შოტლანდიამდე საქართველოს ნაკრებმა აშშ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე აშშ 22:7 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნები“, რომელსაც ტრავმამორჩენილი ნინიაშვილი დაუბრუნდა, სრულად დომინირებდა და იუბილარმა ტაბუძაძემ (დღეს 26 წლის გახდა) თავისი 29-ე სანაკრებო ლელოთი დააწინაურა, მატკავამ კი გარდასახვა ვერ გამოიყენა. მეორე ლელო ამერიკელებს მამუკაშვილმა აგორებული მოლის შედეგად დაუდო, ხოლო მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. თუმცა, მეტოქემ მალე ლელო-გარდასახვით ანგარიში შეამცირა. ბოლოს მაისაშვილის შეგირდებმა მოწინააღმდეგის მრავალფაზიანი შეტევა მოიგერიეს და პირველი ტაიმი 12:7 მოიგეს.

მეორე ტაიმი ნინიაშვილის ლელოთი და მატკავას გარდასახვით დაიწყო. მერე მატკვავამ საჯარიმოთი ანგარიში გაზარდა. ბოლოს მსაჯმა ამერიკელი მორაგბე
გაასინბინა, "ბორჯღალოსნებმა" ლელოს გატანის შანსი ხელიდან გაუშვეს და მატჩიც დასრულდა.

მსოფლიო თასამდე „ბორჯღალოსნები“ კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს - 26 აგვისტოს ედინბურგში შოტლანდიას დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო - აშშ 22:7

მკითხველის კომენტარები / 10 /
ლევანს, ნაკრების სამწვრთნელო მთელ შტაბს, მინდა ვთხოვო, რომ ყურადღებით წაიკითხონ(და არა გაითვალისწინონ) ყველა კრიტიკული კომენტარი რაც აქ იწერება, რადგან უმრავლესობა, რასაც ვწერთ, გვტკივა და ალალად განვიცდით და მაგიტომ ვწერთ... რადგან გვინდა ყველას იიიქ(დიდ ექვსეულში, ჩვენთან ერთად შვიდეულში), სადაც ჩვენი დამსახურებული ადგილია... ვეთანხმები მეგობრებს, შოტლანდიასთან გამოჩნდება რეალურად სად ვართ და რამდენად ადეკვატურია ჩვენი ამბიციები ვიყოთ ელიტაში ...
გიორგი-50
21 აგვისტო 2023 20:57
1
ყველა ლოგიკით შოტლანდიასთან უმძიმესი თამაში გველის, თანაც ესეთი ძლიერი ნაკრები დიდი ხანია არ ყოლიათ. ამხანაგურებზე ახალგაზრდებს უნა მიეცეთ ძირითადში თამაშის საშუალება, ნარიაშვილმა რუმინეთთან ბევრი ჯარიმა აიღო, კვესელაძემ მეტად მოუკლო და თან უთამაშებელია, ვერ ასწრებს მსოფლიოსთვის ფორმაში შესვლას და ჯიუტად ათამაშებენ, თოდუა სულ მონდომებულია მარა დროა ძირითადში სხვებიც მოინახონ.რმატება საქართველოს
rable
20 აგვისტო 2023 15:43
1
საშინელი თამაში იყო ამ
ამერიკის ნაკრებს უნდა ვუგრბდეთ50-60 ქულით, ერთი დაალაგებული კომბინქცია ვერ ვნახე მთელი თამაშის განმავლობაში. ამ თამაშით
მსოფლიოზე ძალიან გაგვიჭირდრბა. შოტლანდიასთან გამოჩნდება სად ვართ რეალურად.
123
20 აგვისტო 2023 01:12
27
123 აბუ შენ ხარ?
ადამიანი
21 აგვისტო 2023 01:52
0
საოცრებაა ამერიკის ასეთი ნაკრები რომ მსოფლებზე ვერ მოხვდა, თუმცა ჩვენთვის ძალიან სასარგებლო სპარინგი კი გამოვიდა!
Irakli
20 აგვისტო 2023 00:49
0
მოდებაძე და ნინიაშვილი საინტერესო იქნებოდა ერთად,
გია
19 აგვისტო 2023 23:30
2
სომხებთანაც დაგეგმეთ იგრა რა.მაგარი თამაში გამოვა. ბოლო 2 წელია სომხური რაგბი ვპროგრესე და საკარტველოსთან იგრა მაგრად დაგვეხმარებიდა.
Robert22
19 აგვისტო 2023 22:59
30
კი იტყოდნენ ძმაოჯან ჩემები ეგეთები არიან ეგ სისხლში გვაქვს :)
Robert22
20 აგვისტო 2023 08:54
0
სომხური სტატია იყო ქართულ რაგბიზე ადრე ინგლისურენოვანი სტატია სომეხის დაწერილი სადღაც და ასე ეწერა ნაციონალისტები არიან ქართველები და ეგ ეხმარებათ რაგბიში მაგრად მაგიტომ იქაჩებიანო ფაშისტები არიანო მოკლედ. განა ის რომ გმირები არიან გული ჯიგარი სამშობლოს სიყვარული თავდადება ეს ყველაფერი თურმე ქართული ნაციონალიზმი ყოფილა გესმით, არც ის მაგრები არიან მაგათი თამაშია ლელობურთიც ქონდათ არაფერი აი ნაციონალისტები არიან და ეგ ეხმარებათო.
tf
20 აგვისტო 2023 04:14
2
ძალიან ბევრი პინგპონგი იყო დღეს, ალბათ მწვრთნელის დავალების გამო. დაცვაში შესანიშნავად იდგა გუნდი, ერთადერთი შეცდომა დაუშვეს მთელი თამაშის განმავლობაში და რეალურად უშანსოდ წააგო ამერიკამ. თაფლაძე და მოდებაძე ძირითადის ხალხია აუცილებლად.
ალექს
19 აგვისტო 2023 21:03
3

სიახლეები პოპულარული