"ბორჯღალოსნები" | მზადება გამარჯვებისთვის, სიახლეებთან ერთად

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" უკვე ორი დღეა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე წლის პირველ შეკრებაზე იმყოფება – ახალი მწვრთნელებითა და 11 დებიუტანტით გაფართოებულ შემადგენლობაში.

ინგლისელ მთავარ მწვრთნელ რიჩარდ კოკერილს, მის ასისტენტებს – ირლანდიელ კონორ მაკფილიპსა და სამხრეთაფრიკელ შონ სოვერბის, ასევე რამდენიმე მოთამაშეს, სანაკრებო დებიუტი 4 თებერვალს დესაუში, გერმანიასთან ექნებათ. შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება.

რიჩარდ კოკერილი: „ვემზადებით გერმანიასთან მატჩისთვის. ამ პროცესში ბევრი რამ ხდება ახალი – ახალ მწვრთნელებთან და მოთამაშეებთან ინტეგრაციის პროცესი საკმაოდ მნიშნელოვანია. გამარჯვება მთავარი პრიორიტეტია და ყოველთვის ამისთვის ვითამაშებთ, თუმცა, ამავდროულად, უნდა
დავიჭიროთ ბალანსი – მომზადების პროცესი და ახალი მოთამაშეების გამოცდაც მნიშვნელოვანია“.

კონორ მაკფილიპსი (შეტევის მწვრთნელი): „ვგრძნობ, რომ გუნდმა კარგად მიმიღო – როგორც სტაფმა, ისე მოთამაშეებმა. ვხედავ, რომ სწავლის დიდი სურვილი აქვთ. აქ დამხვდა ლევანისა (მაისაშვილი) და ქორის (ბრაუნი) მიერ შექმნილი კარგი ბაზა. მოთამაშეებს აქვთ სასურველი სარაგბო უნარები და ესმით თამაში, თუმცა ისინი ყოველთვის ეძებენ გზებს, გახდნენ უკეთესი“.

„ჩემი საქმე და გამოწვევაა მათი განვითარება სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო მიზანს კი ისეთი თამაშის ჩვენება წარმოადგენს, რომელიც ნებისმიერ დონეზე მოგებაში დაგვეხმარება – არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ამინდია ან როგორი მოწინააღმდეგე გვყავს. მოთამაშეებმა უნდა გააცნობიერონ ამოცანა და შემდეგ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები წნეხის ქვეშ“.

შონ სოვერბი (დერეფნისა და დაცვის მწვრთნელი): „ჩემი პირველი შთაბეჭდილება დადებითია. ამ გუნდში დიდი ნიჭი და პოტენციალია. ჩვენი სამუშაო იქნება ის, თუ რამდენად კარგად განვავითარებთ ამ პოტენციალს, რათა საქართველო მომავალ წლებში უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ. ისტორიულად, შერკინება და მოლი ქართული რაგბის ძლიერი მხარეებია. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ძალა და პარალელურად, განვვითარდეთ სხვა მიმართულებითაც. უნდა შევძლოთ ქართული ფიზიკურობის დომინაცია მოწინააღმდეგეებზე და თუ ჩვენ ამაზე მუდმივად ვიმუშავებთ, შევძლებთ ტოპ-ათეულში შესვლას“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
რიჩარდ, რაგბის კავშირს არაფერი დაუჯერო. თავად ნახე ფრანგულ ლიგებსა და დიდ 10-ში ვინ რას თამაშობს და თავად შეარჩიე შემადგენლობა.
გიორგი
01 თებერვალი 2024 12:41
0
სტანდარტული პირველი ინტერვიუა.ამ ეტაპზე,მეტს ვერანაირად ვერ იტყვის.ძლიერი მხარეების გაუმჯობესება და სუსტი მხარეების ამოქაჩვა.ჩვენც სტანდარტულად,წარმატებები ვუსურვოთ.პირველი შედეგები,შემოდგომის ტესტებზე უნდა გამოჩნდეს,თუმცა ტენდენციები,უკვე ზაფხულშიც შეეტყობა.ქართული რაგბის დონე,მაღლა მიდის და უკვე წელს გვქონდა იმედი,ჯგუფიდან გავსულიყავით.არ გამოგვივიდა,მაგრამ მომავალ ჩემპიონატამდე,ეს უკვე ობიექტური პრეტენზია უნდა იყოს და იქნება კიდეც.ჩელენჯქაფი,ჩვენ ბიჭებს,დიდ გამოცდილებას და თავდაჯერებულობას მისცემს,რაც ნაკრებსაც დაეხმარება.
სოსო
31 იანვარი 2024 22:55
2
რიჩარდ, ჩილაჩავა მოიწვიე, თუ გინდათ, რომ უკეთესად გაისარჯოთ...
გიორგი 50
31 იანვარი 2024 20:52
0
პირველი "მიხვედრილობა" და ნააზრევი სწორია: შერკინებაში და მოლში ძველი ძლიერების დაბრუნება.
ნუ ცხადია სხვა სათამაშო კომპონენტების დახვეწა-განვითარება.
აი ნახავთ 2027 ში საქართველო მეოთხედფინალში ითამაშებს მსოფლიოზე.
წარმატებები ნაკრებს და შავ ლომს!
წარმატებები საქართველო!
ბათუმელი ექსპერტი
31 იანვარი 2024 18:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული