"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
ნეტა ვის დაკარგვიხარ??დაგვამუნათა კიდეც
გაგა
14 მარტი 2023 17:02
16
შენგან მეტს მაინც არ ველოდი,მიმიფურთხებია მართლაც შენნაირებისთვის!!!!!
!!!
14 მარტი 2023 16:59
21
აა "გაგიტყდათ"ბიჭებოო?!სპორტსმენების უმეტესობა თქვენ წინააღმდეგ რო წავიდა??!!ახლა გამოღმა გვედავებიან, ჩუმად მაინც იყავით!!!
*
14 მარტი 2023 16:57
13
ბევრი იშველიებს ამ არგუმენტს წაკითხული თუ მაინც გაქვთო ეს კანონი რომ აპროტესტებთო, ხოდა გიპასუხებთ:
შენი ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირში რომ უნდა და ევროკავშირი გეუბნება თუ ამ კანონს მიიღებ ჩვენთან არაფერი გესაქმებაო, და შენ რომ ხელისუფლება ხარ და ამ 80%-ის წინააღმდეგ მაინც იღებ ამ კანონს, მიუხედავად იმისა შიგნით რაც არ უნდა ეწეროს, ეგ ნიშნავს რომ შენი ერის წინააღმდეგ მიდიხარ, მაგიტომაც ილანძღები და გეკერება მოღალატის იარლიყი.
პ.ს.
ვინც ვიცით შიგნით რა წერია და რატომ არის ანტიდასავლური ეს კანონი მაგაზეც ბევრის დაწერა შემიძლია, მაგრამ ეგ ცალკე!
Irakli
14 მარტი 2023 16:52
12
ჩემო დავით, არ გეწყინოს, შენი მაგინებელი სამშობლოს მაგინებელია! შენ რომ კაცი მოღალატეს დაგიძახებს იმას ენა უნდა ამოაგლიჯო!
aburjga
14 მარტი 2023 16:38
57
ენის ამოგლეჯით ღალატი არ ჩამოირეცხება. საშვილთაშვილოდ მოიჭრა თავი ტიპმა
valeri
14 მარტი 2023 16:56
11
მიდი მერე, შეიძლება საკმარისი რაოდენბოსი ხელი არ აღმოგაჩნდეს ყველას რომ ენა ამოაგლიჯო ამ არაკაცს და მოღალატეს ვინც პატრიოტობას დააბრალებს.
...
14 მარტი 2023 16:51
11
ეეჰ, კაჭი კაჭი, არ გიფიქრია რომ ეს 20 წელიწადი 2 დღეში შენ თვითონ გაყიდე? რომელი პოლიტიკოსი შენ იყავი, ან რა განათლების მიღება მოასწარი ამ 20 წელიწადში,(თუმცა ვაჭარბებ, განათლება ამ პარლამენტში ისევე როგოგორც წინა პარლამენტებში პრიორიტეტული არაა და არც ყოფილა) რომ ამბიციამ გძლია და ძალაუფლება მოგინდა?
zaza
14 მარტი 2023 16:37
18
ადვილად ნუ გაბოროტდები, კაჭი, ეგ პატარაკაცობის ნიშანია... თორნიკეს ბევრად მეტი აკადრეს, მაგრამ იმან საკუთარ თავს არ აკადრა შენსავით ლაპარაკი...
თავმოყვარეობა
14 მარტი 2023 16:36
9
არტ,თორნიკე ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელი იყო და ესპანეთის ნებისმიერი კლუბი სიხარულით მიიღებდა.ის ერთადერთი მიზნით გადავიდა ცსკაში,ცსკა უფლებას აძლევდა წამოსულიყო ნაკრებში,თუ იმ დღისით,თვითონ ცსკას არ ჰქონდა თამაში.ამ პირობებზე,სხვა არავინ იყო თანახმა.ამაზე თავიდანვე ითქვა,მაგრამ ვითომ პატრიოტებმა,თვითონ ყველაფერი რომ რუსეთს გადასცეს,აიყოლიეს ხალხი და შეურაცხყოფა მიაყენეს.ასე რომ არ გაეკეთებინა,მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოვხვდებოდით.ხომ გამოჩნდა,რამხელა ძალაა ჩვენი ნაკრებისათვის და მისიანადაც კი,ბეწვის ხიდზე გავიარეთ.
სოსო
14 მარტი 2023 22:28
3
თორნიკეს აქეთ შემოდავება არ დაიუწყია, რომ იცოდა მართალი არ იყო, წამოვიდა მტრის არმიის გუნდიდან და ხალხმა უკან მიიღო. სადაც დასაფასებელი და მოსაფერებელი იყო, არც ის დაუმადლებია ვინმეს, რისთვისაც საგინებელი იყო არც ის დააკლეს და ეს სწორია. ამან კი ფურთხება გადაწყვიტა, ვითომ ეს რამეს შეცვლის.
არტ
14 მარტი 2023 16:46
10
genacvale gulshi!! nac sekta zalian male damtavrdeba chven kveyanashi!!
სანდრო
14 მარტი 2023 16:35
30
გერბინა ბურთით სტადიონზე და არავინ მოგაკლებდა დაფასებას, რას მიძვრებოდი პარლამენტში? ნუ წუწუნებ ახლა,, ნახევარ საქართველოს აგენტად და მოღალატედ აცხადებდი და ახლა იგივე შენზე არ მოგწოოონს?
11
14 მარტი 2023 16:34
11
ინსტაგრამზე ევროპაში გადაღებულ სურათებს ხომ კარგად გვიზიარებთ შენ,სანიკიძე და კობიაშვილი,მიეცით ხალხს მაგალითი და აღარ წახვიდეთ ევროპაში.ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს!!!!!!
ნინო
14 მარტი 2023 16:32
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული