"ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა, საქართველოს ნაკრების თავკაცის რანგში სადებიუტო შეხვედრისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

4 თებერვალს, გერმანიასთან მატჩი, კოკერილის გარდა სადებიუტო იქნება მისი ასისტენტებისთვის – შონ სოვერბისა და კონორ მაკფილიპსისთვის, ასევე 5 მოთამაშისთვის: გიორგი ახალაძე, ლუკა ცირეკიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქართველიშვილი და დავით ხუროშვილი. ახალაძე და ცირეკიძე თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ, მამაიაშვლი, ქართველიშვილი და ხუროშვილი კი მარქაფაში არიან.

გუნდში ყველაზე უმრწმესი ცირეკიძეა – 19 წლის. ის ეროვნულში 20-წლამდელებიდან დაწინაურდა. მის გარდა შარშან მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ითამაშეს ირაკლი აფციაურმა (რომელსაც ბორჯღალოსნებში დებიუტი საფრანგეთში, მსოფლიო თასზე ჰქონდა), მამაიაშვილმა, ხუროშვილმა და თორნიკე კახოიძემ. მათ შორის კახოიძე ყველაზე გამოცდილია. ის გერმანიასთან მე-5 კეპს მოიხვეჭს.

დებიუტანტებს შორის ყველაზე მხცოვანი (32 წლის) გიორგი ქართველიშვილია. 23-კაციან განაცხადში მასზე უფროსი მხოლოდ ნოდარ ჭეიშვილია (33).

მერაბ შარიქაძე – ცენტურიონი კაპიტანი!

"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე გერმანიასთან სანაკრებო კვართს მე-100-ედ მოირგებს და გახდება მე-7 ქართველი ცენტურიონი.

აქამდე ეს პატივი მერაბ კვირიკაშვილს, დავით კაჭარავას, გიორგი ჩხაიძეს, სანდრო თოდუას, ლაშა მალაღურაძესა და შალვა მამუკაშვილს ერგო.

30 წლის შარიქაძეს სანაკრებო დებიუტი 2012 წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა. 23-კაციან რაზმში მას ამ ტურნირზე ყველაზე მეტი, 40 თამაში აქვს ჩატარებული და შესაბამისად, თასსაც ყველაზე მეტჯერ ფლობდა – 11-ჯერ.

დებიუტანტების გარდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არასდროს უთამაშიათ ირაკლი აფციაურს და ბექა შვანგირაძეს, რომელთა ანგარიშზე თითო-თითო სანაკრებო კეპია.

განაცხადში მყოფი 23 მოთამაშიდან 13, 25 წელზე ნაკლები ასაკისაა და გუნდის საშუალო ასაკიც 24,4 წელია. 30 წელს გადაცილებულები არიან ჭეიშვილი, ქართველიშვილი და შარიქაძე; 27 წლისანი არიან გიორგი ჯავახია, გიორგი ცუცქირიძე და მიხეილ ბაბუნაშვილი; 26 წლისანი არიან ილია სპანდერაშვილი, მირიან მოდებაძე, გიორგი კვესელაძე და აკაკი ტაბუცაძე.

შარიქაძის გარდა 50-ზე მეტი კეპი მოხვეჭილი აქვთ ჭეიშვილს და კვესელაძეს. საპირისპიროდ, დებიუტანტების გარდა 10-ზე ნაკლები კეპი აქვს 10 მოთამაშეს: ვანო კარკაძე, აფციაური, ჯავახია, ლუკა ივანიშვილი, სპანდერაშვილი, მიხეილ ალანია, ლუკა ნიორაძე, ბაბუნაშვილი, შვანგირაძე და კახოიძე. საშუალოდ, 23-კაციან განაცხადში მყოფი მოთამაშეების კეპები 17,6-ია.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. პირველი ტური

4 თებერვალი. დესაუ (გერმანია). Paul Greifzu Stadion. 18:00 (საქ. დრო)

გერმანია – საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. გიორგი ქართველიშვილი (ორიაკი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. დავით ხუროშვილი (კლერმონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

Rugby.ge

სოსო
გმადლობთ გამოხმაურებისათვის!ისე,ამ საიტს,რობოტებზე მეტად,ბოროტები ანაგვიანებენ.
S.K.K.
როგორც ვნახე იუტიუბზე "არ ვარ რობოტი" ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგაა მიმართული. როგორც თქვეს რობოტები ამ ტესტს ვერ გადიან. რამდენადაც იხვეწება AI იმდენად რთულდება ტესტი. ასე ამბობენ
ქორ-პარიკმახერი
ყოველთვის საინტერესოა თქვენი კომენტარი. მოუთმენლად ველოდები ნებისმიერ გუნდთან ჩვენს თამაშს. წარმატებები ბიჭებს! პ.ს. არ ვარ რობოტიო მაგის მითითებას სულ ითხოვდა გვერდი, სხვა ახალი , დამატებით რაიმე ფოტოები ჩემთან არაფერია
სოსო
ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობაა,დაყენებული და რა თქმა უნდა სწორად იქცევა მწვრთნელი.ამ თამაშებში უნდა გასინჯოს და ნაკრებს შეაჩვიოს,ახალგაზრდობა.რა თქმა უნდა,იმასაც შეხედავს,ვის რაზე აქვს სამუშაო და როგორ აითვისეს,მის მიერ დანერგილი სიახლეები,რაც ეჭვგარეშეა,კოკერილს ექნება და მასზე მუშაობაც ექნებათ დაწყებული.წარმატებები მეთქი,ვუსურვებდი ბიჭებს,შედეგში რაიმე საეჭვო რომ იყოს,მაგრამ ახლა,უფრო გერმანელებისაგან დიდ წინააღმდეგობას ვუსურვებ,სრულყოფილი სპარინგი რომ გამოუვიდეთ და უფრო საბრძოლო ვითარებაში დახვეწონ,ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციები.ვულოცავ მერაბს,მეასე კეპს და სამწვრთნელო შტაბს,სადებიუტო მატჩს,საქართველოს ნაკრებთან ერთად.პირველი ორი თამაში,ჩვენთვის გასახურებელი იქნება,მერე კი,ჯერ ესპანეთი და მერე,სავარაუდოდ პორტუგალია შეგვხვდებიან,რომელთა ამბიციებიც,უკვე ახლავე,ჩანასახშივე გვაქვს,ჩასახშობი.მათაც საგრძნობი პროგრესი აქვთ და მსოფლიოს თასის შემდეგ,თუ კიდევ მივეცით რაიმეს იმედი,შესაძლოა საკუთარი თავისა ირწმუნონ კიდეც.მათი დაზოგვა, არ შეიძლება!სწორედ მთლიანობაში ვუსურვებ წარმატებებს,ჩვენს ნაკრებს.ვიცი,რომ ასეც იქნება. ხალხო,თქვენთანაც დაიწყო,მე არ ვარ რობოტიო,მაგის გასაგები სურათების ამოყრა?უკვე ნერვებს მიშლის,ეს უაზრობა.
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ლაზიშვილი ნურმაგომედოვს ერთი ერთზე მაგრად ცემას ჰპირდება - საბას PFL და UFC ეპატიჟებიან
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ბორჯღალოსნები" | მე-16 ტიტულს დესაუდან შევუტევთ
5 ქუთაისელი - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა გერმანიასთან მატჩისთვის ცნობილია
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მილტონ ჰეიგი პირველი ტაიმით უკმაყოფილო დარჩა...
"ბორჯღალოსნებმა" მშრალი ანგარიშით ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გერმანიას სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნებმა" გერმანია გაანადგურეს და 1 ტურით ადრე რაგბი ევროპის ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან