"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
პრობლემაც ამაშია რომ ხალხს გული წყდება ვისაც საქართველოსთვის ბევრი აქვს გაკეთებული ისინი რომ ასე იქცევიან, მაგალითად სანიკიძე კობიაშვილი... თორემ მე არავისგან არ გამიგია ვოლსკიმ როგორ დაუჭირა მხარი ამ კანონსო
სიმართლე
15 მარტი 2023 00:55
9
ის, რომ ვითომ ევროპაც და კანადაც იღებენ ამ კანონს, არის თვალში ნაცრის შეყრა. მაშინ რატომ არის, რომ მთელი ევროპა და ამერიკა არ გვირჩევს ამ კანონის მიღებას? როგორ, თავისთვის უნდათ და ჩვენთვის "ენანებათ"? გჯერათ ეხლა ამისა? სწორადაც რომ საქმე ნიუანსებში და კონტექსტებშია. სინამდვილეში რისთვისაც უნდოდა ეს კანონი ჩვენს ხელისუფლებას, ყველასთვის ცხადია (და ამას გამჭვირვალობასთან არაფერი აქვს საერთო) და ამას "ქართული ოცნების" ყოველდღიური საქმიანობა ადასტურებს. თუნდაც დღეს რაც მოხდა ის (დროშის დაწვა).
ნიკა
15 მარტი 2023 00:54
12
კარგით რა დათო. ვერ ხვდებით, რომ ასეთი პოსტებით ხალხს შეურაცხყოფას აყენებთ? (არ წამიკითხია, მაგრამ (არ)ვეთანხმების ამბავში :) არ არის ასე საქმე. ხალხი ბრძენია!
ნიკა
15 მარტი 2023 17:35
0
ეგაა საქმე, რომ მხოლოდ მსჯელობით შემოიფარგლებით ფაქტების და დოკუმენტების გაცნობის გარეშე. რატომ გვიშლიან - სხვა საკითხია და შეიძლენა ზოგადად იდეა ასეთი კანონის ჩვენნაირ ქვეყანაში რაღაც დამატებით რისკებს ატარებდეს, მაგრამ წარმოდგენა არ გაქვთ ამ დროს დოკუმენტზე, რომლოს გამოც ხალხს მოღალატეებს უწოდებთ და მზად ხართ აღტკინებილი ბრბოს ყიჟინით ჩაქოლოთ...
დათო
15 მარტი 2023 08:33
7
უდიდესი უფსკრულია ქართველ ხალხსა და პარლამენტარებს შორის, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციიდან არიან თუ პოზიციიდან, ხალხს ამათი არ ესმით ამათ ხალხის,ჩამოდით ჯიპებიდან და ხალხში გაიარეთ!!!!!
გაგა
15 მარტი 2023 00:41
2
ეს კანონია მარტო? რაც ეგ ჯგუფი არსებობს სულ პრორუსული სქმე კეთდება და განცხადებები განცხადებებზე მოდის ჯგუფიდან ისეთი, დიდი პატარა ყველა იფურთხება, ფუ, არ ცხვენიათ მაინცო. ლავროვი და პატრუშევი რო მადლობას გადაგიხდის, იმის მერე ამათ რაღა აქვთ სათქმელი. მაიდანის ბრალია უკრაინის ომიო, რა უნდა ელაპარაკო ამ სიტყვების მერე?! ზუსტად პუტინი და მისი ლეკვები რასაც ამბობენ ის გამონათქვამია. რას გველაპარაკებიან ასეთი რაღაცეების მერე ეგაა გასაკვირი.
გივი ჩეჩელაშვილი
15 მარტი 2023 00:28
5
კაჭი,ძამიკო, ჩვენ ყველაზე მაგარი და აუცილებელი ლელო,ჩვენი ქვეყნისათვის კიდევ დასადები გვაქვს,იქამდე გასავლელი გზა ძალიან,ძალიან ძნელი იქნება და ვინც ბოლოში გავა შეიძლება უცებ ვერც მიხვდეს თუ რამდენად დიდი საქმე გააკეთა მომავალი თაობებისთვის,ვისურვებდი,რომ იმ თაობის ადამიანები ვისთვისაც ეს კეთდება ადამიანებად,მოაზროვნეებად და არა ზომბებად გაიზარდნონ.
sake
14 მარტი 2023 23:56
21
შენ თავად მიაფურთხე იმ 20 წელსაც და ხალხის სიყვარულსაც. შენც, კობიაშვილმაც, სანიკიძემაც და სხვას რას ემართლები
შენ თავად მიაფურთხე
14 მარტი 2023 23:55
9
მაგრად ტეხავს, ერთი ამბავი ატყდა ამ პროექტზე და ეხლა კანადა და ევროპა თვითონ იღებსო ამ კანონსო, საღორ ...
გიორგი
14 მარტი 2023 23:39
13
ხელისუფლება უკან არ იხევს ამ კანონზე, მათ დაანონსეს პროპაგანდის გაძლიერება,ნუ მოატყუებინებ თავს ნუ გახდები იმედის და პოსტივის სატელიტური ანტენა, ტყუილია არავინ არაფრის მიღებას არ აპირებს!
გოგა
15 მარტი 2023 12:32
0
წუთისოსოფელს ბევრისთვის აურევია გზა-კვალი.არც ეს კაჭია დავითი გამონაკლისი.
დავითი.
14 მარტი 2023 22:55
6
პოლიტიკური სტატიები არ დადოთ, ამ საიტზე.
თავისი აზრი სპორტის არცერთ სახეობაზე, რომ არ დაუფიქსირებიათ, ის ხალხი წერს. პირდაპირ გეტყვით, დაპირისპირება გინებაზე გადავა და გაგიბანძდებათ.
100%
14 მარტი 2023 22:29
7
არ, შვილო, აქლემი.
ზოოპარკის დირექტორი
14 მარტი 2023 22:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული