იმიტომაა,ყველა პარტნიორს ელაპარაკოს და კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს.თქვენ კი,ყველა მტრად მოიკიდეთ,რადგან სადაც ჩუმად უნდა აკეთებდეთ,იქ ლაპარაკობთ და სადაც უნდა ლაპარაკობდეთ,იქ ხმას არ იღებთ.თუ ჭკვიანურად,არგუმენტებით დაელაპარაკებით,ჩხუბსაც აიცილებთ თავიდან და საჭირო მიზანსაც მიაღწევთ.პოლიტიკაც ხომ სწორედ ესაა.უდიდეს პატივს გცემ,როგორც სპორტსმენს,ვიცი,კარგი ადამიანიც ხარ.მორაგბე ხარ და შესაბამისად,არც ვაჟკაცობაში დაუდებ ვინმეს ტოლს,მაგრამ პოლიტიკა სულ სხვა რამეების ცოდნასაც მოითხოვს და ოცნებაში,ამას ვერ ვხედავთ.ცოდნა,პატიოსნება,ანალიზის უნარი,შორსმჭვრეტელობა და მოქნილობაა საჭირო პოლიტიკაში.ქვეყნის ინტერესების, საკუთარზე წინ დაყენება და მისთვის თავგანწირვა.რამდენს ხედავ ასეთს,თქვენ გვერდით?ნაცების ტყუილიც გადის,თქვენი კი,მართალიც ვერა და ეს ვის დავაბრალოთ?თქვენ პარტიაშიც,ბევრი რომ ძალიან გასუქდა,მაგასაც ხომ ხედავს ხალხი და ქვეყანა რომ იცლება,მაგასაც.ვის დავაბრალოთ?თუნდაც ნაცები ისევ რომ ბოგინობენ და ყოველ წამს,პრობლემებს უქმნიან სახელმწიფოს,მაგაში ხალხია დამნაშავე თუ თქვენი პარტია და კოჰაბიტაცია?რასაც თესავთ,იმას იმკით და ქვეყნის ინტერესები ეწირება ამას.ეს უნდა გაწუხებდეთ ყველაზე მეტად და მაშინ ბრალსაც ვერავინ დაგდებდათ,ხოლო ვინც შემოგბედავდათ,თვითონ ხალხი გასცემდა, საკადრის პასუხს
სოსო
14 მარტი 2023 22:12
20
შენი ადგილი პარლამენტში რო არაა მაგას კიდე ვერ მიხვდი???? მაგ ელემენტარულს ვერ ხვდები და იმ კანონპროექტში რაც ეწერა იმას გაიგებდი? შენ რაც იცი რეგბია და მიყევი იმ საქმეს რაც იცი.... როგორც თავის დროზე გიორგი ასანიძემ ქნა მიხვდა კაცი რომ მისი საქმე არ იყო პოლიტიკოსობა..... ხალხს თავს ნუ აძულებთ რომელი ხალხის ძალა ხართ ასიათასობით რომ გამოვიდა მაგ კანონის წინააღმდეგ იმ ხალხის ძალა ხართ? რაც გინდათ იმას რო ირქმევთ.. ირმების გუნდი დაირქვით მოგიხდებათ ან ქორბუდების....
რონი
14 მარტი 2023 22:07
9
"Вся власть Совѣтамъ"!
XXX съезд КПСС
14 მარტი 2023 21:57
2
არგეწყინოს მაგრამ ახლა მოღალატეხარ ჩვეულებრივი
შალვა
14 მარტი 2023 21:50
27
მოღალატე ბებიაშენია!
შალვა, არ გეწყინოს.
14 მარტი 2023 22:24
30
თუ გინდა გეწყინოს მარა გენიტა ხარ არაჩვეულებრივი, რატოა, ახსენით თქვე ნაცებო? წაკითხული მაინც გქონდეთ ვინმეს რამე
რეზო
14 მარტი 2023 22:10
21
ურა პატრიოტებო, რაც არ უნდა იფაფხუროთ არაფერი გამოგივათ რადგანაც, საქართველო კავკასიის ნაწილია!
ჯიგიტი
14 მარტი 2023 21:16
23
კაჭი მაგარი მორაგბე იყავი მართლა შენით ყველა ამაყობდა მაგრამ ყელში კი არ უნდა ამოუყვანო ეგ ხალხს. შენ როცა მაგრად თამაშობდიხომ ყველა გვერდში გედგა? მაგრამ როდესაც ქვეყნის მომავალს დაიკიდებ მაგას ვინ გაპატიებს? სანამ მაგ ნაბიჯს გადადგავდი მანამდე უნდა გეფიქრა. შენ გგონია სულ წარსულით იცხოვრებ? არა. რაგბის თამაშზე ძნელია უბრალო ჩემნაირი ხალხის ცხოვრება. შენ და შენი გუნდი პატრიოტ ხალხს ნაცებს ეძახით არ ვართ ბატონო ნაცები. არც ქოცები . ხოდა არც გაიფიქროთ აწი ეგეთი რამ. აქეთ იფურთხები და იქეთ შესაფურთხებლად გაიხადე საქმე. ხოდა ნუ გწყინს ახლა.
ზურა
14 მარტი 2023 21:10
18
მიუხედავად იმისა, რომ ეგ კანონი არ წაუკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ აგერ ევროკავშირიც მიიღებს მაგ კანონს მაინც რუსულს დაუძეხებენ, საკუთარი აზრი არ გააჩნიათ.. სულ სხვა მიზნები აქვთ მათ.. გალანძღავენ ყველას და ყველაფერს, ალბათ მეც რუსეთუმეს დამიძახებენ, რომლის მამამ და ბიძამაც აფხაზეთში რუსებს შეაკლა თავი, რომლის გვარიც გმირთა მოედანზეა ამოტვიფრული.. ვინ ლაპარაკობს თან ? ომის დროს წითელ ხიდზე გაქცეულები..
ზაალი
14 მარტი 2023 21:10
28
პაკა
გიორგი
14 მარტი 2023 20:59
5
რა საქმეშიც ვერ ერკვევი არ უნდა მოკიდო ხელი. ყოფილიყავი შენს პროფესიაში და არ დაგემართებოდა ეს ამბავი.
gzp
14 მარტი 2023 20:26
8
ეგ არი, კარგად თქვი
!
14 მარტი 2023 22:17
2
ნეტა თვითონ დაწერა თუ დაუწერეს?
anta
14 მარტი 2023 20:19
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული