"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა, რომელიც ახლა "ხალხის ძალის" წევრია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, სწორედ ეს მოძრაობა გახლდათ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ავტორი, რომელსაც საპროტესტო აქცია მოჰყვა და მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი ჩავარდა.

"კანადამ და ევროკავშირმა იგივე კანონის განხილვები დაიწყო!!!

ვინც ბავშვებს, ჩემი ოჯახის წევრებს სწერდით! ვინც ჩემი და ჩემი კოლეგების ყველაზე დიდ შეურაცხყოფას, რუსეთის აგენტებად და ქვეყნის მოღალატეებად გამოცხადებას გააზრებულად მხარს უჭერდით! არ და ვერ გაპატიებთ!!! კანონის წაკითხვაც დაგეზარათ და ვინც შეცდომაში შეგიყვანათ, მაგათ მოჰკითხეთ
პასუხი!

ვნახავ, რამდენი გაბედავთ სიმართლის დაწერას, რომ გამოგიყენეს!

07/03/2023 - დასრულდა კოლექტიურ ნაცებთან კოჰაბიტაცია!!!

ახალგაზრდულებიდან მოყოლებული, 20 წელი სიამაყით და პასუხისმგებლობით ვატარე ეს კვართი! 90-იანი წლების მერე რუსეთთან საქართველოს გამარჯვების ყველაზე დიდი სიმბოლო! თქვენ მასწავლით, რუსეთთთან როგორ უნდა ვიმოქმედო, რომ გავიმარჯვოთ?!!!! მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე!!! ისე, რომ კითხვაც არ დამისვა!!!
რა ხდება, კაჭიო?!," - წერს კაჭარავა.
მკითხველის კომენტარები / 176 /
ეს ამდენი ზომბირებული ბოლშევიკ-ფაშისტები საიდან,ყვავ-ყორნებივით რომ შესევიან პატიოსან და დამსახურებულ ახალგაზრდა კაცს?! ფუი,თქვე უჯიშოებო,თქვენა!
მინდია
16 მარტი 2023 19:32
11
დავით გენაცვალე გულში, შემცდრებს და ცალ ფეხზე მდგომებს ან ჰაერში აწეულ ფეხებიანებს ნუ უსმენ და ნუ აქცევ ყურადღებას. სიმართლე ღირსებაშია, უღირსები კი მონები არიან, 30 წელია ევროპის კარში ვდგავართ და კიდეც ვიდგებით სანამ პარტნიორად და არა სათამაშოდ არ გვაღიარებენ, არავის მონები ჩვენ არ ვართ არც საბჭოთა და არც ევროსი, ორივე ძირგამომპალი კავშირია
პაატა
16 მარტი 2023 13:58
17
ტიპი კიდევ იტყუება და აქეთ იმუქრება, რა კანადა და რა ევროკავშირი?! მოგატყუეს კანადაზე:)))
რაგბი
16 მარტი 2023 10:04
8
ეს ბმული ნახე თუ ტყუილია კანადაზე. ხომ ყოფილა სიმართლე რომ კანადაც იხილავს ამ კანონს

https://www.nationalobserver.com/2023/03/10/news/liberals-create-foreign-influence-registry
რაგბი-ს
17 მარტი 2023 05:06
0
კიდე აქეთ რომ თავხედობს ?! გეგონება მე დავაჭირე მწვანე ღილაკს ხელი და ხმა მივეცი საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟს. ამას მართლა ხომ არ გონია რაგბია მთავარი ერის ცხოვრებაში. ხელი არ უნდა ჩამოართვა და გამარჯობა არ უნდა უთხრა ამას და დანარჩებ 75 მონას.
ავთო
16 მარტი 2023 08:41
7
იმისტვის არ მიგიფურთხებია 20 წელი ერთ წუთში რო უფერული გახადე?
zero
15 მარტი 2023 22:14
27
თუ დაჭირდა დათო კაჭარავა დარწმუნებული ვარ როგორც რაგბის თამაშის დროს ისე საომარი მოქმედებების დროს ჩვენი ქვეყნის გამო თავსაც გადადებს განსხვავებით იმ სრულიად გაურკვეველი ხალხისგან ვინც მას ლაბძღავს!!! კაჭი არის ლეგენდა და უდიდესი პროფესიონალი!!
Lebron
15 მარტი 2023 20:12
40
აკეთე ის რაც იცი თან კარგად იცი და უფრო გამოადგები შენს ქვეყანას სპორცმენს რა უნდა პარლამენტში წადი ბავშვები ავარჯიშე უფრო დაფასდები.
lebronas
15 მარტი 2023 22:03
13
ვინ ვინა და ესეთი უწიგნურები, დათოს რო ლანძღავენ, მაგათ გონიათ ამით დათო კაჭარავას, რამეს დააკლებენ, ის კი არ იციან თვითონვე, რომ იმცირებენ საკუთარ თავებს. დათო, ყველამ ვიცით რა დიდებული რაგბისტი და მაგარი პატრიოტია თავისი ქვეყნის! ეს პატარა კაცუნები? ერთი ლაჩარი მშიშარა ნაძირლები არიან.
lebrons/ დათო ნორმალური აზროვნების ქართველს, უყვარხარ და გვეამაყები!
15 მარტი 2023 20:51
20
ფრთიანო ანგელოზებო! ქვა იმან ისროლოს, ვინც უცოდველია! დავიჯერო ასეთი უმანკოები, უშეცდომნი, ცაში მფრინავი ანგელოზები ხართ, რო დავითს დაესიეთ და კორტნით? დარწმუნებული ვარ არცერთს წაკითხული არ გექნებათ, ამ კანონის შინაარსი და ეგ არის თქვენი უბედურება! ასეთი მამაცები და გააბედულები თუ ხართ, წადით და ორ ნაბიჯში რუსეთის ჯარი რო დგანან, იმათთან გამოიჩინეთ "ვაჟკაცობა", მაგრამ რისი ერთი ადგილი გაქვთ, თქვე საცოდავებო? სუფთა ბაზრის დედაკაცები ხართ! დავით კაჭარავას ფრჩხილის ფასადაც არ ღირხართ ,თქვე უბედურებო!
ცალ ჩექმა აზნაურებს!
15 მარტი 2023 19:25
16
თქვენნაირებს რომ აქვთ ძალაუფლება სწორედ მაგის ეშინია ხალხს!!!ეს კანონი იყო მხოლოდ მისაღები,თორემ სხვა ყველაფერი გამართულად მუშაობს ამ ქვეყანაში,ყველაფერი ყვავის,მექსიკის საზღვარზე ახალგაზრდების რიგია მაგას მიხედეთ თუ რამის თავი გაქვთ.ამერიკას ედრებიან კიდეც,რო კითხო "ამერიკულ კანონებს" იღებენ,თქვენნაირები "დააბოლეთ"!!!!!!!
გიორგი
15 მარტი 2023 18:42
19
წმინდა მამები გვასწავლიან,"ცილისწამება ერთ-ერთი უდიდესი ცოდვააო".მცირე გამონაკლისის გარდა,ცოდვილ,ღვთისმგმობ ცილისმწამებელთა პარადია აქ!!!ამაზრზენია ეს ყოველივე!!!
გივი
15 მარტი 2023 18:24
6
თუ ამერიკულ კანონებს იღებთ ამდენი ხალხი რას გარბის ამერიკაში?!დიდიან პატარიანათ?!თქვენნაირები დააბოლეთ!!!
ბექა
15 მარტი 2023 17:44
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული