"ბორჯღალოსნები" | მზადების პირველი კვირა

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნებმა", რომელიც უკვე ერთი კვირაა 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის „შევარდენზე“ ემზადება, ქომაგებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართა.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომლებიც თამაშისთვისაა საჭირო:

„პირველმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომლებიც რაგბისთვისაა საჭირო. ესენია ტექნიკური უნარები, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ძალა, უნარები, რაქი, მოლი, შერკინება და ა.შ. ვარჯიშებში ყველა მოთამაშე 100%-ითაა ჩართული. გვყავს ლიმიტირებული მორაგბეები, რომელთაც თავიანთი დავალებები აქვთ და გეგმას მიჰყვებიან“.

პირველი სავარჯიშო კვირით კმაყოფილია გუნდის კაპიტანი მერაბ
შარიქაძე:

„მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგადაა დაგეგმილი. ფანტასტიკურ მდგომარეობაშია მოედანი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გუნდში ისეთი მუხტია, როგორიც მსოფლიო თასს შეესაბამება. ყველანი თავდაუზოგავად ვშრომობთ, რათა მსოფლიო თასს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ, ისეთში, როგორშიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ იცით ვინმემ სად არის და ნაკრებთან ერთად რატომ არ არის ლევან ჩილაჩავა
გორელი
19:30 30-06-2023
1
წაიკითხითხეთ რასაც დავწერ...არ დაბლოკოთ 2007 ბახტაძე ჩასვეს 18 წლამდელებში და ჩემი სიმაღლის არ ჩასვეს ..თან ბახტაძე შერმადინის ძმაკაცის შვილია და ასე.შემდეგ აბულაძე დეპუტატი დედა და მილიონები.და ასე შემდეგ.ბახტაძეს 16 ბი უწევდა. გაისად 18 და კიდო ერთი წლის მერე 18.
მიდგომა არის აბსოლუტურად ნეპოტიზმით.ხომ შეიძლებოდა 2005 ჩაესვათ ამ წელს ხომ 18 ბს ვეღარ ითამაშებ....სადაც გინდა შევხვდეთ და ვილაპარაკოდ
აბდულა
21:05 29-06-2023
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული