საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში წინ წაიწია და ათეულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფით დასრულების შემდეგ "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში ისტორიულ მაქსიმუმს, მე-11 პოზიციას დაუბრუნდა, რომელსაც უკანასკნელად 2019 წლის სექტემბრის ბოლოს იკავებდნენ.

ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე პორტუგალია საქართველომ 38:11 დაამარცხა. მეტოქე 50-ე წუთამდე დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა, თუმცა "ბორჯღალოსნების" გამოცდილებამ და ძალამ თამაში ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა.

ამ გამარჯვებით საქართველომ ზედიზედ მე-6-ედ მოიპოვა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული და გაიმეორა თავისივე მიღწევა (2011-16 წლებში); 2018 წლიდან დღემდე 29-მატჩიანი წაუგებელი სერია მოუგროვდა; ტურნირზე მე-100
გამარჯვებით კი მსოფლიო რეიტინგში სამოას გადაასწრო და 76,23 ქულით მე-11 პოზიციაზე აღზევდა.

მოწინავე ათეულში შესვლამდე, რაც ქართული რაგბის გაცხადებული მიზანია, ერთი ხელის გაწვდენა რჩება. საქართველოს წინ იაპონიაა, რომელიც 1,16 სარეიტინგო ქულით გვისწრებს.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
თუ ზაფხულის ტესტებში,სამივე მატჩში გავიმარჯვეთ,ალბათ ათეულშიც შევალთ,თუმცა შოტლანდიასთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა,ზედ მსოფლიოს დაწყების წინ,არა მგონია ჩვენს გეგმებში შედიოდეს.ძალიან დიდი იქნება ტრავმების რისკი და შოტლანდიაც ძალიან ძლიერია.აშშ და განსაკუთრებით რუმინეთი კი,ის გუნდებია,რომლებიც თბილისში უნდა დავამარცხოთ.რა თქმა უნდა სკოტებთანაც ვიბრძოლებთ,თუმცა ეს უფრო მოსამზადებელი და გასახურებელი მატჩი იქნება.მთავარია შევძლოთ და ისე ვითამაშოთ, ჯგუფიდან გავიდეთ.უძნელესია?რა თქმა უნდა,მაგრამ ბიჭები ამისთვის ემზადებოდნენ და რა თქმა უნდა ყველაფერს გაიღებენ,შედეგის მისაღწევად.
სოსო
21 მარტი 2023 20:00
0
სოსო, საკამათოდ არა, მხოლოდ მოსაზრება - დღესდღეობით მსაჯობა ძლიერ გამკაცრებულია უხეშობის წინააღმდეგ და ტრამვას ვარჯიშზე უფრო ხშირად ღებულობენ ვიდრე თამაშში. ძალების დაზოგვასთან დაკავშირებით იაპონიასთან ბოლო თამაში (იაპონიაში 0:28 წავაგეთ 2018-ში) კოშმარულად მახსენდება, ბორჯღალოსნები ასეთი უსუსურები სხვა დროს არ მახსოვს და მატჩის მერე მილტონის კომენტარი თავისმართლებით: კოზირები არ გაგვიხსნია ჩვენი თამაში დავმალეთო. (დღევანდელი ჩემი გადასახედიდან მაგ თამაშისა და განსაკუთრებით შეფასებ-კომენტარის გამო მილტონი მაშინ-ვე იყო გასაშვები). შოტლანდიელები (და ყველა სხვა ძლიერი გუნდიც) დარწმუნებული ვარ ყველა (ნებისმიერ) თამაშზე მაქსიმალურ მობილიზაციას ცდილობენ - ეს წარმატების წინაპირობაა. რა თქმა უნდა როცა გადაბმული სატურნირო თამაშებია ძალები უნდა დაიზოგოს და ეს მწვრთნელების სტრატეგიაა, მაგრამ როცა მომდევნო თამაშამდე ორ კვირაზე მეტია, ძალების აღდგენის აღარანაირი პრობლემა არ რჩება. სწორედ ამიტომაც შოტლანდიასთანაც და იგივე ავსტრალიასთანაც, მსოფლიოზე პირველ თამაშში, უპრიანია გუნდი ბოლომდე დაიხარჯოს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩადონ. ეს ჯამში გუნდის თამაშის დონის ერთერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.
რამაზ
26 მარტი 2023 17:57
0
რამაზ,აშკარაა რომ რაგბი კარგად იცი და ძალიანაც გიყვარს.ორივე გამოხმაურებაზე მოწონება(ლაიქი) დავსვი,თუმცა ჩემს არგუმენტსაც გეტყვი.შოტლანდიასთან თამაში,უშუალოდ ჩემპიონატის დაწყების წინ გვაქვს და ამ თამაშში სერიოზული ტრავმის მიღება,შესაძლოა ვინმეს,ჩემპიონატში მონაწილეობის ვერ მიღებად დაუჯდეს.ეგეც არ იყოს,ნაკრები,უშუალოდ ჩემპიონატისთვის უნდა იყოს ფორმის პიკში და ამ თამაშსაც,სწორედ საამისოდ და თამაშში, დეტალების საბოლოო დახვეწისათვის გამოიყენებენ.სავარაუდოდ,იგივე ამოცანები ექნებათ შოტლანდიელებსაც.ასე რომ უმაღლეს დაძაბულობამდე,ამ თამაშს,არც ერთი მხარე არ მიიყვანს.უმაღლესი თავდადების გარეშე კი,შოტლანდიელების დამარცხება,გამოგვივა?მე არა მგონია.თავდადება,უკვე ჩემპიონატის თამაშებში იქნება საჭირო და ყველამ ვიცით,რომ არც ერთი ბორჯღალოსანი არაფერს დაზოგავს,იქ წარმატების მისაღწევად.ცდას,რა თქმა უნდა არც შოტლანდიასთან დააკლებენ,მაგრამ თუ გამოუვათ ხომ კარგი,თუ არა და ეს თვითმიზანი არ იქნება.რა ვიცი,მე ასე ვფიქრობ და მგონი სწორად ვფიქრობ.
სოსო
22 მარტი 2023 13:12
0
ყველა გამოხმაურება
გენაცვალეთ!! ლომებოო!!
ირაკლი
21 მარტი 2023 18:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული