უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

მეტოქე დებიუტში ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს), რის შემდეგაც ლოჟანიძის მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში მატკავამ შეამცირა. თუმცა, მერე „კენგურუებმა“ სხვაობა ლელო-გარდასახვით და სამი საჯარიმოთი გაზარდეს. ავსტრალია აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 18 ქულით წინ ლოგიკურად გავიდა. პირველი ტაიმის დასასრულს მოდებაძე გაასინბინეს, მოწინააღმდეგეს პერსპექტიული შეტევისას ბურთი დაუვარდა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მეორე ტაიმი კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ლამაზი კომბინაცია ივანიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა. მატკავამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა. ამას ჩვენი
გუნდის კარგი შეტევა, ნინიაშვილის არაზუსტი პასი, ვიზავის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა - სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ჩვენმა გუნდმა თამაში დაალაგა და ინიციატივასაც დაეუფლა. აღსანიშნავია, ზედიზედ სამჯერ მოვუგეთ მეტოქეს მისივე დერეფანი, მაგრამ ცოტა ხანში მორიგი ლელო გაგვიტანეს. შემდეგ შესანიშნავი კომბინაციისას ტაბუცაძე ლელოსთან ახლოს იყო, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა გიგაშვილმა მე-80 წუთზე ლელო დადო. ერთი სიტყვით, მაისაშვილის შეგირდებმა შეხედრის მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს, თუმცა ძლიერ მეტოქესთან მარცხი განიცადეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს.

პარიზი.“ სტად დე ფრანსე“
ავსტრალია – საქართველო 35:15
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

მკითხველის კომენტარები / 75 /
ნინიაშვილზე ცუდი სიტყვა როგორ უნდა დაგცდეს, მგრამ რეები აკეთა დღეს, ამდენი შეცდომა რა ამბავია. ეტყონა ნერვიულობდა.
ირაკლი
09 სექტემბერი 2023 22:06
1
და რა აკეთა? ის რომ 22 ში იმათ აუტს გადაგვარჩინა? ხაზის გაჭრას რომ ცილობდა? თუ მაინცდამაინც იმ გარღვევაზე ბურთი რომ ამოაგდო ეგ დაგამახსოვრდა? ეგ ამოგდება ნინიაშვილის კი არა დანარჩენების ბრალი იყო - უკან რომ არავინ მიყვებოდა და ფეხბურთელებივით წინ რომ გაეხსნა ყველა. რომ არ ამოეგდო, შებოჭილი იყო და მაინც კარგავდა, ხოლო ნორმალურ გუდში 2 კაცი მინიმუმ უნდა ყოლოდა იმ ადგილას სადაც ბურთი გაუშვა.
???
09 სექტემბერი 2023 22:32
4
ნინიაშვილი ტრავმის შემდეგ ფორმაში ვერაა მთლად და გასაგებია, მაგრამ ხაზის გაჭრის შემდეგ პასი რატო არ გააკეთა თვითონაც ბრაზობს საკუთარ თავზე ალბათ..ლობჟანიძემ მესამე დონისდარი მორაგბის ჯარიმები აიღო -ბოლო ორი მითუფრო..
rable
09 სექტემბერი 2023 22:28
1
რაგბი ძალისმიერი მაგრამ, ტაქტიკური სპორტია. რა ტაქტიკაც დაუსახეს იმ ტაქტიკით ითამაშეს ბიჭებმაც და კი არ ითამაშეს იბრძოლეს. მჯერა უკეთესი ტაქტიკოსების ხელში აქვთ უნარი უკეთესი ხარისხი აითვისონ. მადლობა ბრძოლისთვის, მადლობა თავდადებისთვის, მადლობა ყოველი წვეთი ოფლისთვის და სისხლის ყოველი წვეთისთვოს. ბრძოლა წავაგეთ, ამ ომს (მსოფლიო ჩემპიონატი 2023) ვერ მოვიგებთ მაგრამ, სახელს დავტოვებთ ანგარიშგასაწევი ძალის, პროგრესირებადი გუნდის და თავაწეულები ვიბრძოლებთ. წარმატებები ბორჯღალოსნებს და ბევრი სიხარული მათ გულშემატკივარს.
გიგი
10 სექტემბერი 2023 01:00
2
გუნდმა აშკარად რომ მოუმატა თვალშისაცემია, მაგრამ შერკინება რასაც ქართული ერქვა დაიკარგა, გვიჭირს შეტევის დაგვირგვინება (ბერთის ხელიდან გავარდნა რამდენჯერ?)ტეკნიკური წუნები ბევრია და საწყისად რაქაობენ ძალიან შებოჭილები. საერთო ჯამში კარგია და დანარჩენს კი ვნახავთ. მაისასგან მაიც არ ველოდი ამდენს
suxumchanin
10 სექტემბერი 2023 10:12
4
აქ არავინ აკვირდება იმას, რომ ავსტრალიის საკმაოდ გონიერმა მწვრთნელმა, რომელიც მშვენივრად იცნობს ჩვენს თითოეულ მოთამაშეს , სპეციალურად არეული თამაში შემოგვთავაზა. ფეხს გამუდმებით და ძალიან ზუსტად გვირტყამდნენ ზურგში, რასაც ჩვენ ცუდად ვპასუხობდით. იყო შემთხვევები, როცა 50 მეტრიანი ზონიდან ჩვენს 22ში ვარდებოდა და ისე გადადიოდა. მაგ დროს იმათი დერეფანი ინიშნება. ამ ფეხის დარტყმით კიდევ სულ ადი-ჩამოდი კიდევ საკმაო ენერგიას მოითხოვს და სწორედ ამით ისარგებლა. ღია თამაშში არ შემოვიდა, რომ დიდი ენერგია არ დაეხარჯათ. ზოგადად ბევრად ძლიერი გუნდი რომ არის და მისი დამარცხება ჯერ არ შეგვიძლია, ფაქტია. ერთადერთი ის იყო, რომ შეიძლებოდა უფრო ნაკლები სხვაობით წაგვეგო ,ორი ლელო ჩვენით არ გვეჩუქებინა და აქეთ გაგვეტანა. მეტი არაფერი
: )))))))
10 სექტემბერი 2023 01:25
4
რამდენი ანლაიქია - არავინ იცით მათემატიკა? ))
ვვვ
10 სექტემბერი 2023 14:54
0
ორი ლელო რომ არ გვეჩუქებინა და აქეთ გაგვეტანა, 29 : 21 -ს მოვუგებდით, ძმა )) გარდასახვებით, რა თქმა უნდა ;)
ვვვ
10 სექტემბერი 2023 10:46
6
ყველა გამოხმაურება
შესაძლოა, რაგბში ედი ჯონსის დონეზე ვერ ვერკვეოდე, მაგრამ ვინც ნინიაშვილს შეაჯექით და წაგებასც კი მას აბრალებთ, რაგბის ცქერით, ჩვენი კომენტატორების არ იყოს, თავებს ნუღარ დაიტანჯავთ... ყველაფერს ერთ კომენტარში ვერ ავხსნი, არც აქვს აზრი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის მომენტი თავად შექმნა და თავადვე გააცუდა, საპირისპირო ლელო კი არა იმდენად მისმა შეცდომამ გამოიწვია, რამდენადაც იმან, რომ ნინიაშვილს ზურგს რამდენიმე ოზი "უმაგრებდა" და არც ერთი ქართველი...
ვოოტ
09 სექტემბერი 2023 23:22
7
ბოდიში მეგობარო, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო როცა 3 კაცი მიყვებოდა.. ნამდვილა მან შექმა ეს მომემტი, დააგვიანა პასი და ლელო მივიღეთ აქეთ. არ არის ეს რთული დასანახი, ასეთ დროს იტალიასთან 2 -ჯერ პასი გააკეთა და ამით მოვოგეთ ეგ თამაში. ნინიაშვილი სუპერ ბიჭია, ეს თამაში მაგრა ჩააგდო. თავის სახელი დავარქვათ ყველაფერს.

პატივისცემით
ზაზა
10 სექტემბერი 2023 01:01
1
ერთი უკიდურესობიდან მეორეში ნუ გადავიჭრებით, არც ყველაფრის დაბრალება ვარგა ერთ კაცზე (ნინიაშვილი) და არც მის დასაცავად სხვებზე გადაბრალება...
დათო
10 სექტემბერი 2023 00:20
1
პირველი ტაიმის სინდრომი ვერ მოვიშორეთ ტიერ-1 გუნდებთან , გვიჭირს თამაშის თავიდანვე ორგანიზება . ამას თავისი მიზეზები აქვს . 1 ის რომ რა თქმა უნდა ისინი თავიდანვე ცდილობენ გაგტეხონ და ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვონ . 2 ჩვენ უნდა დავივიწყოთ რომ მეორე ეშელონის გუნდათ გვთვლიან , განწყობა და ცოტა სპორტული სითავხედეც გვჭირდება . მაგის მაგალითი იყო გუშინ საფრანგეთი , რომელმაც თამაშით შეჭამა ზელანდია . იგივე მიზეზით აგებს არგენტინა კაცნაკლულ ინგლისთან უშანსოთ , ინგლისელებს სახეზე ეტყობათ რომ რკინას ღეჭავენ . ნინიაშვილს რაც შეეხება , როგორ უნდა თქვა მასზე აუგი , ბურთით ყველაზე მეტი ითამაშა , ვერ მოასწრო ტრავმის მერე ფორმაში შესვლა . ერთადერთი რომ დაენახა ტაბუცაძე და მისკენ პასი გაეკეთებინა , 100% ლელო იყო . არაუშავს , ეგეც გამოცდილებაა და ფაქტია მეორე ტაიმში არაფერი დავუთმეთ ავსტრალიას . უელსს უნდა მოვუგოთ ყოველმიზეზგარეშე . წარმატებები ქართველ ლომებს , მთელი საქართველო თქვენთანაა .
ATP 16
10 სექტემბერი 2023 01:06
2
შოტლანდიასთან პირველი ტაიმი იყო დაზვერვითი მათი მხრიდან , რადგან ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იყო , თანაც ამხანაგური . მეორე ტაიმში კი რაც მოხდა ვნახეთ , იმიტომ რომ სისწრაფე გაზარდა შოტლანდიამ და შეცდომებსაც ვუმატეთ . ეს გასავლელი ეტაპია , ვერ გახდები პირდაპირ ტიერ-1 , უნდა ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვიდე იქამდე და შეითვისო ის უნარები და თავდაჯერება , რაც მათ აქვთ . როგორც ჩვენ ვდომინირებთ მეორე ეშელონის გუნდებზე , მასეთივე თავდაჯერებით როცა გავალთ ტიერ-1 გუნდებთანაც , აი მერე სულ სხვა თამაში იქნება . სასაყვედურო მე პირადად რაგბთან არაფერი არ მაქვს , იციან რასაც აკეთებენ და საით მიდიან .
ATP 16
10 სექტემბერი 2023 12:19
1
მართალს ამბობ,თავდაჯერება არ გვაქვს,მათთან.20 წლამდელებში ინგლისელებთან,პირველი თამაში იმიტომ წავაგეთ,რომ გამარჯვების არ გვჯეროდა და როცა იგრძნეს,შესაძლებლობა,აღელდნენ.განმეორებით თამაშში,ეს შიში უკვე აღარ ჰქონდათ დამოვუგეთ.მსოფლიოს პირველობაზეც აფრიკასთან გამარჯვვების შესაძლებლობის რეალობა იგრძნეს და მიტომ აირივნენ.მეორედაც რომ ეთამაშათ,მათაც დაამარცხებდნენ.აქაც ასეა,გრანდებს ვებრძვით,მაგრამ არ გვჯერა,რომ მათი ტოლ სწორები ვართ.ამიტომ,არდამარცხებისათვის მზად ვართ,საბრძოლველად,მაგრამ არა მათ დასამარცხებლად.ფიჯიმ დაამტკიცა,რომ ბოლომდე ბრძოლით,უიმედო სიტუაციიდან გამოსვლაც შეიძლება,აი ჩვენ კი,ჯერ ასეთი ძლიერი მენტალიტეტი არ გვაქვს.თუმცა ისინი ხომ ფიჯელები არიან,მოსახლეობიდან ყოველი მეათე რაგბის რომ თამაშობს და ტოპ ნაკრებებთანაც სისტემატურად თამაშობენ.თუ სისტემატურად გვეთამაშნენ,ეგ დღეც მალე მოვა,როცა მათი შიში გაგვიქრება და მხოლოდ პატივისცემა დარჩება.ტყუილად არ უთქვამთ,დაღირებას,დარტყმა სჯობიაო.ბიჭობა ყველას გამოგვივლია და ალბათ ყველას გამოუცდია, ჩხუბის დაწყებამდე შიშის გრძნობა,რომელიც პირველივე დარტყმის შემდეგ ქრება და მერე, უკვე აზარტი მოდის.
სოსო
11 სექტემბერი 2023 20:46
0
ყველა გამოხმაურება
რამდენი სისხლი ჩააქციეს ბიჭებმა ნახეთ ? ფეხბურთელებს ვეკითხები.
გაგი
09 სექტემბერი 2023 22:55
2
ეჰ ნინის მომენტში არ გაგვეშვა და ტაბუს დაედო უფრო საბრძოლო ანგარიში იქნებოდა ბოლო წუთებზე... კლასმა თავისი გაიტანა.. არაუშავს ზოგ-ზოგიერთი სპორტისგან განსხვავებით მორაგბეებმა ბოლო წუთამდე ბრძოლა მაინც იციან ... გმადლობთ ბიჭებო...
912
09 სექტემბერი 2023 22:19
3
რა გინდა თქვა,რომ წინა მსოფლიოზე რომ ფიჯისთან 45-10 წავაგეთ,იქ მაგრად და ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა?!ყველას აქვს ცუდი თამაში,ცუდი დღე,ცუდი ფორმა და ცუდი პერიოდი(ვინც სპორტსმენია და სპორტშია ყველა მიხვდება,არის დღეები როდესაც ყველაფერი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ ხდება),ამიტომ არაა ირონია საჭირო და სპორტის და სპორტსმენების ერთმანეთზე გადაკიდება, ყველა ერთს საქმეს,საქართველოს ემსახურება და გაჭირვების დროს გვერდში დგომაა საჭირო
საქართველო
09 სექტემბერი 2023 22:43
7
1) ნინიაშვილი ამ თამაშით, პირველი ტაიმის მერე უნდა შეცვლილიყო.
2) გიგაშვილს უნდა დაეწყო თავიდანვე.
3) 11 ნომერზე თოდუა უნდა მდგარიყო.
4) კვესელაძე შეცვლაზეც არ უნდა ყოფილიყო.

ეს იქნებოდა მინიმუმ 10-15 ქულა
გულ-შემატკივარი
09 სექტემბერი 2023 22:34
8
ყველას დიდი მადლობა, ბიჭებსაც მწთვნელებსაც , მაგრამ მწვრთნელია ახალი საჭიროო უფრო მაღალი კლასის ხელით თამაში და ტაქტიკა სხვა დონეზე რო აწიო და გეფიცები ბიჭებს შეუძლიათ და შეასრულებენ კიდეც. აი ეხლა ეხი ჯონსი ან მაღალი კლასის სხვა ტრენერი რო ყოფილიყო( მაისაშვილს არ ვაკნინებ პირიქით მადლობა) გეფიცები რო ამ ავსტრალიას მოუგებდით დაიჯერეთ სხვა ლეველზეა საჭირო გადასვლა. ხელით როგორც გადავდიოდით თამაშზე სულ გაუჭირდა ავსტრალიას ხო მახეთ არა
ვალკა
09 სექტემბერი 2023 22:21
2
ამდენი უპატიებელი,უპასუხისმგებლო შეცდომების დაშვება რა უბედურებაა! 2 ლელო ზუსტად ამ ტექნიკური წუნის გამო ვერ დავდევით. კაი ვხედავტ რომ ავსტრალიაა და სათამაშო კლასით, ფიზიკური კონდიციებით, სისწრაფით, მოქნილობითა და პასის კულტურით აშკარად გვჯობნის.მაგრამ რაღაც რგოლში ხომ უნდა აჯობო მეტოქეს.შერკინებაც დასუსტდა.ერთი ეგ გვქონდა ძლიერი.
KOSTAKURTA
10 სექტემბერი 2023 01:03
8

სიახლეები პოპულარული