ლევან მაისაშვილი საქართველოს ნაკრებს აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის
არის ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, სწორედ მან შეძლო და მიიყვანა ჩვენი გუნდი უდიდეს ისტორიულ ეტაპებამდე, როგორიც იყო უელსთან და იტალიასთან გამარჯვება და რაგბის ევროპის ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა.

მან გამორჩეული წინამძღვრობა გაუწია მორაგბეთა დღევანდელ თაობას, გვერდში მყარად მედგა ქართული რაგბის წინსვლისთვის მუშაობაში, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლევანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლამდე.

მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე”.

ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.

მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.

*ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე.
შავი ლომმა ზედიზედ ორჯერ მოიგო “სუპერ თასი”.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

მკითხველის კომენტარები / 51 /
ღირსეული საქციელია ლევანის მხრიდან, მიუხედავად იმისა რომ მას არავინ გაუშვებდა, თვითონ მიიღო გულშემატკივრისთვის მოსაწონი გადაწყვეტილება, რაც უნდა ვაღიაროთ რომ ღირსეული საქციელია. ახლა ტოპ მწვრთნელი გვინდა თორემ ტოპ 10 ის თამაშებს რო უყურებს კაცი შორს ვართ მათგან და აუცილებელია მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პოტენციალი.
ABCABC
15 ოქტომბერი 2023 17:53
5
ტყემალაძემ დღეს იმედი ტვ-ზე მაგარი “ბოლი” დააყანე…:) მერე რა რომ მსოფლიო ჩავაგდეთ, სამაგიეროდ ძალიან მაღალ დონეზე ვართო:))) ფედერაციის საქმიანობის შეფასებაზე ჟურნალისტებისგან არცერთი მწვავე პირდაპირი შეკითხვა, მსოფლიოზე ასეთი მწარე ჩავარდნა ვითომც არაფერი…საქართველოში ჩინელი კონტრაქტორებივით არიან, ფული მიაქვთ და საქმეს აფუჭებენ:( მაინც ვიტოცებ იმედს, რომ რაგბში მყოფ ხალხს ეყოფა ღირსება და მართლა მცოდნე პროფესიონალებს ჩაბარდე ყველა ჩვენთანაგანისთვის საყვარელი ქართული რაგბი!
პაატა
15 ოქტომბერი 2023 17:37
14
სამარცხვინო შედეგის და რაგბის უკან დახევისთვის მადლობა ლევან! და რათქმა უნდა მადლობა ტყემალაძეს! ძმაკაცობა რომ იცის და მიუხედავათ დაბალი დონისა რაც შეეძლო გააქაჩინა მაისაშვილს! მაქსიმალურად შეუნარჩუნა თანამდებობა და მაყუთის საჭრელი პონტი!
ჩელენჯერი
15 ოქტომბერი 2023 17:17
32
უსინდისო და არაობიექტური შეფასება.
კახა
15 ოქტომბერი 2023 19:17
11
მადლობა ლევანს!! საქართველოს ნაკრებს ვუსურვებ ახალ ეტაპზე წარმატებით გადასვლას.. მაისაშვილი საქართველოში რომ ყველაზე კარგი მწვრთნელია, მგონი ვინც რაგბი იცის არ უნდა იდავოს.. ჰქონდა წარმატება და დარჩა, ვერ დადო შედეგი და წავიდა.. რას ერჩით ზოგიერთები ასე ჩაციკვლით ვერ გამიგია.. კაცმა უამრავჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, მერე ნაკრებში კარგი შედეგიც დადო მსოფლიომდე, ნაკრები ახალ ეტაპზე გადაიყვანა და ბოლო-ბოლო პირველად ვნახეთ ხაზის მოთამაშეების თამაში.. წარმატებები ლევანს მომავალს საქმიანობაში.. იმედია, ახალი მწვრთნელი უფრო განავითარებს და უკეთეს შედეგებს მოუტანს ქვეყანას!!!
ზაალი
15 ოქტომბერი 2023 17:17
9
ისეთი შანსი გავანიავეთ, ესეთ სუსტ ჯგუფში კიდევ როდის მოვხვდებით. ესეთი სირცხვილის შემდეგ პრეზიდენტიც უნდა გაყვეს.
123
15 ოქტომბერი 2023 16:32
19
მოიფიქრეს რიგირც იქნა!! რა იყო რო დაბერდს ეს კაცი ნაკრების მწვრთნელად. ერთ ადგილს ტკეონის უკვე ჩვენი ნაკრები.ამდენი წელი გავიდა და ისევბიგივე შეცდომენს უშვებს გუნდი… პასის და დაჭერის კულტურა ვერ დახვეწეს…როდემდე უნდა ვიყოთ ასე ერტადგილას?!პროგრესი დიდი ხანია შეჩერდა. ახალ ეტაპზეა უკვე და ძაან გვჭირდება უცხოელი ძლიერი და ცნობილი სპეციალისტი.
მათე
15 ოქტომბერი 2023 16:29
12
როგორც იქნა გაუშვა გივიმ?
გივის მეზობელი
15 ოქტომბერი 2023 16:26
11
ორმხრივი მადლობებისს შემდეგ მქუხარე ტაში და აპლოდისმენტები იყო? თუ არ იყო, მაშინ გაიმეორეთ იგივე სცენარი. ტყემალაძეზე დაგჭირდებათ.
ბრეჟნევი
15 ოქტომბერი 2023 16:22
11
რა კარგია ერთ კაცზე ყველაფრის გადაბრალება, თანაც ეს კაცი ხმას არ ამოიღებს. თითქოს რაგბის კავშირის შეფები არაფერ შუაში არ არიან ამ სამარცხვინო შედეგებზე.წარმოიდგინეთ რამდენ ხანს ფიქრობდენ ეს გენიოსები რომ როგორმე აეცილებინად ეს ჩავარდნა მათ რომ არ დაბრალებოდათ და მაინც ყველაზე პრიმიტიული გაცვეთილი იდეის მეტი ვერაფერი ვერ მიფიქრენ და ამათ აბარია ქართული რაგბის აწმყო და საუბედუროდ მომავალი. რაგბი დაუბრუნეთ რაგბისტებს და თქენ გადაბრძანდით თქვენთვის ასე პოპულარულ თუ გინდათ პარლამენტში სადაც თქენისთანა გენიოსებით გავსებულია...
Maximus
15 ოქტომბერი 2023 15:43
9
ერთადერთი სპორტია რაგბის სადაც ვერც მწვრთნელს და ვერც მოთამაშეებს ვერ გაკიცხვა რადგან მთელ გულს და სულს დებენ რომ აგებენ მაშინაც მიხარია ისეთი ჟინით თამაშობენ. მადლობა ლევან საქართველოს რაგბის შენებისთვის შენი წილი აგურის დადებისთვის.წარმატებები მომავალშიი
გელაშვილი
15 ოქტომბერი 2023 15:40
18

სიახლეები პოპულარული