"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
არ გიფიქრია იმაზე რომ შენი საქმე აკეთო?!
123
15 მარტი 2023 08:40
2
ფაქტია, გაყიდე საქართველო. გაგყვიდე ისე რომ სინანულს ახლაც ვერ გატყობთ. ფურთხებას და გინებას ბოდიში მოიხადო და ჯობს!
საქართველოს გუშლემატკივარი
15 მარტი 2023 08:17
3
სამწუხარო ამბავია, ჩემთვის კაჭი ერთერთი საყვარელი რაგბისტი იყო და სადღაც გულის სიღრმეში სულ ვფიქრობდი რომ ცოტა დაუფასებელი (სუბიექტური აზრით) ამიტომ გული მწყდება ყველაფერზე რაც ხდება თუმცა იმედია, რომ "გაკვეთილი" იქნება ყველა სპორცმენისათვის და იქ დარჩებით და იმ საქმეს განავითარებთ რის გამოც ხალხმა შეგიყვარათ. იმედია აწი სხვა ადეთ სისულელეს აღარ გააკეთებს და აქტიური აპორტიდან ყოველგვარი განათლების ამაღლების გარეშე პირდაპირ პოლიტიკაში არ წავა. არაა პოლიტიკა სახალხო სპორცმენის საქმე არაა. ისევე არ გესაქმებოდა ჩემო ძმობილო პოლიტიკაში არაფერი როგორც მე, პროფესიით იურისტს არ მესაქმება რაგბის ნაკრების ფიზმომზადებაში არაფერი.
იბერია
15 მარტი 2023 04:07
22
ავტორიტეტს შენარჩუნება უნდა.სანამ გადაწკვეტილებას მიიგებ კარგად უნდა დაფიქრდე რომ ამდენი წლის პატივისცემა წყალს არ გაატანო...გულსატკენია
Lulu
15 მარტი 2023 03:01
23
დიდი ბოდიში, მაგრამ კაჭარავას განცხადებაში "დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაციაო" მე ძალიან დიდ საფრთხეს და მუქარას ვხედავ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას არ ეთანხმება. ნაცების ჭკუაც ვატირე, თუმცა მაგათ როგორც აქამდე ექცეოდა დღევანდელი ხელისუფლება (და არა მარტო ნაცებს, არამედ ხელისუფლებისგან განსხვავებულად მოაზროვნეებს ზოგადად), მგონი კოჰაბიტაციის გარდა ყველაფერი იყო... მეტი რაღა უნდა უქნათ "კოლექტიურ ნაცებს", ძვირფასო დავით ბატონო? ლაპარაკი აუკრძალოთ, ქვეყნიდან გადაასახლოთ თუ?... თქვით ბარემ ბოლომდე სათქმელი, რომ რეპრესიების გაძლიერებას აპირებთ! თუმცა ვე(ღა)რ გაგივათ! ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად დაინახა, განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებში.
maxo
15 მარტი 2023 02:33
12
მადლობა იმ აღმაფრენისთვის, რასაც თქვენი თამაში გვანიჭებდა, მაგრამ ცუდსაც ხომ უნდა ეწოდოს თავისი სახელი?! შეცდომას შეცდომას ნუღარ ამატებთ! ნუ იფურთხებით!ნიკაპზე დაგრჩებათ!
შორენა
15 მარტი 2023 01:48
15
ევროპის დედაც,ამერიკისაც და ღრუსეთის ხო მითუმეტეს.ისტორიულად ყველა დამპყრობელი და მოძალადეა.გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.გაუმარჯოს ჩემ სამშობლოს.
გელა
15 მარტი 2023 01:38
15
კარგი ღვინოა.? ლექსად გეთქვა ბარემ
დავით 67
15 მარტი 2023 03:29
11
ხოო და კიდე ერთი.შრნი თვალების დანახვისას ჟრუანტელი მივლიდა.მინდოდა ფარი და ხმალი ამეღო.აბა ამ ფოტოს დააკვირდი.ეს ის თვალები არაა.რაღაც შეუცნობელი სიბოროტეა.იმედია ვცდები.
ჯელა
15 მარტი 2023 01:32
12
ვის რას ედავება, ვერ ვხვდები.შენს თავს დააბრალე ყველაფერი
Levan
15 მარტი 2023 01:30
11
ეეეხ კაჭიიი,შენით გაიჩალიჩე ძმაო.სიწმინდიდან (ქართული რაგბი ) სიბინძურეში (პოლიტიკა) რა გინდოდა.მე არც გაგინებ,არც განგსჯი.ვინ მომცა მაგის უფლება,მაგრამ ესეთი კაცი პოლიტიკაში...რა ვიცი...
ჯელა
15 მარტი 2023 01:30
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული