"ბორჯღალოსნები" | უძლიერესი ფიჯის წინააღმდეგ

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო თასზე დღეს მეოთხე რაუნდის შეხვედრები იწყება. "ბორჯღალოსნები" თავის მესამე მატჩს 30 სექტემბერს ბორდოში, ჩვენი დროით 19:45 საათზე ფიჯის წინააღმდეგ გამართავს.

ორი თამაშის შემდეგ საქართველო მსოფლიო თასზე ჯერჯერობით მოგების გარეშეა. ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან თითო ტაიმში ნაჩვენები კარგი თამაში საკმარისი არ აღმოჩნდა და ავსტრალიამ 35:15 მოიგო, პორტუგალიასთან ჯახი კი ფრედ, 18:18 დასრულდა.

ფიჯი მსოფლიო თასზე მეცხრედ თამაშობს. მან მხოლოდ ერთი, 1995 წლის ჩემპიონატი გამოტოვა, ორჯერ კი მეოთხედფინალში (1987 და 2007 წლებში) გავიდა და წელს ამ შედეგის გამეორების კარგი შანსი
აქვს.

მას შემდეგ, რაც ფიჯის ფრენჩაიზი ზე-რაგბის დაემატა, კუნძულელები კიდევ უფრო უკეთ ათამაშდნენ. წელს მათ უპრობლემოდ მოიგეს წყნარი ოკეანის თასი, რის შემდეგაც ორი გასახურებელი თამაში გამართეს ტიერ1-ის გუნდებთან და საფრანგეთთან 17:34 მარცხის შემდეგ, ისტორიაში პირველად, ინგლისს 30:22 მოუგეს, თანაც „თვიქენჰემზე“.

ფაქტია, რომ ახალი სამწვრთნელო შტაბი გუნდს შესანიშნავად მოერგო და ეს უშუალოდ მსოფლიო თასზეც აისახა. საფრანგეთში გამართულ პირველ მატჩში ფიჯის უელსის დამარცხებამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა 7 და ნაკლები ქულით მარცხისა და 4 ლელოს გატანისთვის ორი ბონუს ქულა აიღო – 26:32. მეორე შეხვედრა მათ ავსტრალიასთან ჰქონდათ და მეტოქე 22:15 დაამარცხეს. შედეგად, ფიჯის ორი თამაშიდან 6 ქულა აქვს (ავსტრალიას ამდენივე 3 თამაშიდან), "გ" ჯგუფში მეორე ადგილზეა და ორივე დარჩენილი შეხვედრის მოგების შემთხვევაში (საქართველო და პორტუგალია) თასის მეოთხედფინალში გავა.

საქართველოს ფიჯისთან 6-ჯერ უთამაშია და ჯერჯერობით სრული უპირატესობა მეტოქის მხარესაა. "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს მხოლოდ ერთი თამაში, ერთი ფრედ დაასრულეს, 4-ში კი გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ. პირველი თამაში 2012 წელს „მიხეილ მესხზე“ შედგა და ფიჯიმ, 24:19 იმარჯვა. 2016 წელს სუვაში რევანში შედგა – საქართველომ 14:3 გაიმარჯვა. 2018-2021 წლებში მეტოქეს ზედიზედ ოთხჯერ ვეთამაშეთ – სუვაში 15:37, 2019 წლის მსოფლიო თასზე ოსაკაში (იაპონია) 10:45, 2020 წელს ედინბურგში 24:38 და 2021 წელს არანხუესში (ესპანეთი) 15:15.

საქართველომ ფიჯის გაუტანა 8 ლელო და 97 ქულა, თავად კი 23 ლელო და 162 ქულა გაუშვა. მოცემული მომენტისთვის ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზეა, საქართველო კი მე-14 პოზიციაზეა.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
ფიჯი, რომ გაკვეთილს ჩაგვიტარებს, ამას უკვე შეგუებული ვაარ... მთავარია, ბიჭებმა ღირსეულად ითამაშონ და ისწავლონ... ამაში დასაძრახი არაფერია... ან იქნებ, სასწაულიც მოხდეს? რაგბში ბურთი მრგვალი არ არის...
გიორგი 50
28 სექტემბერი 2023 13:19
0
სასწაული ის იქნება, რომ მაისაშვილმა ინამუსოს და უელსის მერე გადადგეს. მაგრამ მეეჭვება იკაცოს.
გიორგი
29 სექტემბერი 2023 16:39
1
საქმეც მაგაშია მრგვალი რო არ არის... რაგბიში სასწაულები ძალიან იშვიათია. არის თამაშები რომლებზეც 100% ით შეგიძლია თქვა რა მოხდება. მაგალითად ფეხბურთში ბრაზილიას შეიძლება ბოცვანამ მოუგოს მაგრამ რაგბიში ნამიბია ვერასდროს მოუგებს ზელანდიას რა შემადგენლობაც არ უნდა იყოს.
გენო
28 სექტემბერი 2023 17:06
0
როგორც იკვეთება, ამ ჩემპიონატზე ჩვენსავით უსუსური და უშინაარსო ნამიბია და ჩილეა!
მარგუალი
28 სექტემბერი 2023 12:23
6
პორტუგალიაც უშანსოა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთი აუტსაიდერები გამოკვეთილები არიან და დიდი ანგარიშით აგებენ ფავორიტებთან. ამით ხელფეხი ეხსნება მსოფლიო რაგბის, რომ ძალიან დიდი სხვაობაა ფავორიტებსა და აუტსაიდერებს შორის, მათი დონის ამაღლებაზე ,,ზრუნვას,, ძველებურად გააგრძელებენ - ერთი კინკილა ტესტი ტიერ ერთის გუნდებთან და მორჩა. ჩვენს შემდეგ მოდიან სამოა და იაპონია, უბრალოდ მათი შეხვედრა ჩვენზე და პორტუგალიაზე საინტერესო იქნება. ურუგვაიმ აგერ ბონუსით მოუგო ნამიბიას და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან. რუმინეთზე საერთოდ საუბარიც არ ღირს
:)))))))))))
28 სექტემბერი 2023 16:36
0
Maisashvili gaizxais 4 celi venzsdebodito da fakti saxezea Rogor moemzadnen……

Maisashvili unda cavides sxva gamosavali ar aris.
Martali
28 სექტემბერი 2023 10:02
2
ფიჯი +18-ს ჩაგვიტარებს
darwin
27 სექტემბერი 2023 23:57
5
რავა მავთულხლართან გირჩივით კომენტარი გამიგიცხვია?!
ადამიანი
28 სექტემბერი 2023 02:46
1
ფიჯის მოუგებთ, დაიმახსოვრეთ და
დახეთ მის გაოცებასა და რატომ : რომ გადაიფაროს აშკარად ბინძურად და უნამუსოდ ძალით დაზავება პორტუგალიასთან, სამწუხაროდ ჩაყთლახობებმა რეგბშიც შეაღწია, ასეთია ბოროტი სული, ჯერ პატივში და მატერიალურ დიდებაში გაგახვევს , რომ შემდეგ დამოკიდებულებისგან და ხათრისგან უარი ვერაფერზე ვერ თქვა (((
გ.შ.
27 სექტემბერი 2023 22:01
14
თუ იცი მაგ დაზავების მიზეზი და ინტერესი, იქნება ჩვენც გაგვიმხილო? შენი აზრით ჩვენ ვართ ის გუნდი, რომ ძალით დაგვაზავონ პორტუგალიასთან და ამის შემდეგ ფიჯი დავამარცხოთ? რაღაცა ლოგიკას არ ექვემდებარება ეგ ვარიანტი
?????
28 სექტემბერი 2023 18:00
0
უძლიერესი ფიჯის ნაკრები და რამე.თავშივე შემზადებულია მატჩისშემდგომი სტატიის შინაარსი :))) ყველაფერში ასეთი რიჟები როგორ ვართ ხალხოოოო
giorgi
27 სექტემბერი 2023 21:30
11
მთავარია მაისაშვილი დარჩეს მწვრთნელად.გაანალიზებს შედეგებს ,დასკვნებს გამოიტანს და მომავალ მსოფლიო თასზე გაითვალისწინებს!
აპა არა?
27 სექტემბერი 2023 20:52
4
ჰო, ვაცადოთ მაისაშვილს კიდევ 30 წელი, რომ საბოლოოდ დაასამაროს ქართული რაგბი!
გიორგი
29 სექტემბერი 2023 16:42
1
წელს ფიჯი ძაან მაგარ ფორმაშია, ასე რომ, ჩვენდა სამწუხაროდ კარგად ბლომად წავაგებთ, თან პორტუგალიის მერე ბიჭების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან ცუდი იქნება,მოდი ვთქვათ რომ, წლწვანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩავაგდეთ, არაუშავს ხდებახოლმე, წარმატებები.
gio
27 სექტემბერი 2023 20:12
11
რა არა უშავს? მაისაშვილ-ტყემალაძის სისულელეებს გადავაყოლოთ ქართული რაგბი?
გიორგი
29 სექტემბერი 2023 16:44
1
"არაუშავს ხდება" - აი ესეთი მიდგომის გამო წლებია ერთ ადგილს ვტკეპნით და არ გვაქვს გამარჯვებულების მენტალიტეტი!
სანამ სპორტსმენი ნამდვილი პროფესიონალი არ იქნება და წაგებაზე ალერგია არ დაემართება, მანამდე ვიქნებით იქ სადაც ვართ...
ბესო
27 სექტემბერი 2023 22:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული