მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.
"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!
ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!
07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!
ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
შენი ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში რომ უნდა და ევროკავშირი გეუბნება თუ ამ კანონს მიიღებ ჩვენთან არაფერი გესაქმებაო, და შენ რომ ხელისუფლება ხარ და ამ 80%-ის წინააღმდეგ მაინც იღებ ამ კანონს, მიუხედავად იმისა შიგნით რაც არ უნდა ეწეროს, ეგ ნიშნავს რომ შენი ერის წინააღმდეგ მიდიხარ, მაგიტომაც ილანძღები და გეკერება მოღალატის იარლიყი.
პ.ს.
ვინც ვიცით შიგნით რა წერია და რატომ არის ანტიდასავლური ეს კანონი მაგაზეც ბევრის დაწერა შემიძლია, მაგრამ ეგ ცალკე!