მსოფლიო თასზე ფიჯისთან მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა:
"განწყობა ყოველთვის საბრძოლოა, ეს არასოდეს არ დაგვკლებია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში ვერ შევძელით იმის შესრულება, რაც დაგეგმილი გვქონდა. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს განწყობა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, ფიჯის წინააღმდეგ საბრძოლო განწყობაა. ჩვენ არც ერთ თამაშზე ამის გარეშე არ გავდივართ.
მე მესმის, რთულია, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც მოგებას ელოდა და ახლა რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელოთ, პორტუგალიასთან ცალი ფეხით რომ ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ,
განსაკუთრებით მე, რაც სრულად მაქვს გააზრებული. თუმცა, არაფერი არ მთავრდება, ფიჯისთან დაპირისპირებაზე ვართ კონცენტრირებული და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოედანზე გავა, 100%-ით მზად იქნება და ყველაფერს გაიღებს, რათა ის სახე აჩვენოს, რითაც ვამაყობთ. დიდი სურვილი მაქვს ამით იამაყოს ერმა.
რაც შეეხება ბუკას (შარიქაძე), ტრავმა აქვს, პასუხი საბოლოოდ არ მიგვიღია, კიდევ ველოდებით სპეციალისტების დასკვნას. სავარაუდოდ ტრავმა სერიოზული არაა".
საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა ბორდოში 30 სექტემბერს თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
1. ზელანდიელი
2. სამხრეთ აფრიკელი
3.ავსტრალიელი
4. ინგლისელი და ა.შ
მოაშორეთ ეს კაცი ნაკრებს თორე დავბრუნდით 15 წლით უკან.. არ ფამიწყოთ ეხლა იტალიას და უელსს მოვუგეთო
ვნახოთ,ვნახოთ,იქნებ გადაირიონ მოდებაძემ, თაფლაძემ და მართლა საუკეთესო თამაში აჩვენონ(?!),
გათვალისწინება- რა დროსაც დაიწყებთ ლელოების არ გამოყენებას (ჯარიმიდან-აუტი-მოლი-ლელო) და გადახვალთ ჯარიმებზე,მით ფაქტიურად ბრძოლაზე თავის არიდებას-იმ წუთიდან ავირევით...
ფეხით მაკლებად,ფიჯის ბურთი არ უნდა მისცე!