კონტრაქტის თანახმად, რომელიც 1+3 წლით გაფორმდა, კოკერილი როგორც "ბორჯღალოსნებს", ასევე "შავ ლომს" უთავკაცებს.
კონტრაქტზე ხელმოწერის დასმის შემდეგ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და რიჩარდ კოკერილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
იოსებ ტყემალაძე: "ამ დღისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. განვიხილეთ არაერთი კანდიდატურა, ორჯერ ვიმსჯელეთ გამგეობაზე, რადგან ჩვენთვის ქართული რაგბის ვინმესთვის ჩაბარება საკუთარი სისხლის გაღების ტოლფასია. ვფიქრობ, კოკერილის ასაკიდან, გამოცდილებიდან და შემართებიდან გამომდინარე, საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ. არჩევანის გაკეთებამდე
გავითვალისწინეთ მისი რეკომენდატორები, რომლებიც გამგეობაშიც გვყავს და რიჩარდის შეფასებისას მათგან მხოლოდ პოზიტივი გვესმოდა.
დღეს საქართველოს მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავს, ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) თავმჯდომარე ბატონი დომინიკ მაკქეი, რომელსაც რიჩარდთან ერთად "ედინბურგში" არაერთი წელი უმუშავია და შოტლანდიური რაგბი მისი გარჯით ძალიან კმაყოფილია. იმედია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენი მორაგბეებიც სიხარულით შეხვდებიან და ქართული ხასიათის სირთულეების მიუხედავად, ახალ მწვრთნელს კარგად შეეწყობიან. ყველა მომდევნო მწვრთნელთან ჩვენ გვაქვს მოთხოვნა, რომ ისტორიული გამარჯვებები ჯერ შეინარჩუნოს და მერე გააუმჯობესოს.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას მოვახსენებ ლევან მაისაშვილს. მას ზეგ ძალიან დიდი გამოცდა აქვს და მჭიდრო ურთიერთობაშია რიჩარდ კოკერილთან. ის გააგრძელებს რაგბის კავშირთან თანამშრომლობას და ვფიქრობ, ნაკრებიც და "შავი ლომიც" რიჩარდის ხელშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც ლევანის დროს იყო. მინდა რიჩარდს ხმამაღლა ვუთხრა – მთელი ქვეყანა და პირადად რაგბის კავშირის პრეზიდენტი მის გვერდშია. ჩვენ გვაქვს მისი მაღალი ნდობა, ჩვენი ყველასათვის საყვარელი კვართი მის ხელშია და გვჯერა, გუნდურობა და ერთობა აუცილებლად მოიტანს არაერთ დიდ გამარჯვებას.
ერთი წელი მწვრთნელის საქმიანობის შესაფასებლად საკმარისი არაა, თუმცა ამ პერიოდში შეგვიძლია ვნახოთ როგორ შეეწყობა ის გუნდს, ბიჭებს, რაიმე სისტემური ხარვეზი ხომ არაა და ამის შემდეგ მივიღებთ კონტრაქტის გახანგრძლივების, ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას. ზაფხულსა და ნოემბერში რთული ტესტები გვექნება და გამარჯვების ამბიციაც გვაქვს, თუმცა ფოკუსი 4-წლიან ციკლში მსოფლიო თასზე ნაჩვენებ შედეგზე კეთდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანამდე ვინმესთან რამეს დავთმობთ".

რიჩარდ კოკერილი: "უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ქართული რაგბის ოჯახის წევრობა. ეს არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და ტრადიციები. ის მყარ ფუნდამეტზე დგას, რომელიც ბოლო წლებში მილთონ ჰეიგმა და ლევან მაისაშვილმა ჩაყარეს. მოუთმენლად ველი გუნდთან ერთად მუშაობის დაწყებას.
სავარაუდოდ მომავალ კვირაში წარვადგენ სამწვრთნელო შტაბის ორ ახალ წევრს, რომლებიც მხოლოდ ეროვნულ ნაკრებში იმუშავებენ. ჩვენ ასევე გვყავს სამწვრთნელო შტაბის ქართველი სპეციალისტები, როგორც ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში, ასევე "შავ ლომში" და მათთან მჭიდროდ ვითანამშრომლებ.
მე არ ვაპირებ რომელიმე ქვეყნის, ან გუნდის სათამაშო სტილის კოპირებას. ჩვენ უნდა ვითამაშოთ როგორც ქართულმა გუნდმა, საკუთარი დნმ-ით. ამისათვის გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეების ძალიან მაგარი თაობა. მსოფლიო თასის შემდეგ, რა თქმა უნდა, იქნება ცვლილებები. ვიმედოვნებ, რომ 4-წლიანი ციკლის შუაში უკვე გვეყოლება ის ბირთვი, რომელიც მსოფლიო თასისთვის მოემზადება. წინ დიდი შრომა გველის, სტილი კი ჩვენს მოთამაშეებზე და მეტოქეზე იქნება მორგებული.

რაგბი ევროპაზე უპირველესად ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოვცდით. ზაფხულსა და ნოემბერში გვჭირდება ძლიერი მეტოქეები ეროვნული ნაკრებისთვის. რაც შეეხება "შავ ლომს", აქ უნდა დავიჭიროთ სტანდარტი, ავიმაღლოთ პროფესიონალიზმი და გავზარდოთ უკეთესი მორაგბეები ეროვნული გუნდისთვის.
ნაკრებსა და "შავ ლომში" ერთობლივი მუშაობა იდეალური კონცეფციაა, რადგან "შავი ლომის" მორაგბეების 50% ეროვნულ გუნდში თამაშობს. ეს დამეხმარება ქართული რაგბის შესწავლაში. მოთამაშეების არჩევის კუთხით მწირი არჩევანი გვაქვს, თუმცა საქართველო ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებებს აღწევს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისინი "შავ ლომში" დაწინაურდნენ, თუმცა ამისათვის უნდა იყვნენ ძალიან კარგები. მთლიანობაში, ამ ორ პოზიციაზე მუშაობა საინტერესო და პოზიტიური გამოწვევაა".

Rugby.ge
რა უბედურებაა,ისევ დაიწყო,მე არ ვარ რობოტის გამო,სურათების ამოყრა!