"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
ავტორიტეტს შენარჩუნება უნდა.სანამ გადაწკვეტილებას მიიგებ კარგად უნდა დაფიქრდე რომ ამდენი წლის პატივისცემა წყალს არ გაატანო...გულსატკენია
Lulu
15 მარტი 2023 03:01
23
სამწუხარო ამბავია, ჩემთვის კაჭი ერთერთი საყვარელი რაგბისტი იყო და სადღაც გულის სიღრმეში სულ ვფიქრობდი რომ ცოტა დაუფასებელი (სუბიექტური აზრით) ამიტომ გული მწყდება ყველაფერზე რაც ხდება თუმცა იმედია, რომ "გაკვეთილი" იქნება ყველა სპორცმენისათვის და იქ დარჩებით და იმ საქმეს განავითარებთ რის გამოც ხალხმა შეგიყვარათ. იმედია აწი სხვა ადეთ სისულელეს აღარ გააკეთებს და აქტიური აპორტიდან ყოველგვარი განათლების ამაღლების გარეშე პირდაპირ პოლიტიკაში არ წავა. არაა პოლიტიკა სახალხო სპორცმენის საქმე არაა. ისევე არ გესაქმებოდა ჩემო ძმობილო პოლიტიკაში არაფერი როგორც მე, პროფესიით იურისტს არ მესაქმება რაგბის ნაკრების ფიზმომზადებაში არაფერი.
იბერია
15 მარტი 2023 04:07
22
ჩვენ დიდი ხანია მოგაფურთხეთ უკვე, როცა საკუთარ კარიერას და ხალხის სიყვარულს, კომფორმიზმით და სულის გაყიდვით უპასუხე. შენი საქციელი,მეტყველებს შენს კაცობაზე. ჩვეულებრივი გორსალა, ფულზე დაზიანებული უპრინციპო კაცუნა ხარ.
009
14 მარტი 2023 14:56
39
ნეტავი სადმე შეგხვდეს და გაუმეორე რაც დაწერე, შე მართლა კაცუნავ.
საკმაოდ ბევრი შენნაირია აქ და ნეტა რომელი სპორტის სახეობა მოგწონთ ,

რუსთაველზე ღრიალი?
-
15 მარტი 2023 01:05
5
შენ გადახაზე ეგ 20 წელი და ამიტომ შენივე თავისთვის გმართებს შეფურთხება.
B-52
14 მარტი 2023 14:52
31
სხვა სხვის ცხოვრებას ვერც გაყიდის და ვერც გადახაზავს. ეს მხოლოდ თვითონ ძალუძს ...
სულხან-საბა
14 მარტი 2023 15:17
8
რამზან კადიროვიც იარაღით ებრძოდა რუსეთს, მაგრამ დღეს კი ვხედავთ ვინცაა.
ამიტომ ჩვეულებრივი მოღალატე ხარ და ვერსადროს ჩამოირეცხავ ამას.
დათო
14 მარტი 2023 14:44
38
პრობლემაც ამაშია რომ ხალხს გული წყდება ვისაც საქართველოსთვის ბევრი აქვს გაკეთებული ისინი რომ ასე იქცევიან, მაგალითად სანიკიძე კობიაშვილი... თორემ მე არავისგან არ გამიგია ვოლსკიმ როგორ დაუჭირა მხარი ამ კანონსო
სიმართლე
15 მარტი 2023 00:55
9
არგეწყინოს მაგრამ ახლა მოღალატეხარ ჩვეულებრივი
შალვა
14 მარტი 2023 21:50
27
მოღალატე ბებიაშენია!
შალვა, არ გეწყინოს.
14 მარტი 2023 22:24
30
თუ გინდა გეწყინოს მარა გენიტა ხარ არაჩვეულებრივი, რატოა, ახსენით თქვე ნაცებო? წაკითხული მაინც გქონდეთ ვინმეს რამე
რეზო
14 მარტი 2023 22:10
21
ჩვეულებრივი მედროვე და მოღალატე ხარ, ბოდიშის ნაცვლად იქეთ ილანძღები
რეზი
14 მარტი 2023 14:51
33
ფაქრტი სახეზეა რომ რუსების სასარგებლო საქმეს აკეთებდი და ამის დასტურია ის რუსეთის გოსდუმის თავმჯდომარისა და ლავროვის წიოკი ამ ჩავარდნილ "ევროპულ თუ ამერიკულ" კანონზე... ასევე მათი პროპაგანდისტების სალავიოვისა და სიმონიანის გადაცემები...

თამაზი
14 მარტი 2023 14:50
29
აღიარე რომ გაგაბრიყვეს და მაგ კანონისთვის ისე მიგაცემინეს ხმა. მოღალატის სახელს გაბრიყვებულის აშკარად ჯობს
უშანგი
14 მარტი 2023 19:10
34
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული