ლევან მაისაშვილი საქართველოს ნაკრებს აღარ გაწვრთნის

AutoSharing Option
ლევან მაისაშვილმა, თითქმის ოთხი წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა დაასრულა. მისი შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და ლევანი თანახმაა, ახალი მწვრთნელის შერჩევამდე განაგრძოს მოვალეობის შესრულება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ლევანს ქართული რაგბისადმი ერთგულებისთვის და გამორჩეულ მორაგბეთა გუნდის ჭეშმარიტი ლიდერობისთვის. ჩვენ მოველით, რომ ლევანი დარჩება ქართული სარაგბო ოჯახის მნიშვნელოვან წევრად და სათანადო დროს გადაინაცვლებს ახალ ამპლუაში, საიდანაც ყველა დონის მოთამაშეთა პროფესიულ მომზადებას და განვითარებას გაუწევს მეთვალყურეობას.

იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: „მადლობას ვუხდი ლევანს იმისთვის რაც მან ქართული რაგბისთვის გააკეთა. ის
არის ჩვენი ეროვნული ნაკრების ყველაზე წარმატებული მწვრთნელი, სწორედ მან შეძლო და მიიყვანა ჩვენი გუნდი უდიდეს ისტორიულ ეტაპებამდე, როგორიც იყო უელსთან და იტალიასთან გამარჯვება და რაგბის ევროპის ზედიზედ ოთხჯერ ჩემპიონობა.

მან გამორჩეული წინამძღვრობა გაუწია მორაგბეთა დღევანდელ თაობას, გვერდში მყარად მედგა ქართული რაგბის წინსვლისთვის მუშაობაში, რომელიც დღეს გაცილებით უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე ლევანის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოსვლამდე.

მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “შავი ლომის” ტრიუმფალურ გამარჯვებებში სუპერთასის ტურნირზე. მოხარული ვარ, რომ დათანხმდა ჩვენთან დარჩენას, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მისი ახალი როლის უკეთ განსაზღვრაზე”.

ლევან მაისაშვილი: „მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.

მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18 წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები.

მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემს მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ”.

*ლევან მაისაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველომ პირველად დაამარცხა ტიერ 1 დონის მეტოქეები- იტალია და უელსი 2022 წელს; მოიგო ზედიზედ ოთხი რაგბი ევროპის ჩემპიონატი; ჰქონდა გამარჯვების საუკეთესო კოეფიციენტი (60%) – ითამაშა 40 – მოიგო 24, ფრე 3, წააგო 13 და მიიღო კვალიფიკაცია ზედიზედ მე-6 მსოფლიო ჩემპიონატზე.
შავი ლომმა ზედიზედ ორჯერ მოიგო “სუპერ თასი”.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი

მკითხველის კომენტარები / 51 /
პორტუგალიის მერევე უნდა განეცხადა! კარგია, რომ თავად წავიდა. ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვუსურვებ! ზედ უნდა მიყვეს კავშირიდან კობახიძე, კევლიშვილი, ტყემალაძე და ხურციძე (წყალი რომ აამღვრევინეს და ახლა რადარებზეც რომ არ ჩანს). წინსვლა ქართულ რაგბს!
თემო
15 ოქტომბერი 2023 14:42
5
ამაზე უარესი რა უნდა დაემართოს ამ მართლა ერთ დროს საამაყო ნაკრებს, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობაც მიჰყვეს მაისაშვილს უკან?

მიყვეს ტყემალაძეც
15 ოქტომბერი 2023 19:22
18
ტყემალაძეც მიაყოლეთ სასწრაფოდ!
zura
15 ოქტომბერი 2023 14:15
11
ღმერთმა ჰქნას მაისაშვილის წყალი გადასხმოდეს ვილი სანიოლს. ეშველებოდა ფეხბურთის ნაკრებსაც.
გიორგი
15 ოქტომბერი 2023 18:31
11
მადლობა ლევანს!! საქართველოს ნაკრებს ვუსურვებ ახალ ეტაპზე წარმატებით გადასვლას.. მაისაშვილი საქართველოში რომ ყველაზე კარგი მწვრთნელია, მგონი ვინც რაგბი იცის არ უნდა იდავოს.. ჰქონდა წარმატება და დარჩა, ვერ დადო შედეგი და წავიდა.. რას ერჩით ზოგიერთები ასე ჩაციკვლით ვერ გამიგია.. კაცმა უამრავჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, მერე ნაკრებში კარგი შედეგიც დადო მსოფლიომდე, ნაკრები ახალ ეტაპზე გადაიყვანა და ბოლო-ბოლო პირველად ვნახეთ ხაზის მოთამაშეების თამაში.. წარმატებები ლევანს მომავალს საქმიანობაში.. იმედია, ახალი მწვრთნელი უფრო განავითარებს და უკეთეს შედეგებს მოუტანს ქვეყანას!!!
ზაალი
15 ოქტომბერი 2023 17:17
9
კიდევ კარგი!! მაგრამ გამეცინა როცა წავიკითზე ტყემალაძის სიტყვები "ყველაზე წარმატებული მწვრთნელი იყოო" - ანუ მსოფლიო ჩემპიონატზე კატასტროფული გამოსვლა და ბოლო ადგილი ეს წარმატებაა??!! რა სისულელეა!
კი ბატონო, მადლობა უელსის და იტალიის დამარცხებისთვის, მაგრამ ეგ არაფრისმომცემი ამახანაგური შეხვედრა იყო!
ბესო
15 ოქტომბერი 2023 14:04
17
ბესო, ვერ დაგეთანხმები რომ რაგბიში ტიერ 1-თან ამხანაგური შეხვედრა არაფრის მომცემია, მარტო ეს შეხვედრო რომ შედგეს ძალიან ბევრია გასაკეთებელი. აბა ცადე და ეთამაშე ამხანაგური თამაში ფეხბურთში იტალიას ან ინგლისს, არც შემოგხედავენ.
ვისტი
15 ოქტომბერი 2023 14:13
7
პორტუგალია რომ გაგვეფინა, რისი მომცემი იქნებოდა? ისწავლეთ დაფასება. მით უმეტეს, წავიდა კაცი
ვვვ
15 ოქტომბერი 2023 14:38
21
გმადლობთ, ლევან! წარმატებები შავ ლომში. ჩემი აზრით, საკლუბო სპეციფიკა სწორედ თქვენია. თან აუცილებელია ერთიანი სისტემის შენარჩუნება" ასაკობრივები-ფრენჩაიზი-ეროვნული. ოღონდ ეგაა, ნაკრების ახალ მწვრთნელად ვარსკვლავს თუ არ ჩამოვიყვანთ, ლევანის გაშვება დანაშაული იქნება
Rezo
15 ოქტომბერი 2023 23:50
2
ტყემალაძემ დღეს იმედი ტვ-ზე მაგარი “ბოლი” დააყანე…:) მერე რა რომ მსოფლიო ჩავაგდეთ, სამაგიეროდ ძალიან მაღალ დონეზე ვართო:))) ფედერაციის საქმიანობის შეფასებაზე ჟურნალისტებისგან არცერთი მწვავე პირდაპირი შეკითხვა, მსოფლიოზე ასეთი მწარე ჩავარდნა ვითომც არაფერი…საქართველოში ჩინელი კონტრაქტორებივით არიან, ფული მიაქვთ და საქმეს აფუჭებენ:( მაინც ვიტოცებ იმედს, რომ რაგბში მყოფ ხალხს ეყოფა ღირსება და მართლა მცოდნე პროფესიონალებს ჩაბარდე ყველა ჩვენთანაგანისთვის საყვარელი ქართული რაგბი!
პაატა
15 ოქტომბერი 2023 17:37
14
ისეთი შანსი გავანიავეთ, ესეთ სუსტ ჯგუფში კიდევ როდის მოვხვდებით. ესეთი სირცხვილის შემდეგ პრეზიდენტიც უნდა გაყვეს.
123
15 ოქტომბერი 2023 16:32
19
ოე, იოსებ, გიმღეროთ თუ თვითონ წახვალ?
ჯადო
15 ოქტომბერი 2023 15:26
12

სიახლეები პოპულარული