"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით ფიჯისთან

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა 2023 წლის მსოფლიო თასის მესამე მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

30 სექტემბერს საქართველო ბორდოში ფიჯის უძლიერეს ნაკრებს ერკინება, რომელმაც გასულ შეხვედრაში ავსტრალიას 22:15 სძლია. მატჩი საქართველოს დროით 19:45 საათზე დაიწყება.

პორტუგალიასთან ფრის (18:18) შემდეგ 23-კაციანი შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული როლი ტრავმებმა ითამაშა. მიმდინარე მსოფლიო თასი დაასრულეს ბექა გორგაძემ და ლუკა ჯაფარიძემ. მათ ნაცვლად საფრანგეთში ოთარ გიორგაძეს და ირაკლი აფციაურს უხმეს. ფიჯისთან მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე.

მეექვსედ ნარიაშვილი

შარიქაძის არყოფნაში "ბორჯღალოსნების" კაპიტანი გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილი იქნება.
მის ანგარიშზე 74 კეპია, აქედან 5 კაპიტნის რანგში. ნარიაშვილთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა ბექა გიგაშვილმა.

კვაჭის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა თენგიზ ზამთარაძე. თითო ცვლილებაა მეორე და მესამე ხაზში. კოტე მიქაუტაძეს ამჯერად ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება; თორნიკე ჯალაღონია ტრავმირებული გორგაძის ადგილს დაიკავებს, ფლანკერად კი მსოფლიო თასზე თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს მიხეილ გაჩეჩილაძე. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ.

ოთხი ცვლილება ხაზში

წინა მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა ხაზში. შეიცვალა ღერძი და თამაშს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი იწყებს. ცენტრში შარიქაძის ადგილზე გიორგი კვესელაძე გადაინაცვლებს და მას დემე თაფლაძე შეუწყვილდება.

ფულბეკის პოზიციაზე ამჯერად მირიან მოდებაძე დადგება, დავით ნინიაშვილი ფრთაზე იქნება, ხოლო მეორე ფრთაზე კვლავ აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ.

დებიუტანტები მარქაფაში

ლუკა ჯაფარიძის ნაცვლად გამოძახებულ ირაკლი აფციაურს ეგრევე მოუწევს საქმეში ჩართვა. მას "ბორჯღალოსნების" კვართით დებიუტი ფიჯისთან ექნება. აქამდე ჩვენ მისი თამაში "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში გვიხილავს.

მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება მარქაფის კვაჭ ლუკა ნიორაძეს, რომელიც "ბორჯღალოსნების" კვართით სულ მეორე შეხვედრას ატარებს. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შეცვლაზეა ნიკა აბულაძე. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილს, ხოლო მესამეში ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ.

ხაზის მარქაფაშია და მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს თორნიკე კახოიძე. ღერძის მარქაფაში არიან გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე.

კომენტარები

ვასილ ლობჟანიძე: „ვიცით როგორი ძლიერი გუნდია ფიჯი და შესაბამისად ვემზადებით. გავითვალისწინეთ პორტუგალიასთან დაშვებული შეცდომები და კვირის განმავლობაში მათ გამოსწორებაზე ვმუშაობდით. შევეცდებით უფრო ლაღად ვითამაშოთ და ვაჩვენოთ ის რაგბი, რისი ჩვენებაც ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან ვერ შევძელით“.

დემე თაფლაძე: „ფიჯი ბოლო დროს გაძლიერდა და ტაქტიკურად და ტენიკურად ძალიან განვითარდა. მაგრამ ვვითარდებით ჩვენც და ვეცდებით მათ ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ. ვცდილობთ აღმოვფხვრათ ის შეცდომები, რომლებიც პირველ ორ თამაშში გვქონდა“.

2023 წლის მსოფლიო თასი. IV ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ბორდო „სტად დე ბორდო“
30 სექტემბერი. 19:45 საქ. დრო
საქართველო – ფიჯი
საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 30 /
ბორჯღალო უკუღმა რატომაა.ამით საქმე წაღმა წავა?თუ სიმბოლოებს დატვირთვას ანიჭებ ,სწორად მაინც შეარჩიე.
ალეკო
30 სექტემბერი 2023 21:28
0
შავი ლომის გარდა, სხვაგან ბიჭები არაა? ამიტომაც გვაქვს შედეგი. ძაღლის კუდს რა გაასწორებს
ლლლლლ
30 სექტემბერი 2023 14:13
0
როგორ შეიძლება მაისაშვილის შეცვლა? თქვენ მართლა ომი გინდათ?
geo
29 სექტემბერი 2023 23:36
0
ვაი ქართულ რაგბს ამის ხელში.
გიორგი
30 სექტემბერი 2023 01:18
0
რას ჰქვია ბიჭები გაამხნევეთ, არ აკრიტიკოთ, აბა რა ვქნათ? გამხნევების მეტს რას ვაკეთებ, მაგრამ გული მომიკვდა ამ მსოფლიოზე, სხვა დროს რა ფინალში კი არ გავედით, მაგრამ ჩამდა სად ვიყავით, სად უნდა მოგვემატებინა. ახლა? რატომ ლაპარაკობს ყველა ნეპოტიზმზე? რა ტყუილია? დარწმუნებული ვარ სიმართლეა. ერთი შერკინება იყო, ტოლს არ ვუდებდით გრანდებს, ესეც აღარ არის. რა დარჩა? გავამხნევოთ, გავამხნევოთ, მარა ვიიინ?
დიდება საქართველოს!
ლევანი
29 სექტემბერი 2023 15:57
2
რაგბის კავშირის პრეზიდენტად რომ ტყემალზე მჯდარ კაცს ნიშნავ, მასე იცის.
სუხია
29 სექტემბერი 2023 13:30
7
თუ შეიძლება ჩვენ რომ ვერ გავიგეთ, აი თქვენ აგვიხსენით რას ნიშნავს თქვენი აზრით - რომ დააყენა ნინიაშვილი 11-ზე, და მოდებაძე 15-ზე, ან კიდევ ხმალაძე რომ არსად დააყენა, გიგიჩაშვილი მარქაფაშიც არ ყავს, მელიქიძე და სხვები რომ არ წაიყვანა, პორტუგალიის შემდეგაც ნარიაშვილი, რომ დააყენა, და ა.შ.?
.
29 სექტემბერი 2023 12:14
0
კი ბატონომ მაგრამ რომ გაამართლა? და კიდევ ბევრა სხვა რამემაც არ გაამართლა.
რეალობა მთელი სისრულით ფიჯისთან გამოჩნდება
.
29 სექტემბერი 2023 14:47
2
ჩემი აზრით ნინიაშვილს თამაში რომ არ ჩაუკეტონ, როგორც პორტუგალიამ ქნა მეორე ტაიმში, როცა არცერთხელ არ დაარტყა ბურთი მისკენ და მისი თამაშიდან გამოთიშვა მოახერხეს, ეს არ განმეორდეს. თან ნინიაშვილი იგივე დავალებებს თავისუფლად გაართმევს თავს, რაც მოდებაძეს ევალებოდა ფრთაზე, დაცვაში სანდოა ნინიაშვილი, ჰაერშიც და ამასთან ერთად ჰაერიდან მიწაზე ჩამოსვლისას ძალიან მალე კრეფს სისწრაფეს, რაც სხვა არცერთ მორაგბეს შეუძლია. აქ სარისკო მხოლოდ მოდებაძის ყოფნაა 15 ნომერზე, რადგან დაცვაში თამაშში მოიკოჭლებს და ძალიან დიდი გამოწვევა იქნება მისთვის. აი ნარიაშვილის ფენომენი ნამდვილად ამოუხსნელია ჩემთვის, რამდენიმე წლის წინ უდავოდ მოსფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბურჯი იყო და ერთი პერიოდი 100 საუკეთესო მორგბეთა სიაში სადღაც შუაშიც ყავდათ აყვანილი უდიდეს სარაგბო გამოცემებს, მაგრამ კაცს კარიერა ჰქონდა შეჩერებული და მხოლოდ გამოცდილების ქონის გამო წაიყვანეს, ფაქტია ვეღარ თამაშობს ისე, როგორც თამაშობდა. ჩილაჩავა თუ მზარდი მორაგბე არაა და საშუალოდ მხოლოდ 33 წუთს ატარებს მოედანზე და მანდაც მაღალ კლასს დებს დღემდე, სადაც ნარიაშვილის ყოფნაა ლოგიკური იქ ჩილაჩავას არ ყოფნა არაფერში ჯდება. მოკლედ ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი და ამას ეწირება ჩვენი ნაკრები.
დემე
29 სექტემბერი 2023 13:42
0
ომი გინდათ? რას ერჩით მაისაშვილს. ამ ნაკრებს მწვრთნელინსაერთოდ
რომ არ ყავდეს ქრამგონია ამაზე უარესად ეთამაშა
123
29 სექტემბერი 2023 12:13
3
აი ვინც მაისაშვილზე ლაპარაკობთ, აბა რომელიმემ რამე კომენტარი გააკეთეთ, ტაქტიკური კუთხით, შემადგენლობასთან დაკავშირებით, რატო დააყენა ვთქვათ ნინიაშვილი 11-ზე, და მოდებაძე 15-ზე, თუ შეამჩნიეთ საერთოდ ეგ ცვლილება და რას ნიშნავს.. ამით იმის თქმა მინდა რომ არ იცით რაგბი და რეალობასთან შორს ხართ.. ჩვენ გულშემატკივტებმა ჩვენს გულშემატკივრობას მივხედოთ, მარტო რუსეთზე რომ დადის ხალხი და შოტლანდიაზე ნახევარი სტადიონიც რომ არ იყო..
Zviads
29 სექტემბერი 2023 11:48
12
მაისაშვილმა რომ იცის იმიტომ გავედით ჯგუფიდან, ეგ მოლოდინიც თვითონ შექმნდა.
123
29 სექტემბერი 2023 12:35
3
სამწუხაროს ამ ჩემპიონატძე ჩვენნაირ უსახურ და უსუსურ თამაშს მხოლოდ ნამიბია და ჩილე აჩვენებს; ამ ბიჭებით და კარგი ტრენერით კარგი შედეგის მიღწევა შეიძლება;სასწრაფოდ გვინდა უცხოელი მაღალკვალიფიციური ტრენერი!
ფიჯი უპრობლემოდ მოგვიგებს ბონუსქულით, იქნებ ოფლი მაინც გამოვადენინოთ და 2-3 ლელოც დავუდოთ!
ნავე
29 სექტემბერი 2023 11:17
4
28-13 რა თქმა უნდა საქართველოს სასარგებლოდ. Მიდით ლომებო!
თორო
29 სექტემბერი 2023 10:46
0
ლომი და ვეფხვი და აფთარი კარგია ძმაო მაგრამ რაგბის თამაშს ცოდნა და დისციპლინა უნდა, სამწუხაროდ ჯერ შორს ვართ, როგორც უბანში იტყვიან ჯერ აზრზე არ ვართ. იმედია გატეხავენ ნავსს
მეგრელი
29 სექტემბერი 2023 20:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული