"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
მიმიფურთხებია შენი 20 წლიანი კარიერისთვის როცა 1 დღეში ყიდი შენ ქვეყანას! მოღალატე ხარ !
14 მარტი 2023 15:54
16
ურა პატრიოტებო! სანამ კაჭარავაზე ენებს დაისველებთ, მანამდე ქლორით კარგა, მაგრა გამოირეცხეთ პირები! ერთი საცოდავი კაცუნები ხართ, ძალად ევროპელებო! ევროპაშიც არ ჭირდებით არავის, ჰა ჰა ვინმეს მწენდავად თუ გამოდგებით, სხვა არაფერში მაინც არ ვარგიხართ. მეცოდებით ჭორიკანა დედაკაცებო! (კაცობის თქვნ არაფერი გეტყობათ)
მისმინეთ ყველამ! ვახო.
14 მარტი 2023 19:03
56
100%-იანი მართალი ხარ! ამ უბედურებს ვინ მისცა იმის უფლება, რო სხვას ჭკუას არიგებენ? მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს ეგ კანონი და აქ თურმე არ შეიძლება, ისე რამდენი აგენტები ყოლია საქართველოს? ამ ლაწირაკმა " პატალა ბავშვებნაც" რომლებიც მაგრად არიან აგენტურულად დამუშავებულები, ჰიტლერსაც კი გადაუჯოკრეს ფაშისტობაში! თქვენც ეხლა, აფხაზეთზე, სამაჩაბლოზე, კოდორზე და დავით გარეჯზე მოაწყვეთ აქცია არა? სულ ფეხებზე არ გკიდიათ საქართველო? მთავარია "დედაევროპა" გყავდეთ კარგად, აი ეგ არის თქვენი მთავარზე, მთავარი!
ვახოს
14 მარტი 2023 19:43
28
აა "გაგიტყდათ"ბიჭებოო?!სპორტსმენების უმეტესობა თქვენ წინააღმდეგ რო წავიდა??!!ახლა გამოღმა გვედავებიან, ჩუმად მაინც იყავით!!!
*
14 მარტი 2023 16:57
13
ინსტაგრამზე ევროპაში გადაღებულ სურათებს ხომ კარგად გვიზიარებთ შენ,სანიკიძე და კობიაშვილი,მიეცით ხალხს მაგალითი და აღარ წახვიდეთ ევროპაში.ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს!!!!!!
ნინო
14 მარტი 2023 16:32
10
ევროპის დედაც,ამერიკისაც და ღრუსეთის ხო მითუმეტეს.ისტორიულად ყველა დამპყრობელი და მოძალადეა.გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.გაუმარჯოს ჩემ სამშობლოს.
გელა
15 მარტი 2023 01:38
15
კარგი ღვინოა.? ლექსად გეთქვა ბარემ
დავით 67
15 მარტი 2023 03:29
11
კაცმა საკლუბო კარიერის უმეტესობა შუა რუსეთში გაატარა,ფული იქ იშოვნა და რა გიკვირთ.უფრო სამარცხვინოები ის სპორტსმენები არიან ვინც ევროპაში თამაშობდნენ საქართველოს ახალგაზრდობაზე ძალა იხმარეს.ხოლო კობიაშვილი და სანიკიძე ფედერაციის პრეზიდენტები რა ნამუსით უნდა შეხვდნენ ახალგაზრდა სპორტსმენებს,რითი უნდა გაამართლონ ღალატი.
ნამუსი თუ გაქვთ
15 მარტი 2023 14:24
10
კიდევ კარგი შენი *ნამუსით* არ ცხოვრობს ქვეყანა . კლავიატურის ტურებო - დაანებეთ იმ ხალხის კბენას თვი , ვისაც თქვენზე 100 ჯერ მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული.
კახა
16 მარტი 2023 08:28
2
რას გვამადლი ერთი მაგის თამაშს? თამაშობდა და ფულსაც უხდიდნენ, მაგის სამსახურიც ეგ იყო, არც სიყვარულს და პატივისცემას აკლებდნენ სანამ იმ საქმეს აკეთებდა, რისიც გაეგებოდა. ნუ გამოიყვანეთ ეხლა გმირად და ქვეყნის აღმშენებლად - რომელი ანწუხელიძე ეგ მყავს! ხოდა კიდევ არავის დავიწყებია, ნაკრებს რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის წინ გაექცა და დეპუტატის თბილ სავარზელში ჩახტა! ტყუილად ნუ აპრავებთ, არ პრავდება!
კახას
16 მარტი 2023 16:13
0
შენგან მეტს მაინც არ ველოდი,მიმიფურთხებია მართლაც შენნაირებისთვის!!!!!
!!!
14 მარტი 2023 16:59
21
მიმიფურთხებია შენი სპორტული მიღწევებისათვის, ამ კანონს ხელი მოაწერე? მორჩა, შენი ქართველობა და შენი სპორტსმენობა, ჩვეულებრივი რუსეთი ყურმოჭრილი მონა ხარ. ეს ახალგაზრდობა გასწავლის ზუსტად ჭკუას, მათ ვერაფერს გამოაპარებ.
14 მარტი 2023 16:25
13
ამისგან და ყაველაშვილისგან არაფერი მიკვირს, მაგრამ კობიაშვილისგან და სანიკიძისგან არ ველოდი,ძაან მეწყინა!!!!
!!
14 მარტი 2023 15:51
18
ეს კანონია მარტო? რაც ეგ ჯგუფი არსებობს სულ პრორუსული სქმე კეთდება და განცხადებები განცხადებებზე მოდის ჯგუფიდან ისეთი, დიდი პატარა ყველა იფურთხება, ფუ, არ ცხვენიათ მაინცო. ლავროვი და პატრუშევი რო მადლობას გადაგიხდის, იმის მერე ამათ რაღა აქვთ სათქმელი. მაიდანის ბრალია უკრაინის ომიო, რა უნდა ელაპარაკო ამ სიტყვების მერე?! ზუსტად პუტინი და მისი ლეკვები რასაც ამბობენ ის გამონათქვამია. რას გველაპარაკებიან ასეთი რაღაცეების მერე ეგაა გასაკვირი.
გივი ჩეჩელაშვილი
15 მარტი 2023 00:28
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული