რაგბი ევროპამ 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფები და თამაშების განრიგი ოფიციალურად დაამტკიცა.

ტურნირი 2000 წელს დაარსდა და რამდენჯერმე შეიცვალა მისი ფორმატი. შარშან გუნდების რაოდენობა 6-იდან 8-მდე გაიზარდა და ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. რადგან ერთი პერიოდი ჩემპიონი ორი წლის ჯამის შედეგად ირკვეოდა, გამარჯვებული 21-ჯერ გამოვლინდა. საქართველო 15-ჯერ გახდა ჩემპიონი, რუმინეთი 5-ჯერ, ერთხელ კი პირველი ადგილი პორტუგალიამ დაიკავა.

2006 წლიდან დღემდე, ბორჯღალოსნებმა ჩემპიონის ტიტული 14-ჯერ მოიპოვეს და მხოლოდ ორჯერ – 2010 და 2017 წლებში დაუთმო პირველობა რუმინეთს.

საქართველო "ა" ჯგუფში

"ბორჯღალოსნები" 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის "ა" ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებს, "ბ" ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.

საქართველო პირველ შეხვედრას 4 თებერვალს ლაიფციგში, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს; 10-ში ნიდერლანდებს მასპინძლობს; ჯგუფურ ეტაპს კი 17 თებერვალს, ესპანეთთან საშინაო შეხვედრით ასრულებს.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ორ-ორი მოწინავე თასის ნახევარფინალში გადის, დანარჩენები კი მე-5 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ჯგუფის გამარჯვებულები 2/3 მარტს მეორე ჯგუფის მეორეადგილოსნებს მასპინძლობენ, ფინალი კი 17 მარტსაა ჩანიშნული.

Rugby.ge

დავითი...
რაო შეგვატოვეს ლევანა უკვე?...ისევე სიჩუმე აირჩიეს და ვითომ და სიტუაციის ჩაწყნარება,სანამ ხალხს ბოლომდე არ აუცრუეთ გული რაგბზე და რა მიატოვა სტადიონები წაეთრიეთ კავშირიდან და ნაკრებიდან,ნუ გააუფასურეთ რაგბი...იძახეთ ექვსი ერი...ვის რაში უნდა იქ გაფარჩაკებული ნაკრები?ნუ აფუჭებთ მაგარ თაობას... წაეთრიეთ,წაეთრიეთ.... უკვე მოთმინება აღარაა საკმარისი ამათ ასატანად... გამძლეობა ქართულ რაგბს და წარმატებები
fani
როგორც რაგბის ქართველი ფანი, ხაზგასმით ვაცხადებ: სანამ რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება ჩვენს სარაგბო თემში (იგულისხმება ახალი ხელმძღვანელების მოსვლა, გამგეობის წევრების გამოცვლა თავის პრეზიდენტიანად, ასევე სამწვრთნელო შტაბის ცვლილება), მე და უამრავი ჩემნაირი აღარ ვაპირებ რაგბზე დასასწრებად სიარულს! თუ ამ ადამიანებს/ფუნქციონერებს შუბლის ძარღვი ოდნავ მაინც შერჩათ და მართლაც შესტკივათ გული ქართულ რაგბზე, მაშინ გვერდზე უნდა გაიწიონ და "ახალ სისხლს" დაუთმონ ფართო გზა. თუ არადა, ჩაიჯიბონ ყოველთვიურად ბიუჯეტის/ხალხის ფული, ხოლო შედეგები უფრო და უფრო გაუარესდება
გივი
ნიდერლანდების საყურებლად რომ მომკლა არ წავალ
ბატონ გელას!
ბატონო გელა! რატომ "ზღმარტლი"? უფრო "ანწლი" (როგორც ლექსიკონი გვეუბნება - იმერულად ; ჭანურად — ანწკლი, ინჭირა, ინჭირი; მეგრულად — ინჭირია, ინჭილია, ინჭირი; სვანურად — განჭვ, განჭვ და ა.შ). ჰო, რა იყო, რა გაცინებთ? რა ყველაფერი უკუღმა უნდა გაიგოთ, ყველაფრის გამასხრება და გაუცენზუროება - როგორ შეიძლება! მართლა და მართლა!
გელა
6 ერი არა ზღმარტლი.ამათი დონე ესაა ამ ეტაპზე.თუ ესე გაგრძელდა რუმინეთთან,ესპანეთთან და პორტუგალიასთან მოგება მოენატრებათ.არ ვარ ჩასაფრებული და ბოღმიანი.გული მტკივა და მაგიტო ვამბობ ამას
კ.მარქსი ფ.ენგელსი
მაისაშვილის დონის ტურნირი. აქაა ჩვენი ადგილი...
გიორგი
მაისაშვილო, წააააადიიიიიი
გიორგი
100%
გიორგი IV
ტყემალაძე-მაისაშვილი სანამ არ წავლენ მე სტადიონზე მიმსვლედი აღარ ვარ!!!
გიორგი IV
ითვალეთ აწი სტადიონზე ხალხი!რაგბი ჩვენი თამაშიაო არ დაგავიწყდეთ!
გიორგი IV
ვიღას აინტერესებს ეგ კალენდარი?!
თენგო
მსოფლიოზე 3 ქულა და ბოლო ადგილი, სამაგიეროდ ეხლა გადავუვლით ნამიბია გუნდებს. კიდევ კარგი, რომ "პასუხისმგებლიანი" მასწავლებელი დარჩა ნაკრებში. იცნობს ამ გუნდებს, ფაქტიურად გაშიფრული ჰყავს. ძვლივს რაღაცა ნორმალურს ემსგავსებოდა და ექვსი ერის ძალიან ბუნდოვანი იმედები მოჩანდა ჰორიზონტზე და ეხლა რაგბზეც უნდა აუცრუონ ხალხს გული. ისევ უცხოელი მწვრთნელი არის საჭირო. პორტუგალიამ უკვე გაგვასწრო განვითარებაში. ამ მომენტისთვის გვჯობნის და გაცილებით გონივრულ და ტაქტიკურად გამართულად თამაშობს, თავისი კლასიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. რაგბის თემაზე ვიღაცა წერდა რომელიღაცა სტატიის კომენტარებში, ესპანეთი და პორტუ შეიძლება ჩასვანო პირობითად 8 ერში ან მსგავს ფორმატში და შეიძლება მასეც მოხდეს რაგბის მმართველებისგან. არ იქნება გასაკვირი.
გივი
გერმანია რაგბში ეს იგივეა როგორც სანმარინო ფეხბურთში
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად