უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

მეტოქე დებიუტში ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს), რის შემდეგაც ლოჟანიძის მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში მატკავამ შეამცირა. თუმცა, მერე „კენგურუებმა“ სხვაობა ლელო-გარდასახვით და სამი საჯარიმოთი გაზარდეს. ავსტრალია აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 18 ქულით წინ ლოგიკურად გავიდა. პირველი ტაიმის დასასრულს მოდებაძე გაასინბინეს, მოწინააღმდეგეს პერსპექტიული შეტევისას ბურთი დაუვარდა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მეორე ტაიმი კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ლამაზი კომბინაცია ივანიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა. მატკავამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა. ამას ჩვენი
გუნდის კარგი შეტევა, ნინიაშვილის არაზუსტი პასი, ვიზავის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა - სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ჩვენმა გუნდმა თამაში დაალაგა და ინიციატივასაც დაეუფლა. აღსანიშნავია, ზედიზედ სამჯერ მოვუგეთ მეტოქეს მისივე დერეფანი, მაგრამ ცოტა ხანში მორიგი ლელო გაგვიტანეს. შემდეგ შესანიშნავი კომბინაციისას ტაბუცაძე ლელოსთან ახლოს იყო, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა გიგაშვილმა მე-80 წუთზე ლელო დადო. ერთი სიტყვით, მაისაშვილის შეგირდებმა შეხედრის მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს, თუმცა ძლიერ მეტოქესთან მარცხი განიცადეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს.

პარიზი.“ სტად დე ფრანსე“
ავსტრალია – საქართველო 35:15
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

მკითხველის კომენტარები / 75 /
მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის. მოგებას ვერ ვიტყვი, მარა იყო მომენტი შეცდომა რომ არ დავძაბავდით თამაშს. მეორე ტაიმში თითქმის არაფერი დაუთმეთ. გამახარა აუტების გაუმჯობესაბამ და იქით მოუგეთ ავსტარლიას აუტები რამოდენიმეჯერ. მართალი ვთქვა ასე გარდაქმნას აუტებში არ მოველოდი შოტლანდიის შემდეგ. წარმატება ბიჭებს.
G.LA
09 სექტემბერი 2023 22:53
1
ლობჟანიძეს აშკარად ჯობს აფრასიძე უფრო სწრაფად გამოაქვს ხაზზე ბურთი და გამუდმებით უაზროდ ფეხით არ წევს და არ აბარებს მოწინააღმდეგეს რით ვერ დაღვინდა, ავსტრალიას პინ პონგს არ უნდა ეთამაშებოდე რაც შეიძლება დიდხანს უნდა დაუმალო ბურთი რომ ნაკლები რაოდენობით შემოგიტიოს დავიჯერო შეტევაში უფრო დამღლელია თამაში ვიდრე დაცვაში თავების და გვერდების ჩეჩქვა? შეინახე რაა და ადრე თუ გვიან ხაზიც გაიჭრება, ლობჟანიძე მოძველებული სტილის რაგბს თამაშობს
გოგა
09 სექტემბერი 2023 22:52
4
1) ნინიაშვილი ამ თამაშით, პირველი ტაიმის მერე უნდა შეცვლილიყო.
2) გიგაშვილს უნდა დაეწყო თავიდანვე.
3) 11 ნომერზე თოდუა უნდა მდგარიყო.
4) კვესელაძე შეცვლაზეც არ უნდა ყოფილიყო.

ეს იქნებოდა მინიმუმ 10-15 ქულა
გულ-შემატკივარი
09 სექტემბერი 2023 22:34
8
სამწუხაროდ, ნინიაშვილის შეცდომის შემდეგ წავაგეთ, თორემ ვინ იცის რა მოხდებოდა. ყოჩაღ ბიჭებსა და მაისაშვილს როგორც ყოველთვის. ესენი ბრძოლობენ, სისხლიანდებიან სხვა პიჟონებისგან განსხვავებით..........
სიმართლე
09 სექტემბერი 2023 22:32
17
არა მარტო ნინიაშვილმა.სხვა გამოცდილმა მორაგბეებმაც ბავშვური თამაში აჩვენეს.გეგონება,ჩვენი ბურთით მოთამაშე გუნდები წინასწარ იპროგრამებენ წაგებას
თამაზი
09 სექტემბერი 2023 22:31
5
არა უშავს, ერთ ათ წელიწადში ვისწავლით აუტის მოწოდებას, ოც წელიწადში პასების კეთებას და მერე ან ვირი მოკვდება და ან ვირის პატრონი. მაისაშვილო, მალე წახვალ? მართლა დაგვტანჯე, რით ვეღარ გაიგე? ზუროს, სანიოლ, მაისაშბვილო, მისჯილი გვაქვს თქვენი და თქვენი ფედერაციების ყურება?
უშანგი დარტანიანი
09 სექტემბერი 2023 22:30
27
სამწუხაროდ ნინიაშვილმა გარდამტეხი მომენტი უკუგარდატეხა. ის საკმაოდ გამოცდილია უკვე რომ ასეთი შეცდომა არ დაეშვა. იმ მომენტისთვის ავსტრალია მოშლილი იყო და ასე ახლოს ვიყავით ისტორიულ გამარჯვებასთან
rigiti
09 სექტემბერი 2023 22:29
12
ძალიან ხშირად მეორდება: თითქოს და აი, გარდატეხა იწყება, ინიციატივას ხელში ვიღებთ და აქ, სრულიად არაპროვოცირებულად, საშინელი შეცდომა მოგვდის. ნინიაშვილი ამისთვის საჯაროდ ბოდიშს თუ მოიხდის, ძალიან კარგს იზამს. მარცხი სამარცხვინო არ იყო, მაგრამ სიმპტომური კი. კიდევ ერთი სიმპტომი: ბრძოლას მაშინ ვიწყებთ, როცა უმცირესობაში ვრჩებით. ანუ კრიზისში თვითგადარჩენის რეფლექსი გმირობისკენ გვიბიძგებს. უფრო სტაბილური აგრესიაა საჭირო. ვნახოთ, მგონი სულმთლად უიმედოდ არ უნდა ვიყოთ.
ელიასი
09 სექტემბერი 2023 22:27
10
ნინიას საბოდიშო არაფერი აქვს. მიმყოლი არავინ იყო ახლოს.
გიორგი
10 სექტემბერი 2023 17:57
0
სანამ ბოლომდე არ გაისწორებს მაისაშვილი თავის მუღამს მანამდე არ ვუშვებთ?
ჩელენჯერი
09 სექტემბერი 2023 22:26
23
ყველას დიდი მადლობა, ბიჭებსაც მწთვნელებსაც , მაგრამ მწვრთნელია ახალი საჭიროო უფრო მაღალი კლასის ხელით თამაში და ტაქტიკა სხვა დონეზე რო აწიო და გეფიცები ბიჭებს შეუძლიათ და შეასრულებენ კიდეც. აი ეხლა ეხი ჯონსი ან მაღალი კლასის სხვა ტრენერი რო ყოფილიყო( მაისაშვილს არ ვაკნინებ პირიქით მადლობა) გეფიცები რო ამ ავსტრალიას მოუგებდით დაიჯერეთ სხვა ლეველზეა საჭირო გადასვლა. ხელით როგორც გადავდიოდით თამაშზე სულ გაუჭირდა ავსტრალიას ხო მახეთ არა
ვალკა
09 სექტემბერი 2023 22:21
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული