"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
ლანძღა არ შეიძლება, შენ ჭკუას ვერ ატან რასაც აკეთებ, რასაც ჩაგძახებენ, იმას ამბობ,
მხოლოდ იმას უპასუხე, ჭკუით, ცოდნით, ინტელექტით, იმსახურებ პარლამენტარობას
პატრიოტი
15 მარტი 2023 15:14
15
თუ გარუსდი, როგორც კობიაშვილი და როგორც სანიკიძე, რუსობა ნუღა გიტყდება და ქართველობაზე და კაცობაზე ლაპარაკს დაანებე თავი.
გიორგი
15 მარტი 2023 14:42
24
კაცმა საკლუბო კარიერის უმეტესობა შუა რუსეთში გაატარა,ფული იქ იშოვნა და რა გიკვირთ.უფრო სამარცხვინოები ის სპორტსმენები არიან ვინც ევროპაში თამაშობდნენ საქართველოს ახალგაზრდობაზე ძალა იხმარეს.ხოლო კობიაშვილი და სანიკიძე ფედერაციის პრეზიდენტები რა ნამუსით უნდა შეხვდნენ ახალგაზრდა სპორტსმენებს,რითი უნდა გაამართლონ ღალატი.
ნამუსი თუ გაქვთ
15 მარტი 2023 14:24
10
რას გვამადლი ერთი მაგის თამაშს? თამაშობდა და ფულსაც უხდიდნენ, მაგის სამსახურიც ეგ იყო, არც სიყვარულს და პატივისცემას აკლებდნენ სანამ იმ საქმეს აკეთებდა, რისიც გაეგებოდა. ნუ გამოიყვანეთ ეხლა გმირად და ქვეყნის აღმშენებლად - რომელი ანწუხელიძე ეგ მყავს! ხოდა კიდევ არავის დავიწყებია, ნაკრებს რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის წინ გაექცა და დეპუტატის თბილ სავარზელში ჩახტა! ტყუილად ნუ აპრავებთ, არ პრავდება!
კახას
16 მარტი 2023 16:13
0
კიდევ კარგი შენი *ნამუსით* არ ცხოვრობს ქვეყანა . კლავიატურის ტურებო - დაანებეთ იმ ხალხის კბენას თვი , ვისაც თქვენზე 100 ჯერ მეტი აქვს საქართველოსთვის გაკეთებული.
კახა
16 მარტი 2023 08:28
2
მიაფურთხე იმათ ვინც შემოგციცინებს თვალებში,ეგებ რამეს გამოვრჩეო.ვის ამადლი მთელი ცხოვრება თამაშ თამაშით გაატარე და ხალხიც რომელიც წელზე ფეხს იბიჯებდა ცხოვრებისთვის ტაშს ალალად გიკრავდა{მეც მათ შორის).არავის შენი ვალი არა აქვს და აქლემობას გირჩევნია ტვინს(თუ გაქვს) ძალა დაატანო
თამაზი
15 მარტი 2023 14:12
11
შენ ის კიჭი არ ხარ ,ქართული რაგბისთვის უპრინციპულესი და ისტორიული მატჩის წინ,მოქმედმა რაგბისტმა,ნაკრების კაპიტანმა,ცდუნებას რომ ვერ გაუძელი და კარიერა დაამთავრე დეპუტატის ნაბოძები მანდატის სანაცვლოდ?მაშინ გამოჩნდა რა უფრო მნიშვნელოვანი იყო შენთვის სამშობლო თუ პირადი კეთილდღეობა,ვერავინ დამარწმუნებს რომ,დაჯექი შემოთავაზების მერე,იფიქრე სად უგრო გამოვადგები საქართველოსო და ეს გადაწყვეტილება მიიღე.როგორც დეპუტატს რა გითხრა,კაცი ხარ,იყავი ოცნებაში მერე ვიღაცამ გითხრა ხალხის ძალაში გადადიო და წინაარმდეგობის უფლებაც არ გექნებოდა,ამის მერე რაზეც გინდა იმაზე მოგაწერინებენ ხელს და დაგაჭერინებენ თითს წითელზე თუ მწვანეზე არც მაგას გკითხავს ვინმე,ჰოდა დღეს ვინ ხარ და ადრინდელი რატომ აღარ გვახსოვს დაფიქრდი და მარტივად მიხვდები.
ანდრია
15 მარტი 2023 12:40
6
შენ, ძმაო,დავით,ქართული პოლიტიკა თუ არ აგიშენებია,არც არაფერი დაგიშავებია.მით უფრო არც ვინმესთვის და არც რაისთვის გიღალატნია!პირიქით,სიმართლესა და ობიექტურობას,საზოგადო და სახელმწიფოებრივ ინტერესებს ღალატობს ყველა ის,ვინც საკუთარი სიბრიყვით,პოლიტიკური მიკრძოებითა და არაობიექტურობით,რეალობაში გაურკვევლობით,საქმის არსში ჩაუწვდომლობით,ზედაპირულობითა და სულსწრაფობით,სხვათა მიერ თავსმოხვეული ბილწი პროპაგანდის გავლენის ქვეშ მოყოლილი,აუხსნელი სიძულვილით აღვსილი,სულელურად მზადაა თეთრზე შავი იძახოს,მოყვასი სრულიად დაუმსახურწბლად ანათემას გადასცეს და ეს სიბრიყვე ბოროტი თუთიყუშივით წარა- მარა იძახოს....არა გრცხვენიათ?ღვთის რისხვის არ გეშინიათ????!!!
სამართალი
15 მარტი 2023 12:07
19
იგივე კანონის განხილვა არ დაუწყია.
არც საპარლამენტო განხილვა დაუწყია.
ჯერ საზოგადოების აზრის მოკვლევა დაიწყო :)
THISain't
15 მარტი 2023 11:43
5
ერთი კალმის და ავტორის პოეზია. ძალიან საინტერესოა, ამდენი მაგინებელ-მაძაგებელი ერთ დღეს როგორ მანიფეტირებს და წერს ერთი სტილით.

რამ გაგაბოროტათ ასე, ქვეყნის მტრად და მოღალატედ, რომ ერთ ღეში შერაცხეთ ერთი კაცი? თქვენ ბრძანდებით დასავლური თავისუფლება, დემოკრატები კაცთმოყვარენი და ევროპელნი? თქვენ გაქვთ ქართველი ხალხის მანდატი, რომ მტრის იარლიყები აკეროთ ვისაც გსურთ?

ასეა ხომ?
შეკითხვა
15 მარტი 2023 11:34
15
ვინც საქართველოს ევროპას და დასავლეთს აშორებს და ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით ყველა მოღალატე კოლაბორანტია! ასე იყო და ასე იქნება ყოველთვის!
ბრძენკაცას
15 მარტი 2023 19:57
4
ძლიან მიყვარდა და ვაფასებდი როგორც ჭეშმარიტ მებრძოლს სარაგბო მოედანზე, იქ მართლაც ზუსტად იცოდა როგორ დაემარცხებინა მეტოქე რუსეთის გუნდი. მაგრამ რუსეთი, როგორ მტერი ქვეყანა როგორ უნდა დაამარცხო პოლიტიკურად და არა სამხედრო თვალსაზრისით, ნამდვილად არ გცოდნია. როგორ მოხვდი მაგ გაუგებრობაში, რასაც ვითოდა "ხალხის ძალა" ქვია არ ვიცი. მირჩევნია თუ აზრზე არ მოხვალ და არ მიხვდები შენ შეცდომას, შენ დარჩე ნაწყენი, ვიდრე საქართველო და მისი მომავალი თაობა პერპექტივის გარეშე.
ლევანი
15 მარტი 2023 11:02
6
მოდი იქედან დავიწყოთ, რომ არანაირი კანონშემოქმედებითი უნარი არ გააჩნია და ის არგუმენტი, რომ თავისით, ქვეყნის სიყვარულის გამო მოუვიდა თავში ასეთი აზრი, მერე ადგა, აიღო ამერიკული კანონმდებლობა, წაიკითხა და უი რა კარგია, როგორ მოუხდება ჩვენს ქვეყანასო ბლეფია, აფიორაა და ამას არავინ არ ჭამს, გარდა ერთუჯრედიანებისა და ჩვენ ამ ქვეყანაში მაცხოვრებლები თუ ერთუჯრედიანები ვგონივართ, მარტო მაგიტო არის საგინებელი…რაც შეეხება შემდეგ არგუმენტს თითქოს ევროკავშირიც აპირებს აღნიშნული კანონის მიღებას, კანონის მუხლობრივი განხილვაც კი აზრს კარგას, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი რა არის ეს არის აქ მთავარი? ევროკავშირი გეუბნება თუ მიიღებ ამ კანონს ვერ მიიღებ ევროკავშირის წევრობას! ვსო მორჩა აქ ჩემთვის ყველაფერი… არანაირი კანონი არ ღირს იმად, რომ ევროკავშირში არ მიგვიღონ, არ გვქონდეს კარგი პენსია, ხელფასი, კარგი ჯანდაცვა, განათლება თუნდაც ხარისხიანი საკვები და კიდე უამრავუ სიკეთეები. ამ ყველაფერს ეს კანონი ვერ გადაწონის. ერთი კია, რომ თურმე გულზე მოხვედრია ჩვენი გინება და იმედია აწი ცოტას მაინც გაანძრევენ თავს და დაფიქრთებიან რა სურს ხალს და არა მათ!
ზურა
15 მარტი 2023 10:50
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული