ტურნირი 2000 წელს დაარსდა და რამდენჯერმე შეიცვალა მისი ფორმატი. შარშან გუნდების რაოდენობა 6-იდან 8-მდე გაიზარდა და ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. რადგან ერთი პერიოდი ჩემპიონი ორი წლის ჯამის შედეგად ირკვეოდა, გამარჯვებული 21-ჯერ გამოვლინდა. საქართველო 15-ჯერ გახდა ჩემპიონი, რუმინეთი 5-ჯერ, ერთხელ კი პირველი ადგილი პორტუგალიამ დაიკავა.
2006 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებმა ჩემპიონის ტიტული 14-ჯერ მოიპოვეს და მხოლოდ ორჯერ – 2010 და 2017 წლებში დაუთმო პირველობა რუმინეთს.
საქართველო "ა" ჯგუფში
"ბორჯღალოსნები" 2024 წლის
საქართველო პირველ შეხვედრას 4 თებერვალს ლაიფციგში, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს; 10-ში ნიდერლანდებს მასპინძლობს; ჯგუფურ ეტაპს კი 17 თებერვალს, ესპანეთთან საშინაო შეხვედრით ასრულებს.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის, დანარჩენები კი მე-5 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ჯგუფის გამარჯვებულები 2/3 მარტს მეორე ჯგუფის მეორეადგილოსნებს მასპინძლობენ, ფინალი კი 17 მარტსაა ჩანიშნული.
Rugby.ge
ნამიბია გუნდებს. კიდევ კარგი, რომ "პასუხისმგებლიანი" მასწავლებელი
დარჩა ნაკრებში. იცნობს ამ გუნდებს, ფაქტიურად გაშიფრული ჰყავს.
ძვლივს რაღაცა ნორმალურს ემსგავსებოდა და ექვსი ერის ძალიან
ბუნდოვანი იმედები მოჩანდა ჰორიზონტზე და ეხლა რაგბზეც უნდა
აუცრუონ ხალხს გული.
ისევ უცხოელი მწვრთნელი არის საჭირო. პორტუგალიამ უკვე გაგვასწრო
განვითარებაში. ამ მომენტისთვის გვჯობნის და გაცილებით გონივრულ და
ტაქტიკურად გამართულად თამაშობს, თავისი კლასიდან და
შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
რაგბის თემაზე ვიღაცა წერდა რომელიღაცა სტატიის კომენტარებში,
ესპანეთი და პორტუ შეიძლება ჩასვანო პირობითად 8 ერში ან მსგავს
ფორმატში და შეიძლება მასეც მოხდეს რაგბის მმართველებისგან. არ იქნება
გასაკვირი.