"ბორჯღალოსნები" - ავსტრალიიდან პორტუგალიამდე

AutoSharing Option
ხვალ საფრანგეთში 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მეორე რაუნდი იწყება. 14 და 15 სექტემბერს თითო-თითო თამაშია, 16 და 17-ში კი - სამ-სამი.

"ბორჯღალოსნები" მეორე რაუნდში ისვენებს და მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს ტულუზში, კარგად ნაცნობი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. რაგბი ევროპის ჩემპიონატში ჩვენს მუდმივ მეტოქეს აქამდე 25-ჯერ ვეთამაშეთ და 18 მოვიგეთ, 4 შეხვედრა დავთმეთ, 3-ჯერ კი ფრეს დავჯერდით.

პორტუგალიამ მოიგო სულ პირველი, 1997 წელს გამართული თამაში და მერე ზედიზედ სამი მატჩი 2003-05 წლებში. მას შემდეგ სამი ფრედ დასრულებული თამაშის გარდა (2006,
2009 და 2022 წლებში) საქართველომ 15-ში გაიმარჯვა, მათ შორის, წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთში, ბადახოსში 38:11.

თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პორტუგალიას მსოფლიო თასის ეგიდით ვერკინებით. მათ წინააღმდეგ საფრანგეთში ერთხელ, 2020 წელს პარიზში ვითამაშეთ, მაგრამ ის რაგბი ევროპის ეგიდით ჩატარდა და 39:24 მოვიგეთ.

პორტუგალია მსოფლიო თასზე მეორედ თამაშობს. 2007 წელს მან ჯგუფში ოთხივე შეხვედრა დათმო – შოტლანდიასთან 10:56; ახალ ზელანდიასთან 13:108; იტალიასთან 5:31 და რუმინეთთან 10:14, რისთვისაც ერთი ნუგეშის ქულა ერგო. ისინი არ მალავენ, რომ საფრანგეთში საქართველო მათი ერთადერთი სამიზნეა და გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

პორტუგალიისთვის მომავალი თამაში მეორე იქნება მსოფლიო თასზე. პირველს ისინი შაბათს, 16 სექტემბერს ნიცაში, უელსთან გამართავენ. "ბორჯღალოსნებმა" 9 სექტემბერს უკვე ითამაშა ავსტრალიის წინააღმდეგ და მეორე ტაიმში გატანილი ორი ლელოს მიუხედავად, მეტოქემ 35:15 გაიმარჯვა.

პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, ხშირად ვჯარიმდებოდით, რის გამოც ავსტრალიამ წნეხში მოგვაქცია და უპირატესობა ეტაპობრივად გაზარდა. როგორც ჩანს, ედი ჯონსი ფრთხილობდა და 10 წუთში გატანილი ორი ლელოს მიუხედავად, შესვენებამდე კარში სამი ჯარიმაც დაარტყეს – 21:3.

მეორე ტაიმში საქართველო „სტად დე ფრანსზე“ შეკრებილი გულშემატკივრის წინაშე სულ სხვა სახით წარდგა. თუკი პირველ ტაიმში ავსტრალიას ბურთის კონტროლი 63, ხოლო ტერიტორია 70% ჰქონდა, მეორე ტაიმში ეს მაჩვენებლები თითქმის გათანაბრდა (ბურთი – 51/49 და ტერიტორია – 59/41).

ასეთ პირობებში "ბორჯღალოსნებმა" მრისხანე მეტოქეს ტოლი არ დაუდო, მის ლელოსთან უფრო მეტი ხიფათი შექმნა და ორი გატანილი ლელოს გარდა, კიდევ ორის შანსი ბურთის ხელიდან გავარდნის გამო დაიკარგა. საქართველომ თამაშის ხარისხი მკვეთრად გააუმჯობესა და ეს 40 წუთი მხოლოდ 12:14 დათმო, თუმცა მოგების შანსიც ჰქონდა.

„ეს ამ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების პირველი თამაში იყო. ძლიერი მეტოქე გვყავდა და რთული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და საკუთარი თავი წნეხში მოვაქციეთ. მეორე ნახევარში ვითარების გამოსწორება ვცადეთ და თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესეთ. სამწუხაროდ, შეცდომების გამო რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც იმედგაცრუებული ვარ. მომდევნო თამაშამდე დრო გვაქვს, გავაანალიზებთ განვლილ შეხვედრას და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“ – განაცხადა ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს მსგავსი მზარდი გუნდებისთვის ტიერ1-ის ქვეყნებთან ხშირი თამაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 2019 წლის მსოფლიო თასზე ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ მეტოქემ 40 შეხვედრა გამართა და ყველა ტიერ1-ის გუნდთან, მაშინ, როდესაც საქართველო იმავე პერიოდში 38 მატჩიდან ტიერ1-ს მხოლოდ 8-ში დაუპირისპირდა და აქედან 4-ში 2020 წელს, 2023 წელს კი 9 თამაშიდან მხოლოდ ერთში ითამაშა ტიერ1-ის წინააღმდეგ (შოტლანდია).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვფიქრობ, პორტუგალიას აუცილებლად მოვუგებთ. მეტიც, ბონუსის აღება საჭირო და სავალდებულოა მომდევნო თამაშების წინ თვითდაჯერებისთვის.
რაც შეეხება ჩვენს თამაშების განრიგს, საუკეთესოა. ამას თავად ნაკრების წარმომადგენლებიც აღნიშნავდნენ.
ზაფხულიდან რომ დავიწყოთ, სუსტი რუმინეთი, მასზე ძლიერი ა.შ.შ. და შემდეგ ტიერ 1 ის გუნდი-შოტლანდია. აღმავალი სიძლიერის გუნდებთან თამაში ჩვენებს საუკეთესოდ გამოსდით.
იგივეა მსოფლიოზე: ავსტრალიის შემდეგ 2 კვირა დასვენება და შემდეგ ისევ აღმავალი სიძლიერის გუნდები-პორტუგალია, ფიჯი და უელსი. რამე თუ აქვთ დასამტკიცებელი და საჩვენებელი ეხლა უნდა გვაჩვენონ.
მჯერა რომ ასეც იქნება და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ლომებს.
წინ საქართველო !
ზაზა
14 სექტემბერი 2023 11:21
1
რატომ გგონია, რომ უელსი ფიჯიზე ძლიერია?
გიორგი
19 სექტემბერი 2023 22:33
0
პორტუგალიასთან,აუცილებლად პრემითაა მოსაგები.სხვა შემთხვევაში,შესაძლოა ისეც კი მოხდეს,რომ ჩვენ ფიჯიც დავამარცხოთ(ღმერთმა შეგვაძლებინოს!) და მაინც მათზე უკან დავრჩეთ.ისე,კარგი იქნებოდა,სამი მატჩის შემდეგ გვქონოდა დიდი დასვენება და მერე გვეთამაშა,დასკვნითი მატჩი.
სოსო
13 სექტემბერი 2023 21:09
1
წუწუნად არ ჩამეთვალოს და კალენდარში ძირითადად არ გვიმართლებს მსოფლიო თასზე...
დათო
13 სექტემბერი 2023 22:14
7
97 ში იმდენი ქნეს მსაჯებმა და პორტუგალიელებმა, რო მერაბა ბესელია და მგონი ლეჟავამ ან რაფავამ ნახევარი სტადიონი ცემეს და მერაბას "პაჟიზნენი" მიცეს გეგიძის დახმარებით. ტფუი
მოკლედ პორტუალია გასაგლეჯია დიდი ანგარიშით, სხვა ალტერნატივა არაა. ფიჯი პელეა ბურთით, მარა თუ იდეალურ დაცვას ვითამაშებთ და ბურთს არ მივცემთ, მოვუგებთ
რეზო
14 სექტემბერი 2023 01:25
1
ვერ აწვთ ჩვენ მწვრთნელებს,მსოფლიო რაგბის პულსზე ხელშეხება ვერ გამოსდით,დაგვიანებით აკეთებენ ყველაფერს,მსოფლიო დონის რაგბი უნდა გესმოდეს ,ბავშობიდან ფლობდე,იხარშებოდე რაგბიში,როგორც ფეხბურთში,ჭიდაობებში და ყველაფერშიც,თუ გინდა რაღაცას მიაღწიო მაღალ დონეზე,მაისაშვილს არ ესმის ეს ყველაფერი...ავსტრალიასთან ჯიუტად ათამაშებინა ეროვნული ნაკრები,მათივე საყვარელი ხერხებით,დაიწყო "პინგ-პონგით" იქით- აწეთ ფეხით თამაშით,სწრაფი რაგბით,და მივიღეთ სწრაფადვე ორი ლელო,ფიჯი ეთამაშა ვოლაბებს ძალისმიერ რაგბის ,და ამგვარ "ჯაჯგურში", არც დაადებინაბლომად ლელოები და მოუგო კიდევაც ბოლოს.ჩვენც ასე უნდა დაგვეწყო,სწრაფები, ცოტა გვყვავს:ტაბუცაძე,ნინიაშვილი და აჰა აჰა ერთი ორი მოთამაშე კიდევ. ავსტრალიასთან შედარებაში,ავსტრალიას კი,ფიჯისთან დარებაში ,ნაკლები ძალისმიერი რაგბისტები ჰყავთ, ერათი ორი მაღალ ფუტიანი სიმაღლის,აბორიგენი და მეტისი ავსტრალიელი და ამგვარ "მიაწექი ჭკუით"თამშში დაჯაბნა კიდევაც ფიჯიმ,არა აჰყვა "პინგ-პონგში"ავსტრალიას.ასე მარტივად,პოპულარულად აიხსნება,რისი გაკეთებაცაა საჭირო დროულად,სხვა და სხვა დროს,დიდ სპორტშიც და ყველაფერშიც ,თუ გინდა რაღაც დადებით შედეგს მიაღწიო,სხვა გვარად,უნდა ელოდო გამართლება არ გამართლებას,და გამოგივა,ხან ისე და ხან ასე, ლატარეა ბოლო ბოლო,და თუ გაიმარჯვებ,"ცხენზე ხარ",და თუ წააგებ,რაც უფრო ხშირად ხდება,მაღალ დონეზე,"მოკეტილში",იქნები.ხალხი კი ხედავს ყველაფერს....და სწორედ ამიტომაც გვჭირდება პროფესიონალი მწვრთნელი,რაგბის "შესისხლხორცებული",საჩქაროდ!,თუ გვსურს,რომ რაღაცას წარმოვადგენდეთ მსოფლიოში და ქვეყნის სიძლიერესაც,ჩვენს პირად ეგოიზმზე მაღლა ვაყენებთ....
ზ.მ.
18 სექტემბერი 2023 07:36
4
რამდენიმე წლის წინ,ჩემ მეზობელს,რაღაცა ტექნიკის ყიდვა უნდოდა,მან და მისმა სიძემ,რამდენიმე საათი ეძებეს,შესაფერისი და ვერსად რომ ვერ იპოვეს,სავახშმოდ დასხდნენ.კომპიუტერთან,მათი სამი(!)წლის შვილიშვილი დარჩა და რამდენიმე წუთში,პაპას უპოვა ის,რასაც ამდენი ხანი დაეძებდა.დღესაც იმ ტექნიკაზე მუშაობს ჩემი მეზობელი და ოჯახს ინახავს.პაპისათვის კომპიუტერი უცხო ხილია და გაუჭირდა,მისი შვილიშვილი კი,ამ გარემოში იზრდება და ყველაფერი, ჩვეულებრივია.ამას იმიტომ ვწერ,რომ ფიჯიზე,ზელანდიაში თუ ავსტრალიაში,რაგბი,სპორტის ეროვნული სახეობაა და საუკუნეზე მეტის ისტორია აქვს,ფიჯიზე,მოსახლეობის 10 %-ზე მეტი თამაშობს რაგბის და მათთვის რაგბი, ისეთივე სისხლხორცეულია,როგორც ჩვენთვის ჭიდაობა.ამიტომ ,მათ გაცილებით დიდი არჩევანი აქვთ,ყოველ პოზიციაზე,ვიდრე ჩვენ და სწავლაც,უფრო ეადვილებათ,ვიდრე ჩვენ.რაც შეეხება პულსზე ხელის დადებას,ფიჯი,უელსი,ავსტრალია,ჩვეულებრივ,ტიერ 1-ს გუნდებს ხვდებიან და უმაღლესი დონის მეტოქეებთან ჯახში,თვითონაც იმაღლებენ დონეს.ჩვენ მათთან ჩამორჩენას,ეტაპობრივად ვამცირებთ,მაგრამ დასაჩქარებლად,არ გვკმარა მათთან თამაშები,ძლიერ გუნდებთან თამაშები.ეს მაისაშვილს ბრალი არ არის,ეს რაგბის მამების ბრალია.ახლაღა მოგვცეს,ჩელენჯკაპზე თამაშის უფლება,ფიჯის კი,ზერაგბში,უკვე ორი გუნდი ჰყავთ და ამისი დადებთი გავლენა,უკვე ნაკრებშიც კარგად იგრძნობა.მაჯაზე პულსის გასინჯვა,მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი,თუ მუდმივად იქ ტრიალებ და ეთამაშები.სწორედ ამის მიღწევას ცდილობს,ჩვენი ფედერაცია და მაისაშვილი.ბოლო წლებში,ცოტა უფრო მეტი თამაშები ჩავატარეთ ძლიერ გუნდებთან და შედეგიც სახეზეა,მათთან პირველი გამარჯვებები მოვიპოვეთ.ახალგაზრდულმა ნაკრებმა,ინგლისელებთან,პირველი თამაში,იმიტომ წააგო,რომ მათთან გამარჯვების გამოცდილება არ ჰქონდათ და შიში ჰბორკავდათ,მაგრამ ერთი კვირის შემდეგ,განმეორებით თამაშში,მათი შიში უკვე მოხსნილი ჰქონდათ და შევძელით კიდეც,მათი დამარცხება!ფსიქოლოგიამ შეგვიშალა ხელი,სამხრეთ აფრიკასთანაც,როცა გამარჯვების ზღვარზე მისულებმა,ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მივიყვანეთ მატჩი და 10 წუთიანი ჩავარდნით,საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის ნაღდი შანსი დავკარგეთ.ფსიქოლოგია იყო,ავსტრალიასთან დასაწყისშივე დიდი ჩამორჩენაც.კი,რამდენიმე პოზიციაზე კლასში სხვაობაც გამოჩნდა,მაგრამ ისიც გამოჩნდა,რომ გვქონდა მათთან ტოლსწორად თამაშის შანსიც.იყო დრო,როცა ფიჯი დავამარცხეთ,მაგრამ არც მაშინ ფიქრობდნენ ჩვენი ბიჭები,რომ ფიჯელებზე ძლიერები იყვნენ,მათ კარგად ესმოდათ,რომ ფიჯელების უნარებს,მხოლოდ დისციპლინიანი თამაშით უგებდნენ და ახლა,როცა ფიჯელებმაც ისწავლეს დისციპლინირებული თამაში და შესანიშნავი ფეხით დამრტყმელიც გამოუჩნდათ,ფიჯელებს,მხოლოდ ჩვენი კი არა,ნებისმიერი ნაკრების დამარცხებაც შეეძლებათ.უელსთან და ავტრალიასთან მათმა თამაშებმა,ეს ყველას დაანახა.ნიშნავს ეს,რომ ფიჯისთან და უელსთან შანსი არა გვაქვს?სულაც არა,ადვილად საცემი,აღარც ჩვენი ნაკრებია,მაგრამ ისინი,რანგით ჩვენზე მაღლა მდგომი არიან და ფავორიტებადაც ისინი ითვლებიან.თუ ჩვენ გვინდა,რომ რანჟირებაში მათი ადგილი დავიკავოთ,ეს მხოლოდ მათი ძლევით შეგვეძლება.სწორედ ამის გაკეთებას შევეცდებით დღესაც და მომავალშიც.სწორედ ამიტომ გვაქვს მიზნად,ჯგუფში ორი მატჩის მოგებაც.მანამდე კი,ჯერ პორტუგალია გველოდება და მათთან პრემიით გამარჯვება, აუცილებლად გვჭირდება.არც ეგ იქნება,ადვილი საქმე,მაგრამ აუცილებლად უნდა შევძლოთ და უკვე მერე დავიწყოთ,ფიჯელებისათვის მზადება.კარგ თამაშს და გამარჯვებებს ვუსურვებ,ჩვენს ბიჭებს.
სოსო
21 სექტემბერი 2023 17:30
0
100% მაისაშვილია ჩვენი მთავარი პრობლემა.
გიორგი
19 სექტემბერი 2023 22:29
3
ედი ჯონსმა ჯარიმები კარებში რატომ არტყმევინა? ამას რა მიხვედრა უნდა?იმიტომ, რომ ავსტრალიას ტრავმები აარიდა და ძალები დაზოგა. ჩვენც იგივე უნდა ვაკეთოთ პორტუგალიასთან.
Რაგბის ფანი
15 სექტემბერი 2023 10:22
6
4 ლელო და პრემიალური ქულა,აუცილებლად გვჭირდება.მერე,კი ბარტონო,მაგრამ ძალების დაზოგვით გამოგვივა?
სოსო
16 სექტემბერი 2023 17:09
0
სადაც გაქოცებული ნაცი მივიდა ყველაფერს დაერხა
Ვახტანგ კაპანაძე
14 სექტემბერი 2023 21:21
13
ერთი მოგება(პორტუგალია) 2 წაგება
დათო
17 სექტემბერი 2023 20:51
2
ჰო, ფიჯისთან ნაკლები შანსი გვაქვს, ვიდრე უელსთან. კარგი ისაა, რომ იმედია მაისაშვილს გაუშვებენ.
გიორგი
19 სექტემბერი 2023 22:31
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული