"ბორჯღალოსნები" | ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა

AutoSharing Option
მირიან მოდებაძე, თენგიზ ზამთარაძე და ლაშა ჯაიანი გადატანილი ოპერაციების შემდეგ თავს კარგად გრძნობენ.

სამივე მორაგბე ფიჯისთან მატჩში დაშავდა: მოდებაძემ ყვრიმალი და თვალის ბუდის ძვალი გაიტეხა, ჯაიანმა წვივის ძვალი ორ ადგილას მოიტეხა, ზამთარაძეს კი იდაყვის ამოვარდნა და ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

„სამივე მორაგბეს ოპერაცია სამშაბათს ბორდოში, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ჩაუტარდა, სადაც მსოფლიოში სახელგანთქმული ქირურგები მუშაობენ და სპორტული ტრავმების მართვის კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ. გართულებებს ადგილი არ ჰქონია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გუნდს ხვალ ნანტში შევუერთდებით“ – განაცხადა "ბორჯღალოსნების" მთავარმა ექიმმა ნუცა
შამათავამ და მორაგბეების დაბრუნების დროებითი ვადები დაასახელა:

„მირიან მოდებაძე თამაშს 2 თვეში შეძლებს, თუმცა თავიდან დამცავი ნიღბის გამოყენება მოუწევს. 3 თვე უნდა ზამთარაძის რეაბილიტაციას, ჯაიანი კი 4-5 თვეში დაბრუნდება“.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
მატჩის განხილვა https://www.youtube.com/watch?v=ZRPYRT2VN6U
დათო
05 ოქტომბერი 2023 21:21
0
მიუხედავად არასახარბიელო შედეგისა, მორაგბეებზე ვერ მომიბრუნდება ენა რომ გავაკრიტიკო, როდესაც ვხედავ როგორი თავდადებით თამაშობენ. იყო შეცდომები, ძალების არასწორი გადანაწილება, მაგრამ უგულო თამაშს ვერ დავწამებ. მჯერა რომ გაანალიზდება ეს შედეგი და მომავალში უფრო კარგად გამოვალთ. გამოჯანმრთელება ბიჭებს და წარმატება საქართველოს!
ქუთაისელი
05 ოქტომბერი 2023 16:15
0
რაგბის აზრზე რომ არა ხართ, ეგეთი ხალხი ზედმეტ "სიბრძნეებს" თუ არ გადმოაფრქვევთ, დიდად დაგვავალებთ. ტრავმები არის მსაჯის დამსახურება, რომელიც ფიჯის ზედმეტად უხეში თამაშის უფლებას აძლევდა! ვიდეო გარჩევა დევს და შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად საშინელი იყო მსაჯი ჩვენს მიმართ. წითელი ბარათის ეიზოდებზე ჯარიმასაც კი არ ნიშნავდა. მსაჯისგან წაქეზებულმა ფიჯიმაც აკრძალული მეთოდებით იბრძოლა და შედეგია ეს ტრავმები!
Რაგბის ფანი
05 ოქტომბერი 2023 13:07
1
Kristalsport.ge-ზე ნახე
გია პაპა
05 ოქტომბერი 2023 21:44
0
როგორ მოვძებნო გარჩევის ვიდეო?
ქუთაისელი
05 ოქტომბერი 2023 14:17
0
მსაჯის სინდისზეა ეს ოპერაციები
Რაგბის ფანი
05 ოქტომბერი 2023 13:00
1
რაგბიში მსაჯობა გამორჩეულად ობიექტურია.ყველა მომენტი ბევრჯერ მოწმდება.ერთადერთი დაეჭვება ჩვენში ნინიაშვილის წინ პასმა გამოიწვია,მაგრამ ადგილზე ნინიაშვილს პროტესტის გრძნობა საერთოდ არ გასჩენია.დარღვევა რომ არ ყოფილიყო ვიდეოს მსაჯები რა პონტში გაატარებდნენ.მით უმეტეს რომ ყველა თამაშის საეჭვო მომენტებს მსაჯყთა კოლეგია მთელი სიმკაცრით განიხილავს.
ჩემი აზრით
05 ოქტომბერი 2023 11:48
9
ეს იმის ბრალია, რომ კლასი არ ყოფნით და მარტო ძალით ცდილობენ ფონს გასვლას.
ტტტ
05 ოქტომბერი 2023 11:30
7
ნამდვილი მხეცები არიან ეს ფიჯელები. ძალიან ძლიერები არიან ფიზიკურად. არ დალეწეს ხალხი? მე არ გამოგონია, რომ ერთი მატჩის დროს სამ რაგბისტს მიეღო მოტეხილობა ერთდროულად. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბიჭებს.
ასეა ეს
05 ოქტომბერი 2023 10:06
1
დაგვიხოცეს ბიჭები იმ ველურებმა :(
გულშემატკივარი
05 ოქტომბერი 2023 07:50
0
მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა. წარმატებები საქართველოს ნაკრებს
ავჭალიდან
05 ოქტომბერი 2023 07:27
0
ველაზე შეუსაბამო იყო ის თავდადება რაც მოთამშეებს აქვთ და ის კვალიფიკაცია რაც ნწვრთელებს აქვთ.

ახლოს ვიყავით შედეგთან მხოლოდ მოთამაშეების ხარჯზე. და მწვრთნელებსაც, რომ იგივე ჩედოთ თამაშებში, მაშინ შედეგი აუცილებლად დაგებოდა.

სამწუხაროდ ეს ეტაპი არის გაშვებული შესაძლებლობები, მწვრელების მიდგომის (ტაქტიკის. სელექციის. მართვის და ა.შ.) მხრივ.

ნუ ცალკე პრობლემაა, რომ მსაჯობა რეაგირების გარეშე დარჩა. ამათ თავი შეალეწეს (პირდაპირი გაგებით) და მწვღნელებნა/ფედერაციამ პირში წყალი ჩაიგუბა.
ლევანი
05 ოქტომბერი 2023 07:00
3
შეუსაბამო რბილად ნათქვამია. მაისაშვილი ღუპავს ქართულ რაგბს.
გიორგი
05 ოქტომბერი 2023 11:52
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული