ლევან მაისაშვილი საქართველოს ნაკრებს აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის
არის ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, სწორედ მან შეძლო და მიიყვანა ჩვენი გუნდი უდიდეს ისტორიულ ეტაპებამდე, როგორიც იყო უელსთან და იტალიასთან გამარჯვება და რაგბის ევროპის ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა.

მან გამორჩეული წინამძღვრობა გაუწია მორაგბეთა დღევანდელ თაობას, გვერდში მყარად მედგა ქართული რაგბის წინსვლისთვის მუშაობაში, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლევანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლამდე.

მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე”.

ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.

მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.

*ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე.
შავი ლომმა ზედიზედ ორჯერ მოიგო “სუპერ თასი”.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

მკითხველის კომენტარები / 51 /
პორტუგალიის მერევე უნდა განეცხადა! კარგია, რომ თავად წავიდა. ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვუსურვებ! ზედ უნდა მიყვეს კავშირიდან კობახიძე, კევლიშვილი, ტყემალაძე და ხურციძე (წყალი რომ აამღვრევინეს და ახლა რადარებზეც რომ არ ჩანს). წინსვლა ქართულ რაგბს!
თემო
14:42 15-10-2023
5
ტყემალაძეც მიაყოლეთ სასწრაფოდ!
zura
14:15 15-10-2023
11

სიახლეები პოპულარული