მსოფლიო თასზე ფიჯისთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:
"განწყობა ყოველთვის საბრძოლოა, ეს არასოდეს არ დაგვკლებია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში ვერ შევძელით იმის შესრულება, რაც დაგეგმილი გვქონდა. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს განწყობა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ფიჯის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობაა. ჩვენ არც ერთ თამაშზე ამის გარეშე არ გავდივართ.
მე მესმის, რთულია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც მოგებას ელოდა და ახლა რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ, პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ,
განსაკუთრებით მე, რაც სრულად მაქვს გააზრებული. თუმცა, არაფერი არ მთავრდება, ფიჯისთან დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავა, 100%-ით მზად იქნება და ყველაფერს გაიღებს, რათა ის სახე აჩვენოს, რითაც ვამაყობთ. დიდი სურვილი მაქვს ამით იამაყოს ერმა.
რაც შეეხება ბუკას (შარიქაძე), ტრავმა აქვს, პასუხი საბოლოოდ არ მიგვიღია, კიდევ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. სავარაუდოდ ტრავმა სერიოზული არაა".
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბორდოში 30 სექტემბერს თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
სხვა საკითხია, რომ კონტაქტები და ბოჭვების ხარისხი ცუდია და ეს ფაქტია! ხაზში გვიჭირს ისევ - ფიზიკაშიც და კლასშიც. ბოლო გადაცემა, ჩათვლის მოედანში შესვლა და ვერ დამიწება, კრიტიკულ მომენტებში ბურთის ხელიდან გავარდნა, ტაქტიკური დარტყმები და სხვა. შეგრძნება არის ისეთი, რომ ამ თაობას მეტი შეუძლია. ფიჯი ძალიან დალაგებულ და ორგანიზებულ თამაშს აჩვენებს. კლასითაც და ძალითაც საკმაოდ აღგვემატება. ერთადერთი შერკინებაში ვჩაგრიდით შედარებით და ესეც აღარ გვაქვს და ჯგუფიდან გასვლის რეალურ შანსსაც თუ დავამატებთ თავს მოიკლავენ. ჩვენი მოტივაცია ნულია, რადგან შემდეგ ჩემპიონატზე ევროპიდან მაინც გავალთ (იმედია ესპანეთიც არ გადაგვივლის პორტუგალიასავით). ათეულში შესვლა კი არა იქნებ ხუთმეტეულიდან არ გავვარდეთ (არც ეს არ არის პანაცეა), ყველაზე გულსატკენია, რომ იმ თამაშს ვერ ვაჩვენებთ რაც შეგვიძლია. ფაქტია, რომ მოუმზადებლები ვართ. წარმატებები და ღვთის წყალობა ბიჭებს. ყველაზე ცუდი ის იქნება გული თუ გაუტყდათ.
ვნახოთ,ვნახოთ,იქნებ გადაირიონ მოდებაძემ, თაფლაძემ და მართლა საუკეთესო თამაში აჩვენონ(?!),
გათვალისწინება- რა დროსაც დაიწყებთ ლელოების არ გამოყენებას (ჯარიმიდან-აუტი-მოლი-ლელო) და გადახვალთ ჯარიმებზე,მით ფაქტიურად ბრძოლაზე თავის არიდებას-იმ წუთიდან ავირევით...
ფეხით მაკლებად,ფიჯის ბურთი არ უნდა მისცე!