"ბორჯღალოსნების" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა, 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრისთვის 34-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

გამოძახებულთა შორის 11 დებიუტანტია. ესენი არიან ბურჯები დავით აბდუშელიშვილი, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ახალაძე, გიორგი ქართველიშვილი, გიორგი ჩხარტიშვილი, მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი, მესამეხაზელი გიორგი კერვალიშვილი, 9 ნომრები გიორგი მარგალიტაძე და დავით ხუროშვილი, ფრთა შაკო აფციაური და ფულბეკი ლუკა ცირეკიძე.

გაფართოებულ რაზმში 20 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. მათი ნაწილი ეროვნულში 20-წლამდელებიდან დაწინაურდა, ნაწილმა გამოძახება პირველად მიიღო, გუნდის 2/3 კი გამოცდილი მორაგბეები არიან.

კოკერილს და მასთან ერთად რამდენიმე მოთამაშეს, "ბორჯღალოსნებში" დებიუტი 4 თებერვალს დესაუში, გერმანიასთან ექნება. შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის დანარჩენ ორ თამაშს თბილისში, „ავჭალაზე“ გავმართავთ. 10 თებერვალს 14 საათზე ნიდერლანდებს, ხოლო 17 თებერვალს 16 საათზე ესპანეთს ვერკინებით.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპისთვის

შერკინება: დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი აფციაური (გრენობლი), გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხარტიშვილი (შავი ლომი); ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი); გიორგი კერვალიშვილი (შავი ლომი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), გიორგი მარგალიტაძე (შავი ლომი), დავით ხუროშვილი (კლერმონი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი).

Rugby.ge

გიორგი
საღინაძე რატომ არ არის ამ სიაში?ტრამვა აქვს?
ნოდარ
საფრანგეთიდან აბრამიშვილი ხორბალაძე რატომ არ გამოიძახა ან შველიძე? მომავალ მსოფლიოზე ამ ასაკს ვიხილავთ და ახლა უნდა მიეცეთ სათამაშო დრო იმედია უახლოეს ტესტებზე იქნებიან სხვა 20 წლამდელთა მორაგბეებთან ერთად. რაღა დროს თოდუაა გამოცდილების გარეშე ვერ გაბედა ჯერ ალბათ. ვნახოთ როგორ დაალაგებს თამაშებს.
გიორგი-50
ბატონო, კოკერ..., გამოიძახეთ ჩილაჩავა, ამ ეტაპზე მაბაზე ძლიერი მორკინალი არ გვყავს... ან დაააკვირდიიით მაინც...
პუნქტუაციას
კეთილი, მაგრამ ქუნთელია ხომ არის 19 წლის? ნაკრებში ახალგაზრდაც უნდა იყოს და 30-37 წლის გამოცდილი მორაგბეც, თუ გვინდა წარმატება მსოფლიო ჩემპიონატზე.

ირლანდიის ნაკრები კი არა აგერ პორტუგალიელმა 38 წლის ბურჯმა ფრანცისკო ფერნანდეშმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატი ჯიბეში ჩაგვისვა. ძალიან ნაადრევად ჩამოწერეს ჩილაჩავა და ვინც იძახდა რო მზარდი მორაგბე არაა და მაგიტო სწორია არ გამოძახებაო, პირველ რიგში ჩილაჩავა იმ 35 წუთში, რაც რეგულარულად ეძლევა იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ნებისმიერი მზარდი პირველხაზელი 50-ში და მეორეც, ტრავმით ნატანჯი ნარიაშვილი რომელმაც საერთოდ კარიერა შეაჩერა ერთი წლით თავისუფლად როგორ მოხვდა გუნდში უდიდესი გამოცანაა. ერთი მომენტი არ მახსოვს მისი ისე ჩაიარა ტურნირმა. კიდევ გაცილებით კითხვა არის რაც დამრჩა მაგ სელექციასთან. მაგრამ რაც იყო, იყო. კოკერილის ნარატივიდან გამომდინარე გამორიცხულია ჩილაჩავას ყოლა, გაახალგაზრდავება გადაწყვიტა და მე პირადად მომწონს ეგ მიდგომა.
გიორგი
ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ, ისე სჩანს, რომ საფრანფეთში მოთამაშე მორაგბეებზე კოკერილი ისევ რაგბის კავშირიდან იღებს ინფორმაციას. ტყემალაძე-მაისაშვილს კი ვიღაცეები არ უყვართ. ეს ვიღაცეები კი ბდღვნიან. კასტრთან ჩილაჩავა მეორე ნახევარში გამოვიდა და ამით დასრულდა შავი ლომის მოგებული შერკინებები. ის ჯერ მხოლოდ 33 წლისაა. ირლანდიის ნაკრები კი 40 წლის ბურჯებს კიდევ ათამაშებს. კოკერილ, ნუ ენდობი რაგბის კავშირს!
გიორგი
ქუნთელია იმსახურებს გამოძახებას.
dem
ჩაჩანიძეს ტრავმა აქვს. ზამთარაძე რითი არის ან ალხაზაშვილზე, ანდაც ნიორაძეზე მეტი ვერ გამიგია დღემდე. ხონელიძის გამოძახებაც შეიძლებოდა ჩემი აზრით, მაგრამ ორიაკს ორი ძირითადი ჰუკერის გარეშე ძალიან გაუჭირდება. ისე იმედია რაფავა-რუსკინი გამოიხედავს აქეთკენ, ასაკი წამოეწია უკვე. ძალიან მინდოდა ინგლისის ნაკრებით ეთამაშა მსოფლიო, მაგრამ აწი თუ მუნდიალზე თამაში უნდა, მისთვის ერთადერთი შანსი საქართველო იქნება და დასაკარგი არ არის ეგ მორაგბე. შემდეგი მსოფლიომდე თუ აზრი შეიცვალა აბრამიშვილი-აბულაძე-რაფავა იდეალური სამეული იქნებოდა პირველ ნომერზე.
Rezo
ფინალჯ პარიზშია, მაგრამ 1/2 სად არის?
Rezo
ძირითადად მოაზრებული პირველხაზელების არგამოძახება მესმის. ამათ მივაკუთვნებ მაჭარაშვილსაც. აბულაძეს და მელიქიძეს ტრავმა აქვთ. როგორ სჩანს ყაულაშვილს, ჩილაჩავას, ნუცუბიძეს, ტაბიძეს, მატარაძეს ხაზი გადაესვათ სამწუხაროდ. ქართველიშვილის გამოძახება აქამდეც ნამდვილად შეიძლებოდა. ჰუკერებში ალხაზიშვილს მივცემდი გადატვირთვუს შანსს. დანარჩენი: გორგაძეს ტრავმა აქვს და რომც არ ჰქონდეს, უნდა დაასვენოს. ჯავახია გამიხარდა! აუცილებლად დასაბრუნებელი იყო! ჩაჩანიძე სად არის? მესამე ხაზში გაუგებარია და უქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, იაშადაშვილი რატომ არ არის? თუ კლუბთანაა შეთანხმება, ესეც გვიფხარით, რა! 9 ზე ვასკა და გელას არყოფნაში ( ვასკას წარმატებები და გელას უსწრაფესი გამოჯანმრთელება) მუშიკოს შანსია. სხვა ბიჭებიც ვნახოთ! დანარჩენი ოპტიმალურია
სოსო
კოკერილიც აშკარად ცდილობს,სანაკრებო ბაზის გაფართოებას და ყველა შესაძლო კანდიდატის საქმეში ნახვას.პირველი ორი თამაში,ამის საშუალებას გვაძლევს,მერე კი,საჭიროების მიხედვით,თანდათან ნაკრების პირველ მეორე ნომრებსაც ჩართავს,ბრძოლაში.რა თქმა უნდა სწორი მიდგომაა.ნაკრებს ღრმა ზურგი სჭირდება.
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა