2024 წლის ივლისში "ბორჯღალოსნები" ტიერ1-ის გუნდებთან ზედიზედ ორ თამაშს გამართავენ.

13 ივლისს საქართველო იაპონიას ეწვევა და „საკურებს“ სენდაიში, ერთი კვირის თავზე კი, 20 ივლისს, ავსტრალიას სიდნეიში ერკინება. ეს იქნება „ვოლაბებთან“ მესამე დაპირისპირება – პირველი მსოფლიო თასს მიღმა.

საქართველო ავსტრალიას პირველად 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასზე შეხვდა და 75-ე წუთამდე ტოლ-სწორად ეთამაშა, თუმცა დასკვნით წუთებში ორი ლელო გაუშვა და საბოლოოდ მეტოქემ ბონუსით, 27:8 იმარჯვა.

2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასის პირველ მატჩში „ვოლაბები“ ორი ლელოთი, ერთი გარდასახვით და სამი ჯარიმით 21:3 დაწინაურდნენ. შესვენების შემდეგ ინიციატივას საქართველო დაეუფლა და ორი ლელო გაიტანა, მაგრამ ორიც თავად გაუშვა და მეტოქემ 35:15 იმარჯვა.

ამრიგად, ავსტრალიამ ნეიტრალურ მოედნებზე გამართულ ორივე თამაშში 4-4 ლელო გაიტანეს, საქართველომ კი შესაბამისად, ერთი და ორი ლელოთი უპასუხა. წელს ეს გუნდები პირველად ითამაშებენ მსოფლიო თასს მიღმა და ტიერ1-ის გუნდებიდან მხოლოდ ახალი ზელანდია დარჩება, ვისთანაც ტესტ-მატჩი ჯერ არ ჩაგვიტარებია.

იოსებ ტყემალაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „მოუთმენლად ველით ავსტრალიაში გამგზავრებას და მათთან მსოფლიო თასს მიღმა პირველ თამაშს. დიდ მადლობას ვუხდი ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტს, ბატონ ჯო როფს მიწვევისთვის და საპასუხოდ, მომავალში „ვოლაბებს“ საქართველოში სათამაშოდ ვეპატიჟები“.

„ავსტრალია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ელიტის წარმომადგენელია. ის, რომ მათ ჩვენთან თამაშის სურვილი აქვთ იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება. იაპონიასთან თამაშიდან ერთ კვირაში, ჩვენი გუნდი სიდნეიში ჩავა და 2023 წლის მსოფლიო თასზე ნაჩვენები შედეგისთვის რევანშის აღების შესაძლებლობა ექნება“.

„გლობალური ექსპანსია – ეს ის თემაა, რომელზეც მთელს სარაგბო სამყაროში საუბრობენ და სწრაფი განვითარებისთვის ჩვენ მეტი ამ დონის შეხვედრები გვჭირდება“.

წყარო: Rugby.ge

სიმართლე
ხა-ხა-ხა-ხა!
ვაჰმე
კი ბარპნო,ვიყოთ ექსპანსიონისტები.ავიღოთ იაპონია და ავსტრალია!:)
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა