გადაწყდა - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კოკერილი იქნება

AutoSharing Option
ლევან მაისაშვილის ნაცვლად საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელად 53 წლის ინგლისელი რიჩარდ კოკერილი დაინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას FreeRugby.ge ავრცელებს.

მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და კოკერილს 1+1+2 სისტემის კონტრაქტს გაუფორმებენ.

"ბორჯღალოსნების" ახალ თავკაცს "შავი ლომისა" და "თელ-ავივ ჰითის" რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩამდე წარადგენენ, რომელიც 22 დეკემბერს "ავჭალაზე" გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ალტრადმა მიიწვია მონპელიეში.... მგონი ყველაფერი ნათქვამია ამით,ეს რომ საშუალო დონე იყოს,მიიწვევდა?
პაატა
22 დეკემბერი 2023 11:41
0
როგორ მოერგება ნაკრებს, მაგას მომავალი გამოაჩენს. აქვს დამსახურებები და მიღწეევბი უდავოდ. ერთია რაც მაფიქრებს, ველა ამბობს, რომ ძაიან მკაცრია. ალტრადმა ტირანულიც კი უწოდა მის სტილს. რამდენად მოერგება ეს ქართულ ხასიათს? იმედია ამაზე ჰქონდათ სწორედ ლაპარაკი ფედერაციის წარმომადგენლებს მასთან. ლევანის მთავრა პლუსად ბიჭები სწორედ მეგობრულ კომუნიკაციას თვლიდნენ. ქართველის ხასიათი და ეთნომენტალური ნიუანსები ხშირად ევროპელისთვის გაუგებარია.
რეზო
21 დეკემბერი 2023 13:11
0
კოკერილი იქნება თუ კოკერ-სპანიელი, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს - წელს მომხდარი ჩავარდნის შემდეგ, მსოფლიო რაგბმა ახალი ტურნირის შექმნით კუთვნილი ადგილი მიგვიჩინა საერთო სარაგბო რუკაზე
სიმართლე
19 დეკემბერი 2023 19:53
7
იმედი მაქვს ამ კაცის, ახალი ცოცხი კარგად გვისო ჩვეწნ სუსტ მხარეებს იმედია მიხედავს და გამოასწორებს
მიხო
18 დეკემბერი 2023 14:29
0
ქართული რაგბის ისტორიაში იყო ორი დიდებული გამარჯვება ტიერ ერთის გუნდებთან ( იტალია -უელსი ) რომელიც მოხდა ლევან მაისაშვილის თავკაცობით ,ყველა უცხოელი მწვრთნელის დიდი მადლიერი ვარ განსაკუთრებით მილტონ ჰეიგის თუმცა აქ არის ერთი მთავარი ნიუანსი ვერცერთმა უცხოელმა მწვრთნელმა ვერ შეძლო ტიერ ერთის გუნდის დამარცხება და იმედია ეს ინგლისელი სპეციალისტი მინიმუმ გაიმეორებს მაისაშვილის მიღწევას ან სულაც დაამხობს რეკორდს მე პირადად ვუსურვებ რეკორდის დამხობას ,მაგისთვის მოიყვანეს..
რემი
18 დეკემბერი 2023 10:19
3
ver shedzles imitom rom ganvotatebis gzaze idga jer nakrebi da aketken modioda
suares
18 დეკემბერი 2023 17:36
0
მაისაშვილი მიდის და მოდი ნუღარ ვიკამათებთ მის ავ-კარგზე. ჰქონდა დიდი წარმატებებიცა და დიდი ჩავარდნებიც. ახალ მწვრთნელს კი ვუსურვით წარმატება.
გიორგი
18 დეკემბერი 2023 16:35
1
ყველა გამოხმაურება
დიდი იმედი მაქვს (იმედით ცოცხლობს კაცი), რომ ბატონი კოკერილი აუტს დაკოკრავს და მოაგვარებს ამ მოუგვარებელს.

ერთ თამაშსი, რომ 5-დან 10 აუტამდე - ბურთს დაკარგავ - ნუ რა შანსს კარგავ, და რა რესურსი უნდა დახარჯო, რომ ბურთი დაიბრუნო. ამაში მიდის უზარმაზარი ენერგია.

ეს დიდი პოტენციალია და ამაზე განსაკუთღებული ვარჯიშ ღირს მგონი გარჯად
აუტი
18 დეკემბერი 2023 09:42
0
რა თქმა უნდა მაისაშვილი იმსახურებს მადლობას და პატივისცემას გაწეული შრომისთვის მხოლოდ ერთს ვისურვებდი და გულშემატკივრის მხრიდან ვუსურვებ წავიდეს ევროპაში რომელიმე კლუბში ასისტენტად დიგნიდან შეისწავლოს თანმედროვე რაგბი ამასთანავე თუკი მწვრთლების კურსებია თუ სწავლა განათლებაც ( სერტიფიკატსაც მიიღებს მთლად უკეთესი) პლიუს როგორც ვიცით სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებთანაც ფედერაციას კარგი ურთიერთობები აქვთ იქაც მიიღებს გარკვეული პერიოდი გამოცდილება ჭკვიანი კაცია შეუთავსებს ქართულ ტრადიციულ რაგბს წამყვან რაგბის ტენდეციებს გამორჩეული პროფესიონალი იქნება და აქ მწვრთნელების გადამზადებაში დაეხმარება ქვეყანას( ბავშთა საწყის მომზადების თანამედროვე რაგბს მივაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას) და ამასთანავე ყველაფერ ამს ფინანსებით ფედერაციამ უნდა გაუწიოს დაფინანსება და გვერში დგომა ხოლო ახალ მწვრთნელს მალევე შეეტყობ რა შეუძლია დასავლეთში მიღებული პრაქტიკით ასი დღე და გამოჩნდება რისი დანერგვასაც შეეცდება ვნახოთ "იქნებ თხა იყოსვრამე მაიგოს" მაპატიეთ ცუდ ანალოგიას საერთოდ არ ვგულისხმობ!
კახა
18 დეკემბერი 2023 07:32
1
Samagierod maisashvili heigis tanashemwe iyo wlebi..heigi ki sakmaod Magali donis mwvrtnelia.. ase rom sul nu davakninebt levans..tanac shav lonshic dzaan kargi shedegebi akvs
Serfi
18 დეკემბერი 2023 12:21
0
ყველა მწვრთნელის ხელში,ქართული რაგბი ვითარდებოდა და საერთო დონე,სულ უფრო მაღლა მიიწევდა.მილტონ ჰეიგს,ამოცანად დაუსახეს,ქართული რაგბი,ხელით თამაშზე უფრო მეტად ორიემტირებული გაეხადა და მას შემდეგ,ეს მიმართულება,ძირითადი გახდა.შედეგად.ჩამორჩენა,საგრძნობლად შევამცირეთ.კოკერილი,ბრიტანელი სპეციალისტია და სავარაუდოდ,მისი სათამაშო სტილი,განსხვავებული იქნება.ეს რა თქმა უნდა,რაგბის ფედერაციაშიც კარგად ესმით,მაგრამ რაკი ეს გადაწყვეტილება მიიღეს,ეტყობა ისიც გააზრებული აქვთ,რა სურთ და რა უნდა შეცვალონ.იმედი ვიქონიოთ,რომ ყველაფერი კარგად იქნება,ქართული რაგბი,განვითარებას გააგრძელებს და უკეთესის ძებნაში,კარგსაც არ დაკარგავს.კოკერილს დიდ წარმატებებს ვუსურვებ,ლევან მაისაშვილს კი,მადლობას ვუხდი,გაწეული,მართლაც უზარმაზარი შრომისათვის და სამომავლოდაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ.დარწმუნებული ვარ,კიდევ ბევრს გააკეთებს,ქართული რაგბის განვითარებისათვის.ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ასე მგონია,კიდევ მოუწევს,საქართველოს ნაკრებში მუშაობა.მას ხომ ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა,რომელიც ძალიან გამოადგება,სამომავლოდ.
პ.ს.დღეს ალბათ ძალიან ბევრ დისლაიქს დამიწერენ,მაგრამ რაღაც დრო გაივლის და უკვე ცივ გულზე,დარწმუნებული ვარ,დისლაიქების ავტორების უმეტესობის აზრი,რადიკალურად შეიცვლება,ლევან მაისაშვილის სასარგებლოდ.დროის გადასახედიდან,მისი ღვაწლი,უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.
სოსო
18 დეკემბერი 2023 01:10
10
ეს კაცი წარმატებულია და იმედია საქართველოს ნაკრებსაც წაადგება მაისაშვილმა ორ ტიერ ერთის გუნდს მოუგო ამ კაცმა კი მინიმუმ სამს მაინც უნდა მოუგოს .აბა რისთვის შევცვალეთ მაისაშვილი .
dato
17 დეკემბერი 2023 22:06
4
ბოდიშს ვიხდი, მაგრამამკაცის წარმატება რაში გამოიხატება?
რეზო
21 დეკემბერი 2023 13:06
0
1+1+2 სისტემა რას ნიშნავს? ლაიბნიცის ფორმულაა?
პითაგორა
17 დეკემბერი 2023 21:42
7
1+1+2 ნიშნავს კონტრაქტის გადახედვის(შეწყვეტის შესაძლებლობების) წლებს. კონტრაქტი ოთხწლიანია, თუმცა შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება უმტკივნეულოდ (რაიმე სანქციის გარეშე) შეწყდეს ერთი ან ორი წლის შემდეგ.
რამაზ
19 დეკემბერი 2023 00:12
0
საიდან ასკვნი, რომ არ მესმის რაგბი ან არ მითამაშია? არადგან ფორმულა ვიკითხე?
გუმანით უნდა გამოვიცნოთ რა არის ეს ფორმულა თუ უნდა ითქვას გარკვევით?
ბატონ დავითს
18 დეკემბერი 2023 17:20
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული