2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში ისტორიულ მაქსიმუმს, მე-11 პოზიციას დაუბრუნდა, რომელსაც უკანასკნელად 2019 წლის სექტემბრის ბოლოს იკავებდნენ.

ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე პორტუგალია საქართველომ 38:11 დაამარცხა. მეტოქე 50-ე წუთამდე დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა, თუმცა "ბორჯღალოსნების" გამოცდილებამ და ძალამ თამაში ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა.

ამ გამარჯვებით საქართველომ ზედიზედ მე-6-ედ მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და გაიმეორა თავისივე მიღწევა (2011-16 წლებში); 2018 წლიდან დღემდე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდა; ტურნირზე მე-100 გამარჯვებით კი მსოფლიო რეიტინგში სამოას გადაასწრო და 76,23 ქულით მე-11 პოზიციაზე აღზევდა.

მოწინავე ათეულში შესვლამდე, რაც ქართული რაგბის გაცხადებული მიზანია, ერთი ხელის გაწვდენა რჩება. საქართველოს წინ იაპონიაა, რომელიც 1,16 სარეიტინგო ქულით გვისწრებს.

Rugby.ge

რამაზ
სოსო, საკამათოდ არა, მხოლოდ მოსაზრება - დღესდღეობით მსაჯობა ძლიერ გამკაცრებულია უხეშობის წინააღმდეგ და ტრამვას ვარჯიშზე უფრო ხშირად ღებულობენ ვიდრე თამაშში. ძალების დაზოგვასთან დაკავშირებით იაპონიასთან ბოლო თამაში (იაპონიაში 0:28 წავაგეთ 2018-ში) კოშმარულად მახსენდება, ბორჯღალოსნები ასეთი უსუსურები სხვა დროს არ მახსოვს და მატჩის მერე მილტონის კომენტარი თავისმართლებით: კოზირები არ გაგვიხსნია ჩვენი თამაში დავმალეთო. (დღევანდელი ჩემი გადასახედიდან მაგ თამაშისა და განსაკუთრებით შეფასებ-კომენტარის გამო მილტონი მაშინ-ვე იყო გასაშვები). შოტლანდიელები (და ყველა სხვა ძლიერი გუნდიც) დარწმუნებული ვარ ყველა (ნებისმიერ) თამაშზე მაქსიმალურ მობილიზაციას ცდილობენ - ეს წარმატების წინაპირობაა. რა თქმა უნდა როცა გადაბმული სატურნირო თამაშებია ძალები უნდა დაიზოგოს და ეს მწვრთნელების სტრატეგიაა, მაგრამ როცა მომდევნო თამაშამდე ორ კვირაზე მეტია, ძალების აღდგენის აღარანაირი პრობლემა არ რჩება. სწორედ ამიტომაც შოტლანდიასთანაც და იგივე ავსტრალიასთანაც, მსოფლიოზე პირველ თამაშში, უპრიანია გუნდი ბოლომდე დაიხარჯოს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადონ. ეს ჯამში გუნდის თამაშის დონის ერთერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.
სოსო
რამაზ,აშკარაა რომ რაგბი კარგად იცი და ძალიანაც გიყვარს.ორივე გამოხმაურებაზე მოწონება(ლაიქი) დავსვი,თუმცა ჩემს არგუმენტსაც გეტყვი.შოტლანდიასთან თამაში,უშუალოდ ჩემპიონატის დაწყების წინ გვაქვს და ამ თამაშში სერიოზული ტრავმის მიღება,შესაძლოა ვინმეს,ჩემპიონატში მონაწილეობის ვერ მიღებად დაუჯდეს.ეგეც არ იყოს,ნაკრები,უშუალოდ ჩემპიონატისთვის უნდა იყოს ფორმის პიკში და ამ თამაშსაც,სწორედ საამისოდ და თამაშში, დეტალების საბოლოო დახვეწისათვის გამოიყენებენ.სავარაუდოდ,იგივე ამოცანები ექნებათ შოტლანდიელებსაც.ასე რომ უმაღლეს დაძაბულობამდე,ამ თამაშს,არც ერთი მხარე არ მიიყვანს.უმაღლესი თავდადების გარეშე კი,შოტლანდიელების დამარცხება,გამოგვივა?მე არა მგონია.თავდადება,უკვე ჩემპიონატის თამაშებში იქნება საჭირო და ყველამ ვიცით,რომ არც ერთი ბორჯღალოსანი არაფერს დაზოგავს,იქ წარმატების მისაღწევად.ცდას,რა თქმა უნდა არც შოტლანდიასთან დააკლებენ,მაგრამ თუ გამოუვათ ხომ კარგი,თუ არა და ეს თვითმიზანი არ იქნება.რა ვიცი,მე ასე ვფიქრობ და მგონი სწორად ვფიქრობ.
რამაზ
რაც შეეხება ტრამვების შიშს, ეგრე შტატები მსოფლიოზე ვერ მოხვდა და ჩვენთან ბოლომდე დაიხარჯება ისე როგორც ჩვენ უნდა ბოლომდე დავიხარჯოთ როგორც შოტლანდიასთან, ასევე ორივე საშინაო თამაშში. შოტლანდიის მერე ფიზიკური აღდგენისთვის დრო საკმარისზე მეტიცაა. ნაკრების ყველა თამაშისადმი მიდგომა - "დღევანდელი თამაში უმნიშვნელოვანესია და ყველაფერი უნდა დაიდოს გამარჯვებისთვის" არის წინსვლის(გაზრდის) საფუძველი. განწყობა ასე უნდა იყოს და შედეგიც დაიდება, ისე როგორც იტალიასთან და უელსთან დაიდო. შეიძლება შოტლანდიასთან დავმარცხდეთ (ობიექტურად შევაფასოთ და შოტლანდია დღევანდელი მოცემულობებით ჩვენზე გაცილებით ძლიერად გამოიყურება), მაგრამ ჩვენ ჩვენი მაქსიმუმი უნდა შევეცადოთ და სწორედაც ასეთ მცდელობებით გავძლიერდებით
რამაზ
რუმინეთთან და შტატებთან სახლში მოგებით 0 ქულას შევიმატებთ ხოლო თუ ფეხი დაგვიცდა (15 და ნაკლები ქულით) წაგებისთვის 2.00 ჩამოგვეჭრება და სამოა-ფიჯი-იტალიას ჩავუშხუილებთ და 14 ადგილზე აღნოვჩნდებით. ასე რომ ამ გუნდებთან (დღევანდელი მოცემულობით) ჩვენთვის წაგება მიუღებელია. შოტლანდიასთან კი პირიქითაა - წაგებით 0.05 ან 0.07 ქულს დავკარგავთ (და 11 ადგილზე დავრჩებით), მოგების შემთხვევაში კი (მცირე სხვაობით, 1დან 15 მდე)1.95 ქულას შევიმატებთ და მე-9 ადგილზე იაპონიისა და უელსზე წინ აღმოვჩნდებით - ეს კი ქართული რაგბის კიდევ ერთი რაგბში დიდგორისდარი გამარჯვება იქნებოდა
სოსო
თუ ზაფხულის ტესტებში,სამივე მატჩში გავიმარჯვეთ,ალბათ ათეულშიც შევალთ,თუმცა შოტლანდიასთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა,ზედ მსოფლიოს დაწყების წინ,არა მგონია ჩვენს გეგმებში შედიოდეს.ძალიან დიდი იქნება ტრავმების რისკი და შოტლანდიაც ძალიან ძლიერია.აშშ და განსაკუთრებით რუმინეთი კი,ის გუნდებია,რომლებიც თბილისში უნდა დავამარცხოთ.რა თქმა უნდა სკოტებთანაც ვიბრძოლებთ,თუმცა ეს უფრო მოსამზადებელი და გასახურებელი მატჩი იქნება.მთავარია შევძლოთ და ისე ვითამაშოთ, ჯგუფიდან გავიდეთ.უძნელესია?რა თქმა უნდა,მაგრამ ბიჭები ამისთვის ემზადებოდნენ და რა თქმა უნდა ყველაფერს გაიღებენ,შედეგის მისაღწევად.
ირაკლი
გენაცვალეთ!! ლომებოო!!
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"კრისტალ პალასი" მატეტას შემცვლელს "ვულვზიდან" 50 მილიონ ევროდ იმატებს
მიხეილ ვართანოვმა საქართველოდან პირველმა მიიღო ფიბა-ს მსაჯთა ინსტრუქტორის ლიცენზია
[VIDEOS] ბითაძეს სათამაშო დრო აღარ ეძლევა, მამუკელაშვილის სამი დაფარება "ნიუ იორკ ნიქსთან"
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი გაირკვა. მეკარე ტრუბინმა კურტუას გაუტანა - "რეალი" რვა საუკეთესოს შორის ვერ მოხვდა
[VIDEO] ხვიჩამ საგოლე პასი გააკეთა და ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი და ვიტინიას ულამაზესი გოლი - პსჟ "ნიუკასლს" ამარცხებს
ლუის ენრიკემ "ნიუკასლთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"ჩელსიმ" სტერლინგი თავიდან მოიცილა
[VIDEO] ასლანი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა საფრანგეთთან მარცხით დაასრულა
მწვრთნელი დავითაშვილს დარჩენაში არწმუნებდა და თავად მიდის გუნდიდან
პსჟ შეიძლება ერთ-ერთი მთავარი ლიდერის გარეშე დარჩეს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს მოემსახურებიან
ბასილაშვილის პირველი გამარჯვება 2026 წელს - ნიკოლოზი ქიმპერის ჩელენჯერის 1/8 ფინალში გავიდა
"ბორნმუთმა" სემენიოს შემცვლელი ბრაზილიის ჩემპიონატიდან დაიმატა
ოფიციალურად: ტამი აბრაჰამი "ასტონ ვილაში" დაბრუნდა
ამ სეზონში უთამაშებელი სტერლინგი "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა
"იუვენტუსს" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნება სურს
"ლივერპულის" მეკარე კარიერას MLS-ში განაგრძობს
პსჟ-ისთან ერთად ლიგა 1-ის 5 გზის გამარჯვებული ინდონეზიურ კლუბში გადავიდა
ახალი კონტრაქტი ფერმინს - ლოპესს "ბარსელონაში" დარჩენა უნდა
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"ბორჯღალოსნები" | 9 პოტენციური დებიუტანტით რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?