მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის, ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს სახელმწიფო თუ სხვა საფრთხეების გამოგონებით, – შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ; სჯობს ახალგაზრდებს სტიმული მიეცით განათლებისთვის, გაჯანსაღებისთვის, სპორტული წარმატებისთვის, – მოუწოდეთ, ეზიარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, დარგონ ხეები, – შექმნან მომავალი.

ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის, მორაგბეების სოცქსელში ბულინგმა და დამუნათებამ, რომ თუ არ გავლენ ქუჩაში ევროპის თუ რუსეთის მოთხოვნით, არაპატრიოტებად ჩაითვლებიან... სინამდვილეში სწორედ ისინი არიან პატრიოტები, – მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები, რომლებმაც საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად ქართული დროშა მსოფლიოს დასანახად ააფრიალეს – ისტორიული გამარჯვებები მოგვიტანეს 6 ერის ქვეყნებთან, უელსთან და იტალიასთან, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს საქართველოს ისტორიაზე, ქართული სპორტის ფესვებზე; დაანახეს, როგორი პროგრესი მოაქვს მშვიდობას და შრომას, როგორი უძლეველია ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ერთად მდგარი საქართველო.

მოვუწოდებ ყველას – ვის ინტერესსაც უნდა ემსახურებოდეთ, თავი შორს დაიჭირეთ ახალგაზრდა მორაგბეებისგან, წინ კი არ გადაუდგეთ მათ, არამედ დაუდექით გვერდში და სპორტულ აღმასვლაში შეუწყვეთ ხელი. წელს უმცროსიც და უფროსი "ბორჯღალოსნებიც" მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ და მთელი ერის თანადგომა სჭირდებათ, რომ ახალი იტორიული გამარჯვებებით ისევ ასახელონ სამშობლო. დიდი გამარჯვებები კი ჩვენს ერთად დგომას, მშვიდობას და შრომას მოაქვს მხოლოდ.

Rugby.ge

გლახუნა
ნიკო- ნუ მებჟუტურები...
გიორგი
მხედრიონელი ტყემალაძე რო პატრიოტიზმზე დამოძღვრავს ვინმეს...
გიორგი
100%
Ქომაგი
ვისაც მისი ბურტყუნი გაგიგიათ, ხომ ხვდებით რომ ეს ამის ნაწერი არ არის, გამოუგზავნეს მთავრობიდან ტექსტი, ეგ შენი სახელით დადეო და დადო, აბა თავისუფლება მინდაო და აქციას ხომ არ შეუერთდება საკუთარი ბატონის წინააღმდეგ.
ეჰჰჰ
ანდაზა გამახსენდა: :"დიდი კაცის" ჟესტიანშიკი დიდი კაცი არ არისო ....
სიმართლის მოყვარული
ეს კაცი იმდენს იზამს, რაგბისაც შეგვაძულებს ....
oceola
ეს ოფიციალურად რუსია, გადატანითი მნიშვნელობით კიარა ))
სოსო
1989 წლის 9 აპრილის ღამეს,მედესანტეების შეტევას,წინ სწორედ ქართველი მორაგბეები გადაუდგნენ და გააფთრებული ბრძოლით,ხალხს ალყიდან გაღწევის საშუალება მისცეს.იმ ღამეს დაღუპულებს შორის,რამდენადაც ვიცი,ერთი ყოფილი მორაგბეც იყო.რატომ?იმიტომ რომ თუ ვაჟკაცი არა ხარ,რაგბის ვერ ითამაშებ,ხოლო როცა ვაჟკაცი ხარ,შენი ქვეყნის უბედურებას,გულგრილად ვერ დაუწყებ ყურებას.გახსოვს,რამდენი აგრესია იყო ტალახაძის მიმართ,ნაცების მხრიდან,როცა გამარჯვებული ჩამოვიდა და უკვე აქ,საქართველოს პრეზიდენტთან ერთად,სურათი გადაიღო?რამდენი აგინეს ჯერ თორნიკე შენგელიას და მერე ხვიჩა კვარაცხელიას?რამდენს აგინებდნენ ყველა ქართველს?ის მაინც თუ გაგიგია,მართლაც მშვიდობიანი მომიტინგეები ცემით რომ ჩახოცეს და ზოგი,მაღაზიის სახურავებზეც კი შემოყარეს,დენმა დაარტყაო?ან იქნებ ის გაიხსენო,100 000 მშვიდობიანი მომიტინგე რომ დაარბიეს,ჩემით ჩაანგრიეს და რუსთაველიდან რიყემდე ცემა ტყეპით სდიეს,მერე კი,საბჭოთა კავშირში დიდი ოქტომბრის რევოლუციის 90 წლისთავზე,7 ნოემბერს,საუკეტესო საბჭოთა ტრადიციებით,ამ დამსჯელმა რაზმებმა,ბადრის რა,დედის ტ....ა სკანდირებით ჩაიარეს?მაგათ უნდათ ევროპა?არც ის დაივოწყო,რომ ძალიან მალე,ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს და მისი 12 მილიარდი ქონების უმეტესი ნაწილი,ისე გაწეწეს,ოჯახი მის კვალსაც ვეღარ პოულობს.მაგათ უნდა დავუჯეროთ,ევროპელობის სურვილი?ათიათასობოით ადამიანს წაართვეს ყველაფერი,ასობით ადამიანს სიცოცხლე და როცა ისინი სადღაც გეპატიჟებიან,გაფრთხილებთ,რომ ისინი გატყუებენ.მათ შორის მორაგბეებიც არიან.ატასნაირი ბრალი დაადეს ქოცებს,მაგრამ ვერც ერთი ფაქტი ვერდაუდეს, და მიუხედავას დ ამისა,იმდენს ყვირიან,ხალხს აჯერებენ,მართლები ვართო.გატყუებენ,ქვეყანას საფრთხეს უქმნიოან,თორემ ეს მთავრობაც რომ უვარგისია,ბევრი ვითომ პროევროპელისაგან განსხვავებით,არგუმენტირებულად ვიცი.პატარა ბიჭი აღარ ვარ და ძალიან კარგად ვიცი,რას წარმოადგენს რუსეთი,ისევე როგორც ევროპა და ამერიკა.ამიტომ კიდევ გეუბნებით.გატყუებენ!რუსთსაც,ევროპასაც და ამერიკასაც,თავისი ინტერესები აქვთ და თუ მას ჩვენი ხელით მიაღწევენ,რა თქმა უნდა იმ ძალას დაუჭერენ მხარს,ვინც ამას შეჰპირდება.ვინ ოხერს არ უნდა ევროკავშირი,მაგრამ იქ თუ მონასავით ყელზე თოკმობმული იქნები,რაში მჭირდება?ადრე რუსეთი მირტყავდა ქეჩოში,ახლა იქიდან რუსეთი მემუქრება და აქედან ევროპა თუ ამერიკა.ისინოი სათავისოდ ცდილობენ,ჩვენ?ჩვენც მათთვის რომ ვეცადოთ,ჩვენ რა დაგვემართება,ამაზე ვინ ფიქრობს?ამერიკელებმა იაპონიაში ორი ატომური ბომბი ჩააგდეს,ჩვენი არცერთი ჯარისკაცი რომ არ დაიღუპოსო.მართლაც არ დაღუპულა,იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა,მაგრამ ის ასობით ათასი მშვიდობიანი იაპონელი,ვინმეს ედარდებოდა?ამერიკელებს,ნამდვილად არ ედარდებოდათ.ჩვენზე რატომღა იდარდებენ?ეს ყველაზე ცხადი მაგალითია და ამიტომ ვთქვი,თორემ არც რუსეთი და არც ევროპა,სხვანაირად არ იქცევა.ახლად შექმნილ საქართველოს,სომხეთი რომ დაესხა თავს და ჩვენები კონტრ შეტევაზე გადავიდნენ,ინგლისელებმა არ შეგვაჩერეს?სწორედ ამ შეჩერების გამო,დღეს სომხეთის შემადგენლობაშია ლორე და ალავერდის საბადოები.ეს სამართლიანი იყო?არა,მაგრამ მათ თავისი ინტერესები ჰქონდათ და ჩვენ სულ ფეხებზე ვეკიდეთ.ასეა ყველგან და ყოველთვის.ჩვენ უნდა ვიფიქროთ,ჩვენ ქვეყანაზე,თორემ სხვა ისე ფიქრობს,როგორც მას აწყობს და შენ თუ საშუალება მიეცი,შენც გაიძულებს ისე მოიქცე,როგორც მას აწყობს.რაც 8-9 მარტს მოხდა,ეს საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული,ისევე,როგორც მათი მოწინააღმდეგეების მიერ ევროკავშირის დროშების დაწვა.ჩვენ გარშემო,ყველგან ცეცხლი გიზგიზებს და გარე ძალები ცდილობენ,აქაც როგორმე აანთონ კოცონი,თვითონ კი,ხელები მოითბონ.ჩვენზეა დამოკიდებული,მიაღწევენ თუ არა ისინი თავისთვის სასურველ მიზანს.ჩვენი მიზანი კი,უსისხლოდ,მშვიდობიანად გამოსვლა უნდა იყოს და რაც უფრო ერთ აზრზე ვიქნებით,მით მეტი შანსი გვექნება გადარჩენის.
maxo
კმაყოფილი მაღალი თანამდებობის პირის დემაგოგიური განცხადება
სოსოს
სოსო! როგორც ყოველთვის კარგი და ობიექტური შინაარსის კომენტარები გაქვს! აბსოლუტურად ყველა სიტყვაში გეთანხმები! სანაცეთი, სხვისკენ რო გაიშვერს ხელს, რატო ღმერთი არ გაიცინებს? მაგათი აგიტაცია-პროპაგანდა მიმართულია, ახალგაზრდების დამუშავებაზე, რომელთა ნაწილს ტვინები უკვე საკმაოდ გამოურეცხეს. ეხლანდელ თაობას, რომლებიც მაშინ დაბადებულებიც არ იყვნენ, უბრალოდ არ იციან, თუ რა სისხლიანი რეჟიმი მართავდა საქართველოს. ნაცების დაძახებაზე როგორ უნდა გახვიდე ნორმალური ადამიანი?! 9-ა აპრილს რო აპირებს ნაცების მთავარი მასხარა ხაბეიშვილი, ქართველებმა არ უნდა დავუშვათ მაგათი იქ მისვლა და შეკრება!
ნიკა
ისე ლაპარაკობს ტყემალაძე, თითქოს თავად არ იყოს მოსული (უფრო სწორად მოყვანილი) რაგბის კავშირის პრეზიდენტად, ბორჯღალოსნებზე ზეწოლის შედეგად...
ნიკო
ნეტა არ გენიოსობდე გლახუნა,საერთო მოტივი გასაგებია,მაგრამ ეს დასავლეთიც გრუს აგენტებით,ვაშაძე დიდი და პატარა,მიხუილას ბიძა კაგებე,ღრუსეთიდან დაფინანსებული ხოშტარია და ა.შ. ტიპებით რო გვტენის თავის აღვირახსნილ მიზნებს რა ვქნათ?!ორმაგი სტანდარტები?!დადგმული ომი(უამრავი პატრიოტი რო შეიწირა),ნაჩუქარი ტერიტორიები და ვითომ დალაგებული პოლიტიკური სივრცე,რუსეთი ცუდიას ძახილით ქვეყანას რა?!ქართველებზე კარგად არავინ იცის რუსეთი როგორი მტერია საქართველოსი,ტოტლებენიდან დაწყებული მათი ვერაგობა კარგად ვიცით,მაგრამ მაგ თქვენი 400 წლიან იმპერიასაც რო დედა აქვს უკვე აფეთქებული ვერ ხვდებით?!მთავარი მოთამაშე ჩინეთი რო ჯერ-ჯერობით ჩრდილშია ვერ იაზრებ?!ვისი მოკავშირეა კარგად იცი...ამერიკას პიზ დეცი აქვს დიდი ხანია და მარტო ჰიროსიმა/ნაგასაკის სასაკლაოსთვის მოეკითხება მალე...ჩვენ მათთვის არავინ ვართ,არც რუსეთისთვის ვართ არავინ,ორივეს ხელში იარაღად,ბუტაფორიად ვიქეცით და ერთმანეთს გვაჭმევინებენ....არა რუსეთს,არა დასავლეთს,გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქრთველოს...
Georgia forever
არ გაგაყიდინებთ.
გლახუნა
რაგბის წარმატება,ერის წარმატებაა,მით ერი ძალინ ამაყობს...მაგრამ ერს უპირატესად- წარმატებული სახელმწიფო ჭირდება და მისთვის სპორტული სამყაროც ვალდებულია ჩაერთოთ,თან აქტიურად... თორემ ჯერ- ODKB-ს ნაკრები,მერე -რუსეთის ნაკრებში თამაშს რომ გიბრძანებენ- მიგითითებენ,მერე ვის რას დააბრალებთ(?!), და მის საფრთხეს რომ დღესაც ვერ-არ ხედავთ,ეს უწიგნურობის ბრალია,ან ვაჭრებივით ვერაგობის და...
კახაბერი
დაანებე თავი მაგ რუსულ დაუსრულებელ- ანტი დასავლურ დემაგოგია-სიძულვილის პროპაგანდას უწიგნურების კიდევ უფრო გამოთაყვანება,დეზორიენტირება,მერე გამოყენებისათვის მომართულს...აბა მოიძიეთ- სახელმწიფო,არსი,ფუნქცია,განმარტება მაინც -როგორი არის(?!)! მერე -როგორ უნდა განვავითაროთ- განვამტკ6ცოთ სახელმწიფო,ან როგორ განვავითაროთ ეკო-კა,მით სახელმწიფოს თავდაცვა-უსაფთხოება, მით... ე.ი. როგორი მმართველობის პოლიტ-რი სისტემა ავითარებს-ამტკიცებს თანამედროვე ეპოქაში სახელმწიფოს,და რატომ(?!), ან როგორი ეკო-რი პოლიტ-კა,და რატომ(?!), ან... აშშ-დასავლეთი გვიზიარებს გამოცდილებას- როგორ შეიძლება წარმატებული სახელმწიფოს შექმნა,რეკომედაციებს + თანადგომა,მხარდაჭერას... აბა,თავი მაინც ასწიე მაღლა და კარგად-მუმოიხედე-რომელ ერებს აქვს წარმატებული სახელმწიფოები,და რატომ(?!) და რუსეთს-რა უნდა,და რატომ 250 წელიწადია- სრულად ახალგაზრდობამ ძალიან კარგად იცის- შეისწავლა და შესაბამისი დამოკიდებულებები გააჩნიათ!
გივი
აქ ლაპარაკია, რომ როგორმე მშვიდობა შევინარჩუნოთ, უძლიერესი ზეწოლის ქვეშ არის ქვეყანა და ყველანი ცოტათი მეტად ფზიხლად უნდა ვიყოთ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვზომოთ ჩვენ-ჩვენი სიტყვა აქაც და სხვაგანაც თქმული..
ციციკორე
ანუ რას წერთ, ხვალ რომ ბიძინას აღარ მოუნდეს რაგბის დაფინანსება, 90 იანი წლების დონეზე დავალთ?! ე.ი არ ყოფილა რაგბი ჩვენი თამაში-კონკრეტული, ერთი ადამიანის კეთილგანწყობაზე თუ არის დამოკიდებული. საერთოდ, თუ შეწყდება სპორტის სახეობების პოლიტიზირება და ხელისუფლებები დაანებებენ შიდა საქმეებში ცხვირის ჩაყოფას, კარგი იქნება.
გლახუნა
- ნუ ბჟუტურობ ნუ,უწიგნური რომ ხარ შენს ,,მსჯელობაში,,-ც კარგად ჩანს,აზზრზე არა ხარ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ისტორიის,ან რუსულ-მონღოლური ინპერიის ცხოველმყოფელობის არსის შესახებ,ან ... შეიძლება უფლება არა გაქვს საკუთარი აზრი დააფიქსირო და დემაგოგობ აქ(?!) რაგბისტი,ყველა სპორტსმენი ჯერ საკუთარი ერის შვილები არიან,სამოქალაქო საზოგადოების წევრები,საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეები და მისი ღირსება უნდა დაიცვან, მათ უნდა შეიქმნან წარმატებული სახელმწიფო,მუდმივ იბრძოლოს სახელმწიფოს განმტკიცება- განვითარებისათვის და მერე სპორტსმენები! თორემ ჯერ ODKB-ს ნაკრებისათვის მიუთითებენ,მერე რუსეთის,და მერე ძალიან გვიან იქნება. 1917-21 წლების ისტოროა მაინც წაიკითხეთ, რომ გაიგოთ დღეს-აც მანქურთები-რატომ ცდილობენ დასავლეთის მხარდაჭერის ჩამოცილებას ...1921 წელს ხომ-არ იმეორებენ რუსული ვერაგობა,ცბიერებით(?!). ვერც იმას , ღუნავთ,, რუსეთი -უკრაინას რატომ თხოვს ე.წ. ,,დემილიტარიზაცია,, (თავდაცვის სსმინისტროს ლიკვიდაცია)- ,,დენაციფიკაციას,, (რიგი სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმებას)(?!)-მეზობელი სახელმწიფოების ეტაპობრივი-ლიკვიდსციის ,,სტრა-ლი ინტერესი,, ხომ-არ გააჩნია(?!)- ახალი ე.წ.,,კავშირის,,შექმნის-,,მოდერნიზებული,, საბჭოთა რუსული იმპერიის(?!) და... შეგკრიბათ უწიგნურები,ხარბი ვაჭრები კრემლის გენერლების შუშის კოლბაში დამალულმა ,,ქველმოქმედმა,, და სახელმწიფოს ეტაპობრუმივი და მიზანმიმართული დაუსუსურება,გაძარცვა,დაკნინება, გაღატაკებით კატასტროფული ემიგრაციული გარემო რომ შექმნა-მოაზროვნე ახალგაზრდიბა ძალიან კარგად ხედავს! სწორად ხალგაზრდობა,სრულად სპორტული სამყარო აქტიურად უნდა ჩაებას-წარმატებული სახელმწიფოს შექმნისათვის,თორემ ის- სახელმწიფოს გვერდზე დარჩება,დროშაც,ჰიმნიც (როგორც 1921 წელს) და მისიებიც. შენ,და შენისთანები-აზზრზე არ მოხვალთ-ვალდებულებები გაქ ,,მოლიარდერ-ქველმოქმედი,,-ს,მაგ სისულებეებსაც უწიგნურობა გალაპარაკებთ,უახლესი ისტორიის არ ცოდნა,მაგრამ ახალგაზრდობას-ბიჭებს წარმატებული სახელმწიფო ჭირდებათ და-ნუ ებჟუტურები,ეცინიკოსები ვერაგი ვაჭარივით.
G.LA
სოსოს იქნებ სათაური მაინც წაიკითხო თუ სტატიის წაკითხვა გეზარება და მერი აფრქვიო აზრები? ტროლობა მეტი რამე კი არაა აზრის გადატანა გინდოდეს სისულელეზე. აქ სტატიაში მოწოდებაა შეწყდეს ''ბორჯღალოსნებზე'' ზეწოლა და იქნებ დაასახელო რომელ ''ბორჯღალოსანზეა'' ზეწოლა. პარლამენტარი აღარ ითვლება ''ბორჯღალოსნად'' ის ბატონი ''კანონებს გვიწერს'' DDD
zviadi
ამ ტიპმა თავის ოჯახს მიხედოს, რაგბისტი, სტუდენტი თუ მუშა ჯერ საქართველოს მოქალაქეა და მათთვის ესაა მნიშვნელოვანი, რატომ გგონიათ რომ მის ნათქვამზე უნდა იაროს
svani
შენ და კობიაშვილი მალე ჩაკიდებთ ხელს. გზა იცით ორივემ...

3 მიზანი ჩამომითვალე ამერიკას რა ცეკვა უნდა რომ ვიცეკვოთ და მე რუსულს ჩამოგითვლი 10 მიზანს თუ რა უნდა ჩვენგან! აქ რომ გაიძახი რა უნდა ამერიკას ჩვენგან?!
კ.მარქსი ფ.ენგელსი
ხო ჩვენ ხეები დავრგოთ და ჭკვიანად ვიყოთ და თქვენ ბიუჯეტს მოაჯექით და გააჭენეთ
სოსო
ვინც რაგბი დღევანდელ სიმაღლეზე აიყვანა,აუშენა სავარჯიშო ბაზები,აკადემიები და სტადიონები,იმათ აბრალებენ რაგბის დაქცევას ისინი,ვინც მხოლოდ თბილისში 11 სტადიონი დაანგრია და სპორტის აკადემია გაყიდა,ვინც ბათუმის სტადიონი დაანგრია,ისინი აგინებენ იმათ,ვინც ახალი სტადიონი აუშენა ბათუმს.თბილისს,ახალი სპორტის სასახლე,საციგურაო დარბაზი,უამრავი მუზეუმი, ეკლესია,კულტურის ცენტრი ააშენა,ან რეაბილიტაცია ჩაუტარა.ვინც გაყიდა დავით გარეჯი,აფხაზეთი და სამაჩაბლო,ვინც ზეიმობდა,მერე რა,173 სოფელი თუ ჩავაბარეთ რუსეთს და იქიდან მოსახლეონბა გჰამოყარეს,ეგ მხოლოდ ქვების გროვაა,სამაგიეროდ რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენითო.ეს ის ხალხია,ვინც ომში დაღუპული ჯარისკაცების,აგვისტოს ხვატში მზეზე დაყრილების,საფლავებისათვის მისაბარებლადაც კი არ შეიწუხა თავი და მთელ საქართველოში ზეიმობდა დამარცხებას.ეს ის ხალხია,ვისი თავდაცვის მინისტრიც,სიგარეტზე ეგზავნებოდა ხოლმე,ყოფილ პრეზიდენტს და 2012 წელს,მილიარდერად წავიდა,თანამდებობიდან.ან ვის უძახიან რუსეთუმეებს,როცა ყოფილი პტრზიდენტის ბიძა,უშუალოდ პუტინთან დაახლოებული პირი და იარაღით არალეგალური მოვაჭრე იყო,მისი რეფორმების და სახელმწიფო ქონების გაყიდვის განმგებელი,ბენდუქიძე,უშუალოდ პუტინის მოთხოვნით გამოგზავნილი,ყოფილ პრეზიდენტთან და რამდენიმე წლის შემდეგ,მათი პრეზიდენტობის კანდიდატი,ვაშაძე,რუსეთის მოქალაქე,რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნამუშევარი და მინისტრის მოადგილის ყოფილი სიძეა?ეგენი იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ?ჰკითხეთ აფხაზეთში პარტიზანული რაზმის,ტყის ძმების მეთაურ დავით შენგელიას,რა გაუკეთეს ნაცებმა და მათმა პრეზიდენტმა,ან გაიკითხეთ,რა ხდებოდა კოდორის ხეობაში და რატომ დაშალეს ხეობის დამცველი რაზმი "მონადირე",მერე კი,.მთელი შეიარაღება რუსებს დაუტოვეს და ტყვიის გაუსროლელად ჩააბარეს ხეობა.სხვა კი არაფერი გაუკეთებია,საბჭოთა კავშირის მოღალატე გენერალ ვლასოვს.ახალგაზრდებს მივმართავ:დაფიქრდით!გატყუებენ და როცა მიხვდებით რომ მოტყუვდით,მერე შეიძლება ძალიან გვიან იყოს.მაგათ შევარდნაძე მოატყუეს და თქვენი მოტყუება გაუჭირდებათ?ერთხელ უკვე დააყენეს მაგათ ახალგაზრდების სისხლის ტბები,საქართველოში და მეორედ თუ დაბრუნდნენ,მერე,ეს სისხლი,უკვე თქვენი სისხლი იქნება,თუმცა ვეღარაფერს გამოასწორებთ.
Semi
რატომ აიგივებთ ეს სპორცმენები თავს გმირებთან? ფული თქვენ არ გაკლიათ და მთავრობისგან პრივილეგიები, თამაშობთ ფულის გულისთვის ყველაფერზე მიდიხართ და თან გმირები გინდა გეძახონ? ჩემმა მეზობელმა რა თქვას ძმა და შვილი დამარხა ომში დაღუპული ობოლ შვილიშვილებს გაჭირვებით ზრდის და მხოლოდ 8 აგვისტოს თუ გადმოუგდებს მთავრობა 500 ლარს. მკვდრების საფლავებზე ყვავილები მიგაქვთ და გმირები ხართ? არცერთმა სპორცმენმა თავს გმირი არ უწოდოთ! თქვენ არც გაჭირვება იცით და არც სიცოცხლე გაგიღიათ !
საქართველო
მე ბიძინას დამცველად ვერ გამოვდგები, უბრალოდ სარაგბო წრეში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ,ყველა გიპასუხებთ,რომ არა ივანიშვილი საქართველოში რაგბი იქნებოდა იმავე დონეზე რაც 90-იანებში.არ მოედანი,არ ინფრასტრუქტურა,არც ფული
ლევანი
რა მნიშვნელობა აქვს, ვის დაკრულზე იცეკვებ? ამერიკელის თუ რუსის? თუ ამერიკული, ჯაზია, როკია, უფრო სვეცკურია, რუსული კი გოიმური ბალალაი არა? არც ართია შენი, და არც მეორე. ქართულს მიხედეთ, ერთმანეთის ჭამას, ის სჯობს. რას დაემსგავსეთ ხალხო? არც ერთი არ ვარგა, ვინც საქართველოს ინტერესს არ ემსახურება! როდის გავიგებთ ნეტა?
გია
ხომ ვიცით ვისი კაცი არის ეს "პრეზიდენტი", Xომ ვიცით ვის ემსახურება!
Giusha3232
მაგ სიმართლით იარე.შეცდომით დამეჭირა ლაიკზე.
G.LA
ძალიან სირცხვილია და მომაბეზრებელი სიცრუეში ცხოვრება. დაასახელეთ ვინ მორაგბეზეა ზეწოლა? რატომ ხართ სულ სიცრუეში ჩაფლული და ვითომ ვიღაცას ატყუებთ? რაგბისტი ვინ არის ის პარლამენტარი ჯერ ის და მერე ასე რომ დააჭერინეს ხელი პარლამენტში? გამოხტა აქ დამცველი. ხან რაგბისტებზე ზეწოლა გესიზმრებათ, ხან ფაშისტები და სატანები გარშემო. ქართველი ხალხი გებრძვით, ევროპა გებრძვით, ამერიკა გებრძვით....დაოკდით ტოვარიშ ქოცებო. ასე ესიზმრებათ რუსებს ყველა თავის მტრებად. რას დაემსგავსედ?
ტროლებს სიკვდილი
ახლავე თუ ვერ მიხვდებიან ვის მხარეს უნდა იდგნენ..მერე კაწარავას დაემგვანებიან.და ვირაცის დაკრულზე ითამაშებენ..და კიდევ როცა უყურებ ამათ განარჯვებებს და მერე ამ ხელისუფლების ვაი პატრიოტები ეტმასნებიან ეს მიურებელია. უნდა მოხდეს ამის განსაზრვრა. სენ ქვეყანასტვის თამასობ ტუ მედროვე ფულის მონებისტვის?
Guderian
მაგდენი რომ ესმოდეთ ქუჩებში კი არ ირბენდნენ...რაც უფრო მეტ ცნობილ ადამიანს ჩაითრევენ მით მეტი შანსი აქვთ არეულობისათვის, მაგისთვის უხდიან ფულს და მაგ ფულს გამომუშავება უნდა)))
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
ჯალაღონიას ლელო - "ბორჯღალოსნები" ირლანდიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდნენ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
ბოლო წუთებამდე ბრძოლაში - "ბორჯღალოსნები" "ჩიტასთან" დამარცხდნენ