"ბორჯღალოსნები" | ესპანეთთან ჯგუფში პირველობისთვის

AutoSharing Option
17 თებერვალს "ბორჯღალოსნები" და ესპანელი "ლომები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის "ა" ჯგუფში პირველობისთვის შეიბმებიან. თამაში „ავჭალაზე“ 16 საათზე დაიწყება.

ჯგუფური ეტაპის განვლილ ორ ტურში ორივე გუნდმა გამარჯვებები მოიპოვა და თასის ნახევარფინალში ორივე გავიდა. მაგრამ ამ თამაშმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს საკუთარი მოედნის უპირატესობით.

განვლილ მატჩებში საქართველომ გერმანია დესაუში 28:17, ხოლო ნიდერლანდები "ავჭალაზე" 31:10 დაამარცხა; ესპანეთმა ნიდერლანდებს ამსტერდამში ერთი გარდასახული ლელოთი, 20:18 სძლია, გერმანიას კი მადრიდში 27:5 აჯობა. შედეგად, ორივე გუნდს 9-9 ქულა აქვს და საქართველო
უკეთესი ბალანსის შედეგად პირველ ადგილზეა.

აქვე გეტყვით, რომ "ბ" ჯგუფს ორი ტურის შემდეგ 9 ქულით რუმინეთი ლიდერობს, პორტუგალიას 6 ქულა აქვს, ბელგიას - 4 და პოლონეთს - 0. ბოლო ტურში ბელგია აუტსაიდერ პოლონეთს მასპინძლობს, რუმინეთი კი პორტუგალიას ბუქარესტში დაუხვდება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ნახევარფინალში გამსვლელთა ვინაობა. ნახევარფინალები 2-3 მარტსაა ჩანიშნული.

Sportall.Ge

25-ედ

ესპანეთში რაგბის თამაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს, 1923 წელს კი რაგბის ფედერაცია დააარსეს და 1934 წლიდან რაგბი ევროპის წევრები გახდნენ. ნაკრები პირველად 1929 წელს შეიკრიბა და იტალიასთან ითამაშა (9:0). გუნდმა არსებობის განმავლობაში ერთადერთხელ, 1999 წელს ითამაშა მსოფლიო თასზე. ყველაზე დიდი სხვაობით – 90:8, 1995 წელს ჩეხეთი დაამარცხა, თავად კი 2001 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა – 10:92.

2000 წელს ერთა თასის (ამჟამად რაგბი ევროპის ჩემპიონატი) დაარსებიდან დღემდე, საქართველო ესპანეთს თითქმის ყოველ წელს ერკინებოდა. გამონაკლისი მხოლოდ 2005 წელი იყო, რის საპირწონედაც იბერიელებს 2014 წელს ორჯერ ვეთამაშეთ. ჯამში 24 შეხვედრიდან 12 შინ გავმართეთ და 12 სტუმრად, მოვიგეთ 20, ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, 3-ჯერ კი მეტოქემ იმარჯვა – ბოლოს 2012 წელს.

ესპანელებმა სამივე გამარჯვება საკუთარ მოედანზე ჩაიწერეს – 2000 წელს, პირველ შეხვედრაში 36:32, 2007 წელს 31:17 და 2012 წელს 25:18. ფრე 6:6 ასევე სტუმრად, ტარაგონაში დაფიქსირდა.

"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთს სარეკორდო სხვაობით 2011 წელს მოუგეს – 60:0 "მიხეილ მესხზე". ბოლო 12 თამაშია გამარჯვება საქართველოს რჩება, თუმცა მეტოქე საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მუდამ თავგამოდებით იბრძვის და 2021 წელს მადრიდში მხოლოდ 6 ქულის სხვაობით (25:19) ვიმარჯვეთ, თუმცა შარშან ეს ტრადიცია დავარღვიეთ და ტორელავეგაში 41:3 დავამარცხეთ.

განვლილ 24 თამაშში საქართველომ ესპანეთს 103 ლელო და 752 ქულა გაუკეთა, თავად კი 36 ლელო და 337 ქულა მიიღო. მოცემული მომენტისთვის ესპანეთი მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილზეა (63,46) და საქართველოს 6 საფეხურით ჩამორჩება.

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა ესპანეთთან

შერკინება:
დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), გიორგი ახალაძე (ბეზიე), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი აფციაური (გრენობლი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი); ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გურამ ღანიაშვილი (გრენობლი); გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), ბექა შვანგირაძე (ორიაკი), ოთარ გიორგაძე (მონტობანი), იოანე იაშაღაშვილი (ვალანსი).

ხაზი: მიხეილ ალანია (ორიაკი), დავით ხუროშვილი (კლერმონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი); ლუკა მატკავა (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი); მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი); ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), შაკო აფციაური (შავი ლომი); მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), ლუკა ხორბალაძე (ლიონი).

მკითხველის კომენტარები / 19 /
ასეთ ქვეჯგუფში ფეხბურთშიც იგივე დონეზე რას გაასწორებდა.
ესპანეთი, გერმანია და ნიდერლანდები ჩვენი ბულკები რომ იყოს
ვანჩოპე
13 თებერვალი 2024 23:24
0
ამათ დონის გვყავს ყოველთვის ჯგუფში ფეხბურთში გიბრალტარი,ანდორა და ა.შ.იმედია მოვიგებთ და იმედია დიდი სხვაობით,ამისთანა ფარჩაკ გუნდებს 5 გარადასახული ლელოთი მაინც უნდა ვუგებდეთ,სხვა შემთხვევაში უნდა მივიჩნიოთ რომ ჩავისვარეთ,სანამ ამ პრინციპით არ ვიხელმძღვანელებთ,რაგბი ჩვენი თამაშიას ძახილი და რაინდობის ბახა-ბუხი მარაზმია და მეტი არაფერი....ველოდებით შედეგებს....
ამირანა გამყრელიძე
14 თებერვალი 2024 09:45
3
ვიღაცამ დაწერეთ გუნდის ძირითად ბირთვის შესახებ: მაგ.: აფრასიძის ტრამვა, საღინაძე რა მდგომარეობაშია? და სხვები.
ქომაგი
14 თებერვალი 2024 16:03
0
აშკარაა რომ რაგბს სულ უკეთ თამაშობენ უკვე ტრადიციულად არა სარაგბო ქვეყნებშიც, რაც რაგბის პოპულორაბის ზრდასა და განვითარებაზე მეტყველებს მსოფლიოში. ჩვენც მით უფრო არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ ტენდენციას თორემ მალე პორტუგალიათი საქმე აღარ შემოიფარგლება. ესპანეთთან იაშაღაშვილის თამაში მაინტერესებს ყველაზე მეტად. ძალიან იმედის მომცემი იყო უკვე U18 -ში, მერე თითქოს რადარებიდან გაქრა და ეხლა ისევ იმედიმომცემად გამოჩნდა. ჩემი მოლოდინია რომ იოანე დიდ ძალად უნდა ჩამოყალიდეს ნაკრებისთვის. წარმატებები მას!
გიორგი
14 თებერვალი 2024 14:43
0
სანდრო მამამთავრიშვილი ძალიან წაგვადგებოდა, კარგი ბოჭვები აქვს და მოედანზე ყველაფერს დებს...
გიორგი 50
14 თებერვალი 2024 04:26
0
კი, კარგია, მაგრამ ალბათ ჯგუფში ყველა უნდა გამოიცაფის მესამე ხაზში
Rezo
14 თებერვალი 2024 14:41
0
აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე გაირკვევოდა.იქნებ ინფორმაცია დაგედოთ?!არც ვასკაა განაცხადში და იმედია,ჯანმრთელადაა.მათი პოზიცია საკვანძოა და თამაშის წარმართვა,სწორედ მათ მიერ ხდება.კოკერილი ცდილობს,ამ გათამაშებაში,რეზერვები ნახოს და ნაკრების შედეგებზე პასუხისმგებლობა აგრძნობინოს.გამოცდილებას მიიღებენ და აუცილებლობის შემთხვევაში,ღირსეულად შეცვლიან,პირველ ნომრებს.გამოცდილებამ გვიჩვენა,რომ ტურნირში მონაწილეობისათვის,სულ ცოტა 4 სრულფასოვანი კაცი გვჭირდება ყოველ პოზიციაზე და ზოგჯერ,ესეც არ არის საკმარისი,ხშირი ტრავმიანობის გამო.
სოსო
14 თებერვალი 2024 01:31
0
გელა ნელ-ნელა იწყებს. ვასკა ვერ ჩამოვა, რადგან ტულონს მაგ მიზსზით დაემატა. იმათ 9ები დაემტვრათ
Rezo
14 თებერვალი 2024 14:42
0
მადლობა რეზო!ფედერაციის ნაცვლად,შენ გვაწვდი,ინფორმაციას.
სოსო
15 თებერვალი 2024 18:37
0
ისიც გაგვაგებინეთ ხოლმე, პირველ ნომრებს თუ აწუხებს ტრავმა. მაგალითად, საღინაძეს, გორგაძეს, გაჩეჩილაძეს, ლობჟანიძეს, აფრასიძეს.
გიორგი
14 თებერვალი 2024 13:47
0
ინფორმაციის სიმწირე რაგბის ერთერთი უმთავრესი ჭირია. ისე გორგაძის და გელას გარდა ყველას ტრავმა აქვს. ბექა ეტყობა პოსთან შეთანხმებით დაბრუნდა გუნდში დს პლეიოფში ისევ ჩამოვა. იო აუცილებლად გამოსაძახებელი იყო.გელა , მადლობა ღმერთს, გადსურჩა ტვჯნის შერყევას და,ნელ-ნელა ბრუნდება
Rezo
14 თებერვალი 2024 14:39
0
რა ხდება 9 ნომრის პოზიციაზე? სად არის ლობჟანიძე? როგორ არის აფრასიძე? რაღაც არ მომწონს რაც ხდება ამ პოზიციაზე, აგერ წინა 20 წლამდელებში ყველაზე სუსტი რგოლი იყო ჯიღაური და ,,შავ ლომში" მიიყვანეს, ასევე სუსტი ალანია ნაკრებში მიიპატიჟეს. ეკეთესები განა არ არიან თუნდაც ,,დიდ ათში"? ამ დროს მართლა კარგი ცხრიანები გვაყავს და იმათ შესახებ არაფერი ისმის. იმედია კოკერილი მამების გავლენა-დამსახურებების მიხედვით არ გამოიძახებს ნაკრებში.
Bs
14 თებერვალი 2024 10:00
2
ვასკა ჯოკრადაა დამატებული ტულონს და,ამიტომ ამ ციკლს გამოტოვებს. გელას ტრავმა აქვს. რაც შეეხება ჯიღას, ყველაზე სუსტი რგოლი კი არა, პატარა იყო. ალანიას რომელი 9 ჯობია დიდ 10 ში, საინტერესოა?
რეზო
14 თებერვალი 2024 14:37
0
ანუ ჯიღაურზე და ალანიაზე უკეთესი 9 ნომრები არ გვყავს ჩემპიონატყში? ვინც მუდმივად უყურებთ დიდი ათის თამაშებს დაწერეთ მართლა ასეა თუ თვალში ნაცარს გვაყრიან?
რეზოს
14 თებერვალი 2024 15:35
1
სად შეიძლება ვნახო ქართველი მორაგბეების სია კეპებისა და ლელოების მიხედვით??
რეზო
13 თებერვალი 2024 21:29
0
საინტერესოა ხო! არსად არ არის(
ზურა
14 თებერვალი 2024 14:43
0
ვიღაცები (ერთ-ორ შავლომელზე ვამბობ მხოლოდ) ჯერჯერობით არ იმსახურებენ ნაკრებს და ამდენ შანსს საღ გონებაზე არავინ აძლევს არავის. ამ დროს რამდენი მორაგბეა პროდედოში, ორივე ყველაზე პრობლემატურ პოზიციაზე.
dem
15 თებერვალი 2024 13:08
0
პატ. რიჩარდ, სად არის სანდრო მამამთავრიშვილი? ყველაფერს მრჩევლებს ნუ უჯერებთ, თვითონ ნახეთ მისი განვლილი თამაშები...იმსახურებს ნაკრებში თამაშს. მე პირადად, სამწუხაროდ, გამარჯობითაც არ ვიცნობ მას... წარმატებები...
გიორგი-50
15 თებერვალი 2024 12:48
0

სიახლეები პოპულარული