უკეთესი მეორე ტაიმი და ორი ლელო - საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო თასის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდა.

მეტოქე დებიუტში ლელოთი დაწინაურდა (გარდასახვა ვერ გამოიყენეს), რის შემდეგაც ლოჟანიძის მოპოვებული საჯარიმოდან ანგარიში მატკავამ შეამცირა. თუმცა, მერე „კენგურუებმა“ სხვაობა ლელო-გარდასახვით და სამი საჯარიმოთი გაზარდეს. ავსტრალია აშკარად უკეთ გამოიყურებოდა და 18 ქულით წინ ლოგიკურად გავიდა. პირველი ტაიმის დასასრულს მოდებაძე გაასინბინეს, მოწინააღმდეგეს პერსპექტიული შეტევისას ბურთი დაუვარდა და მსაჯმა გუნდები შესვენებაზე გაიხმო.

მეორე ტაიმი კაცნაკლულმა საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და ლამაზი კომბინაცია ივანიშვილის ლელოთი დაგვირგვინდა. მატკავამ კი რთული პოზიციიდან გარდასახვა ვერ გამოიყენა. ამას ჩვენი
გუნდის კარგი შეტევა, ნინიაშვილის არაზუსტი პასი, ვიზავის სწრაფი კონტრიერიში და ლელო მოჰყვა - სამწუხაროდ, იმ დროს, როდესაც ჩვენმა გუნდმა თამაში დაალაგა და ინიციატივასაც დაეუფლა. აღსანიშნავია, ზედიზედ სამჯერ მოვუგეთ მეტოქეს მისივე დერეფანი, მაგრამ ცოტა ხანში მორიგი ლელო გაგვიტანეს. შემდეგ შესანიშნავი კომბინაციისას ტაბუცაძე ლელოსთან ახლოს იყო, თუმცა შანსი ხელიდან გაუშვა. სამაგიეროდ შეცვლაზე შესულმა გიგაშვილმა მე-80 წუთზე ლელო დადო. ერთი სიტყვით, მაისაშვილის შეგირდებმა შეხედრის მეორე ნახევარი უკეთ ჩაატარეს, თუმცა ძლიერ მეტოქესთან მარცხი განიცადეს.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 23 სექტემბერს პორტუგალიასთან გამართავს.

პარიზი.“ სტად დე ფრანსე“
ავსტრალია – საქართველო 35:15
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

მკითხველის კომენტარები / 75 /
ეს თქობა ამ მწვრთნელის ხელში ცოდოა. ყოჩაღ ბიჭებს
123
09 სექტემბერი 2023 22:21
11
ეჰ ნინის მომენტში არ გაგვეშვა და ტაბუს დაედო უფრო საბრძოლო ანგარიში იქნებოდა ბოლო წუთებზე... კლასმა თავისი გაიტანა.. არაუშავს ზოგ-ზოგიერთი სპორტისგან განსხვავებით მორაგბეებმა ბოლო წუთამდე ბრძოლა მაინც იციან ... გმადლობთ ბიჭებო...
912
09 სექტემბერი 2023 22:19
3
რა გინდა თქვა,რომ წინა მსოფლიოზე რომ ფიჯისთან 45-10 წავაგეთ,იქ მაგრად და ბოლომდე იბრძოლეს ბიჭებმა?!ყველას აქვს ცუდი თამაში,ცუდი დღე,ცუდი ფორმა და ცუდი პერიოდი(ვინც სპორტსმენია და სპორტშია ყველა მიხვდება,არის დღეები როდესაც ყველაფერი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ ხდება),ამიტომ არაა ირონია საჭირო და სპორტის და სპორტსმენების ერთმანეთზე გადაკიდება, ყველა ერთს საქმეს,საქართველოს ემსახურება და გაჭირვების დროს გვერდში დგომაა საჭირო
საქართველო
09 სექტემბერი 2023 22:43
7
ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს ორი ლელო ავსტრალიას ხუმრობა არაა თან ნერვიულობის გამო კიდევ ორი ლელო გავაცუდეთ ...ეხლა ფეხბურთელებს მინდა უთხრა უყურეთ ჩვენების რაგბის თამაშს და რამდენ სისხლს აქცევენ თამშში .
რატი
09 სექტემბერი 2023 22:18
2
ნერვიულობა კი არა, ფორმაში არ არი და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ეს ტესტ-მატჩებშიც ჩანდა, განსაკუთრებით ფეხით თამაშში ეშლება. ამ დონეზე ასე არ თამაშობენ.
გიორგი
09 სექტემბერი 2023 22:17
4
სამწუხაროდ, პირველ ტაიმში დაშვებულმა შეცდომემბა წაგვაგებინა, ალბათ გამოუცდელეობის ბრალია... მაინც მაგარი თამაში იყო, ყოჩაღ ბიჭებს!!! დარმწუნებული ვარ შემდეგ თამაშებში უკეთესად ვითამაშებთ!!!
ზაალი
09 სექტემბერი 2023 22:17
2
დანა პირს არ მიხსნის.. ნინიაშვილმა ვისგანაც ყველაზე მეტად ველოდით ხეირიანს სწორედ მან ითამაშა გადამწყვეტი როლი ამ თამაშის წაგებაში,არადა ნამდვილად შეიძლებოდა თუნდაც ბონუს ქულაზე ფიქრი. ის შეტევა წესით ლელოთი უნდა დაგვესრულებინა, 6 ქულამდე შეგვემცირებინა სხვაობა და რა გააკეთა საერთოდ, ჭ კლასი არ იზამდა ამას.. ბოლო ლელოც მის სისულელეებს მოყვა და პირველი ტაიმიც სისულელეების მეტი არაფერი უკეთებია.. გაოგნებული ვარ,რა დაემართა ამ ბიჭს??!! ძალიან მწარედ არის გასაკრიტიკებელი ასეთი ყოვლად უპასუხისმგებლო თამაშის გამო.. ტაბუცასაც ორი კარგი სალელოვე შანსი ქონდა და როგორც წესი ასეთ დროს გაცილებით უკეთესად მოქმედებს ხოლმე, კვესოსაც მშვენიერი შანსი ქონდა. ბიჭებს საბოლოო ჯამში მადლობა ბრძოლისთვის და მონდომებისთვის, მეორე ტაიმი ძალიან იმედისმომცემი იყო. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ავსტრალიას დერეფანში ვაჯობებდით. შერკინებას რაც შეეხება პირველ ორ-სამ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით,როცა მაგრად მოგვაწვნენ,დავუდეგით და ვეღარ დაგვჩაგრეს. ერთი სიტყვით, შემდეგი თამაშებისთვის გვჭირდება უკეთესი და უფრო აგრესიული დაცვა, დისციპლინა განსაკუთრებით ოფსაიდის, ბევრად ნაკლები პინგპონგი.
ალექს
09 სექტემბერი 2023 22:15
5
პირველრიგში ფსიქოლოგიურად უნდა მოამზადო გუნდი
რაგბი
09 სექტემბერი 2023 22:14
1
ჩვენივე შეცდომებით უფრო წავაგეთ, ვინემ ავსტრალიელთა კარგი თამაშის გამო, თუ ამ შეცდომებს ავღმოფხვრით უელსათან და ფიჟისთანაც ვიბრძოლებთ, პორტუგალიაზე არაფერს ვამბობ.
რრრ
09 სექტემბერი 2023 22:13
1
აშკარად ჩანს რომ გუნდი არ არის შესაბამის კონდიციებში. მაისაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ უსუსტესი მწვრთნელია. არასწორი შემადგენლობა დააყენა. არ არიან ფორმაში გორგაძე, ნინიაშვილი, მოდებაძემ საერთოდ ჩააგდო თამაში. იმედია პორტუგალიასთან მოვიგებთ, ალბათ ამისათვის შეინახეს თავი
დათო
09 სექტემბერი 2023 22:11
14
საამაყო ბიჭები გვყავს და საერთოდ რაგბი ერთადერთი სპორტია მიუხედავად შედეგისა შეიძლება სინანული იგრძნო მაგრამ ამაყი ხარ რო ასეთი მებრძოლი პატრიოტები გვყავს ეს არის ქართული სული ვინც საქართველოს რაგბს დიდი ხანია ადევნებთ თვალს ვინც ერკვევით რაგბში დამეთანხმებით უდიდესი პროგრესი გვაქვს ექვსი ერი გვჭირდება და ჩვენ ერთ ერთი საუკეთესო ნაკრები ვიქნებით მსოფლიოში ფეხბურთელებისგან განსხვავებით გულწრფელი მადლობა ბიჭებს წარმატებები საქართველო ამ მსოფლიოზე თავის სიტყვას იტყვის
vvvvvv
09 სექტემბერი 2023 22:09
1

სიახლეები პოპულარული