"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
სპორტს როცა მიყვები ესეიგი იცი და გესმის ის საქმე, რომლითაც ვამაყობდით ყველა მაგრამ პოლიტიკა არაა შენი საქმე, განათლებაა საჭირო, წინარე ცოდნა !... ამიტომაც არაკაცად ჩაგთვლის ყველა როდესაც ხელს მოაწერ ან ტაშს დაუკრავ სამშობლოს ღალატს!
emzar
14 მარტი 2023 18:36
13
ამდენი ბოლშევილი როგორ მოგროვდა საქართველოში? ხალხის ბულინგი, წიგნების დაწვა, ლექტორების აუდიტორიებოდან გამოყრა!
ეგ გავიარეთ კომუნისტების დროს. როდესაც უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილიც არ შეუძვეს და ილიაჭ ავჭავძეს სოციალ-დემოკრატები მტრად აცხადებდნე. გავიარეთ გასულ საუკუნეში და რაღას იმეორებთ, რით ვერ ისწავლეთ და გაიზარდეთ?

როდის უნდა დამთავრდეს "დემოკრატიული" რევოლუციები. თქვენ თვითონ ვინ ხართ ქართველი ხალხის სახელით, რომ ატერორებთ ადამიანებს, რომლებიც თქვენნაირად არ თქვენ რომ გსურთ ისე თუ არ ფიქრობან ან ისე თუ არ იქცევიან? თქვენ ხართ მხოლოდ ქართველი ერი , და სხვა არავინ არსებობს?
ეს არის ტქვენი თვისუფლების და დემოკრატიის გაგება? ასე გესმით ადამიანის უფლებები?





ლევანი
14 მარტი 2023 18:34
29
ალექსს. დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია და შვეიცარია ევროკავშირის მოკავშირეებია, თავიანთ ქვეყნებში ევროკავშირის პოლიტიკის გამტარებლები. ისინი არ არიან ევროკავშირის წევრები სულ სხვა მოტივით, ვიდრე ევროკავშირის მიმართ მტრულად გაწყნობილი პუტინის რუსეთი!
....
16 მარტი 2023 15:53
0
დიახ, ასე ესმით, ეს უმძიმესი რეალობა ცივი გონებით უნდა გააცნობიეროთ რამენაირად. ვინც მათთან ერთად არ იქნება მოღალატეა უბრალოდ. ზოგადად ქართველი ადამიანის რადიკალური ბუნებაა ასეთი, ვინც მას არ ეთანხმება მოღალატეა. განა მეორე ფლანგზე ვინც დგას მათი უმეტესობისთვისაც ასე არაა მედასავლეთეები? მე პირადად ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ვარ, თუმცა არც დამესიზმრება მის მოწინააღმდეგეს მოღალატე ვუძახო. ბრიტანელები, ნორვეგიელები ან შვეიცარიელები, რუსეთუმეები არიან, ქვეყნის მოღალატეები თუ როგორაა ნეტავ საქმე? ერი არის ერთმანეთზე გადამტერებული, შუა საუკუნეების რეალობა რომ იყოს ახლა დარწმუნებული ვარ ისევ სამთავროებად , რეგიონებად ან არ ვიცი კიდევ რად ვიქნებოდით დაშლილები და ომი გვექნებოდა გაჩაღებული ერთმანეთში. ჩვენ ვართ საძოვარზე გაშვებული ყოფილი ერი- იმედია გახსოვთ ვისი ფრაზაცაა.
ალექს
14 მარტი 2023 20:41
4
ყველა გამოხმაურება
რა სახეაქ არანორმალურის
nato
14 მარტი 2023 18:28
8
შემოიტანეთ პარლამენტში კანონპროექტი სადაც, ჩვენ მიმართ მტრულათ განწყობილ ქვეყნების მოქალაქეებს აეკრძალებათ ბინების და მიწის ნაკვეთის შეძენა,მაგ:რუსებს,ბელორუსებს,სირიელებს,ვენესუელელებს,ვინც აფხაზეთი და სამაჩაბლო აღიარა დამოუკიდებლად!!თორემ ხომ ხედავთ მომავალი სოხუმი გახდება თბილისი და ბათუმი,ვეღარ ეტევიან უკვე რუსები იმდენი არიან!!!!მაშინ დაგიჯერებთ ხალხი თქვენ "კეთილ განძრახვებში"!!!!
საქართველო უპირველესად
14 მარტი 2023 18:24
3
ტვინ გამოფხეკილი გაპოლიტიკოსებული მსპორცმენიბრომელსაც საშუალოც არ ექნება დასრულებული თავის დროზე
dgds
14 მარტი 2023 18:21
5
დაგვამუნათეს კიდეც,არ გაადგათ ფეხი ევროპაშიი!!!მოვითხოვ!
ლია
14 მარტი 2023 17:54
4
წადი ბიძიკო და სდიე ისევ იმ წაგრძელებულ ბურთს, რა შენი საქმეა კანონების წერა? რომელი იურისტი შენ ხარ!
მწვრთნელი
14 მარტი 2023 17:45
9
ამ ხალხის მიკვირს.უცხოურ გავლენაში რუსეთიც ხო შედის და თუ რუსეთის ხალხია თავის საწინააღმდეგოდ იღებდნენ კანონს? მოღალატეები და გამყიდვლები ისნი უფრო არიან ვინც მაგ კანონს ეწინააღმდეგებოდა. მათ შორის ევროპის სახელით. თვითონ ევროპა იღებს ეხლა მსგავს კანონს და სანამ მიუღია ვინ იცის ევროპიდან შემოსული ზოგი ფულის უკან რომ ისვე რუსეთი არ დგას?
დათო
14 მარტი 2023 17:43
23
ღირსეული კაცის უსაგნო, უსაფუძვლო საჯარო ძაგება მხოლოდ უღირსებს ძალუძთ.ეს მორალური მკვლელობაა.მოგეკითხებათ უზენაესისგან ყოველი უსამართლოდ ნათქვამი სიტყვა!!! უწყალოებს უწყალო მსჯავრი!!!
სამართალი
14 მარტი 2023 17:37
23
რამეს რომ აკეთებ უნდა შედეგზეც იფიქრო.
ზურა
14 მარტი 2023 17:34
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული