საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში წინ წაიწია და ათეულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში ისტორიულ მაქსიმუმს, მე-11 პოზიციას დაუბრუნდა, რომელსაც უკანასკნელად 2019 წლის სექტემბრის ბოლოს იკავებდნენ.

ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე პორტუგალია საქართველომ 38:11 დაამარცხა. მეტოქე 50-ე წუთამდე დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა, თუმცა "ბორჯღალოსნების" გამოცდილებამ და ძალამ თამაში ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა.

ამ გამარჯვებით საქართველომ ზედიზედ მე-6-ედ მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და გაიმეორა თავისივე მიღწევა (2011-16 წლებში); 2018 წლიდან დღემდე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდა; ტურნირზე მე-100
გამარჯვებით კი მსოფლიო რეიტინგში სამოას გადაასწრო და 76,23 ქულით მე-11 პოზიციაზე აღზევდა.

მოწინავე ათეულში შესვლამდე, რაც ქართული რაგბის გაცხადებული მიზანია, ერთი ხელის გაწვდენა რჩება. საქართველოს წინ იაპონიაა, რომელიც 1,16 სარეიტინგო ქულით გვისწრებს.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
გენაცვალეთ!! ლომებოო!!
ირაკლი
18:41 21-03-2023
0
თუ ზაფხულის ტესტებში,სამივე მატჩში გავიმარჯვეთ,ალბათ ათეულშიც შევალთ,თუმცა შოტლანდიასთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა,ზედ მსოფლიოს დაწყების წინ,არა მგონია ჩვენს გეგმებში შედიოდეს.ძალიან დიდი იქნება ტრავმების რისკი და შოტლანდიაც ძალიან ძლიერია.აშშ და განსაკუთრებით რუმინეთი კი,ის გუნდებია,რომლებიც თბილისში უნდა დავამარცხოთ.რა თქმა უნდა სკოტებთანაც ვიბრძოლებთ,თუმცა ეს უფრო მოსამზადებელი და გასახურებელი მატჩი იქნება.მთავარია შევძლოთ და ისე ვითამაშოთ, ჯგუფიდან გავიდეთ.უძნელესია?რა თქმა უნდა,მაგრამ ბიჭები ამისთვის ემზადებოდნენ და რა თქმა უნდა ყველაფერს გაიღებენ,შედეგის მისაღწევად.
სოსო
20:00 21-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული