2024 წლის ზაფხულში "ბორჯღალოსნები" იაპონიაში გაემგზავრებიან და "საკურებთან" სენდაიში 13 ივლისს ტესტ-მატჩს გამართავენ.

ეს იქნება ამ გუნდებს შორის მე-7 დაპირისპირება. აქამდე გამართული 6 შეხვედრიდან საქართველომ მოიგო ერთი, 5-ჯერ კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

პირველი თამაში 2006 წლის 14 აპრილს ოსაკაში შედგა და მასპინძლებმა 32:7 იმარჯვეს. 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 7-წლიან ციკლში "ბორჯღალოსნები" "საკურებს" 5-ჯერ ერკინნენ. 2012 წელს სტუმრებმა თბილისში, "მიხეილ მესხზე" 25:22 იმარჯვეს.

2014 წელს იაპონია კვლავ თბილისში გვეწვია და საქართველომ აზიელებთან პირველი გამარჯვება იზეიმა – 35:24.

2015 წლის მსოფლიო თასის წინ გლოსთერში გასახურებელი თამაში შედგა და მეტოქემ სამი წლის წინანდელის მსგავსად, ამჯერადაც 3 ქულის სხვაობით იმარჯვა – 13:10. მომდევნო წელს იაპონია მესამედ გვეწვია "მიხეილ მესხზე" და დაძაბული ბრძოლა ამჯერადაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 28:22.

აქამდე იაპონიასთან ბოლოჯერ 2018 წელს ტოიოტაში ვითამაშეთ და მასპინძლებმა მეხუთე გამარჯვება ჩაიწერეს – 28:0.

მთლიანობაში, 6 თამაშში საქართველომ იაპონიას გაუტანა 11 ლელო და 96 ქულა, თავად კი 17 ლელო და 150 ქულა მიიღო.

ვინ იქნებიან ივლისის ტესტებზე "ბორჯღალოსნების" დანარჩენი მეტოქეები, უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

Rugby.ge

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
"ბორჯღალოსნები" | იაპონია თბილისში მოდის
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
10 წლის შემდეგ პირველად - "ბორჯღალოსნებმა" იაპონია დაამარცხეს! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა