ლევან მაისაშვილი საქართველოს ნაკრებს აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის
არის ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, სწორედ მან შეძლო და მიიყვანა ჩვენი გუნდი უდიდეს ისტორიულ ეტაპებამდე, როგორიც იყო უელსთან და იტალიასთან გამარჯვება და რაგბის ევროპის ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა.

მან გამორჩეული წინამძღვრობა გაუწია მორაგბეთა დღევანდელ თაობას, გვერდში მყარად მედგა ქართული რაგბის წინსვლისთვის მუშაობაში, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლევანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლამდე.

მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე”.

ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.

მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.

*ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე.
შავი ლომმა ზედიზედ ორჯერ მოიგო “სუპერ თასი”.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

მკითხველის კომენტარები / 51 /
ლევანი მაისაშვილს მადლობა მინდა უთხრა გაწეული შრომისათვის. მიმაჩნია რომ ის სწორად მოიქცა, რადგან უკვე დრო იყო ცვლილების. ვფიქრობ კარგი იქნებოდა თუ ის ნაკრებში რომელიმე მწვრთნელის რანგში დარჩება.
გიორგი
16 ოქტომბერი 2023 11:17
7
ლევან
Rezo
16 ოქტომბერი 2023 15:16
1
ვინმე უკეთესი ვიპოვეთ? თუ "გადადექი! გადადექი!" ძახილს ვერ გავცდით დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან?
Რაგბის ფანი
16 ოქტომბერი 2023 07:31
23
ისე, ტყემალაძე წავიდესო და რომ წავიდეს, ვინ მოდის? არ ვარ მისი არც მოწინააღმდეგე, არც აპოლოგეტი. უბრსლოდ გულწრფელად ვკითხულობ. ტყემალაძეა ბიძინას საფულე და ბიძინა ინახავს თავიდდნ ბოლომდე ქართულ რაგბის.
Rezo
15 ოქტომბერი 2023 23:55
20
გმადლობთ, ლევან! წარმატებები შავ ლომში. ჩემი აზრით, საკლუბო სპეციფიკა სწორედ თქვენია. თან აუცილებელია ერთიანი სისტემის შენარჩუნება" ასაკობრივები-ფრენჩაიზი-ეროვნული. ოღონდ ეგაა, ნაკრების ახალ მწვრთნელად ვარსკვლავს თუ არ ჩამოვიყვანთ, ლევანის გაშვება დანაშაული იქნება
Rezo
15 ოქტომბერი 2023 23:50
2
უმაგრესი ადამიანია ეს ვაჟკაცი კაცი
საბურთალო
15 ოქტომბერი 2023 23:09
2
ყოველთვის კაცი იყო და ესეთად დარჩა........... მადლობა ყველაფრისთვის კარგო კაცო.............
სიმართლე
15 ოქტომბერი 2023 23:08
1
ვერ ისვენებენ ეს აბუსერიძეები. ლევანზე უკეთესი შედეგი რომელ უცხოელ მწვრთნელს ჰქონდა? მარტო უელსთან და იტალიასთან რომ სიამოვნება მივიღეთ ის რად ღირს? ნუ ვიქნებით უმადურები.
აბო
15 ოქტომბერი 2023 22:22
13
მართლაც რომ სირცხვილია ეს უმადურობა.. მიუხედავად შედეგისა, მგონი საუკეთესო ნაკრები გვყავდა ისტორიაში. კაცი წავიდა და მაინც ლანძღავენ..
გიორგი
15 ოქტომბერი 2023 23:16
14
ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ამ მართლა ერთ დროს საამაყო ნაკრებს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობაც მიჰყვეს მაისაშვილს უკან?

მიყვეს ტყემალაძეც
15 ოქტომბერი 2023 19:22
18
ღმერთმა ჰქნას მაისაშვილის წყალი გადასხმოდეს ვილი სანიოლს. ეშველებოდა ფეხბურთის ნაკრებსაც.
გიორგი
15 ოქტომბერი 2023 18:31
11
პირველ რიგში ვულოცავ ქართულ რაგბს ჩალეტილი წრიდან გამოსვლის დაწყებას. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს ტიერ-1 დონის მწვრთნელის ჩამოყვანა. ამასთან, გაცილებით უკეთ უნდა მოექცეს ნაკრების ხელმძღვანელობა ჩვენს საუკეთესო მორაგბეებს საფრანგეთში. ეს ბიჭები მხოლოდ მაშინ უნდა ჩამოიყვანო, როდესაც მათ ეს შეუძლიათ. ნუ აიძულებთ აირჩიონ ან ფრანგული კლუბი ან საქართველოს ნაკრები.
გიორგი
15 ოქტომბერი 2023 18:27
11
თუ არის ეგეთი შემთხვევები, იქნებ დაწეროთ რა! საინტერესოა!
Rezo
15 ოქტომბერი 2023 23:53
0

სიახლეები პოპულარული