ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 17 თებერვალს ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის 23-კაციან განაცხადში შვიდი ცვლილება განახორციელა.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკნითი შეხვედრა „ავჭალაზე“ 16 საათზე დაიწყება. თასის ნახევარფინალის საგზური ორივე გუნდს მოპოვებული აქვს და გამარჯვებული პირველ ადგილს დაიკავებს, რაც მას ფლეი ოფში საკუთარი მოედნის უპირატესობას მიანიჭენს.

გასულ შაბათს ნიდერლანდებთან ბონუსით მოგების (31:10) შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა, სამივე შერკინებაში.

მარქაფიდან ძირითადში დაწინაურდა ბურჯი ბექა გიგაშვილი. ზედიზედ მესამე თამაშს იწყებენ მარცხენა ბურჯი გიორგი ახალაძე და კვაჭი ვანო კარკაძე. მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა მიხეილ ბაბუნაშვილმა და მას ამჯერად ნოდარ ჭეიშვილი შეუწყვილდება, რომელიც განაცხადში გერმანიასთან მატჩის შემდეგ დაბრუნდა.

გერმანიასთან 28:17 მოგებული შეხვედრის შემდეგ მესამე ხაზში ბრუნდება გიორგი ცუცქირიძე. ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს ილია სპანდერაშვილი, შერკინების შემკვრელი კი კვლავ თორნიკე ჯალაღონია იქნება.

უცვლელია ღერძი და ხაზი. თენგიზ პერანიძე ლუკა მატკავას შეუწყვილდება. ცენტრში მერაბ შარიქაძისა და გიორგი კვესელაძის დუეტს ვიხილავთ, ფრთებზე სანდრო თოდუა და აკა ტაბუცაძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი მირიან მოდებაძეა.

ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ლუკა ნიორაძემ, 9 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე მიხეილ ალანიამ, მგეზავმა თედო აბჟანდაძემ და ცენტრმა დემურ თაფლაძემ.

გიგაშვილს ადგილი გაუცვალა და ამჯერად მარქაფაშია ბურჯი ირაკლი აფციაური. გერმანიასთან მატჩის შემდეგ მარქაფაში დაბრუნდა მარცხენა ბურჯი გიორგი მამაიაშვილი. კოკერილის რაზმში პირველადაა მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი და მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე, რომელიც ბორჯღალოსნებს მიმდინარე კვირაში შეუერთდა.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. ა ჯგუფი. მესამე ტური

17 თებერვალი. თბილისი. ავჭალა. 16:00

საქართველო – ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

წყარო: Rugby.ge

ქომაგი
შერკინებაში ვარჯიშობთ? ორჯერ რეალური ლელოს შანსი გავანიავეთ შერკინებების მოთხოვნით.
სატადიონზე რომ ვერ შემოაღწიოს!
გულშემატკივარნო, ესპანელებს ეროვნულ-პირინეული და ტრანს-ეროვნული მასშტაბის მჩხიბავი ჩამოუყვანიათ ჩვენს დასაწყევლად, ვინმე - გომბიო ფათახო ხაბალეს როსკიპო ავარო - და ყურადღებით ვიყოთ.
Rezo
იმედია, კარკაზესავით არ ამოიჩემებენ!
გიორგი-50
სადააა მამამთავრიშვილი? მაგარი ძარღვიანი ბიჭია...
ნოდო
ხორბალაძეს რატომ არ ცდის ვერ ვხვდები, სწრაფი და ტექნიკური ბიჭი იყო ახალგაზრდულში. სანახავია საქმეში.
Kommarkos
იოანე ????
გიო
სპანდერაშვილი კაი ბიჭია, მაგრამ დავიჯერო ბექა გორგაძეს ჯობია? ან ნინიაშვილი სადაა, რითი ვერ მოირჩინა ტრავმა. არადა ესპანეთთან ადვილი თამაში არ გვექნება.
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
This Is Anfield-ი მამარდაშვილის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს
ოფიციალურად - მექვაბიშვილი "ჩიკაგო ფაიერის" ფეხბურთელია
"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
პსჟ-მ კიდევ ერთი შემტევი გაყიდა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
გადადის თუ არა მამარდაშვილი "ნოტინგემ ფორესტში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - რა გადაწყდება უახლოეს საათებში?
"რუსეთში სექს-წვეულებებზე უკანალზე გირტყამდნენ, მაშინ ჩემზე დაქორწინებული იყავი..." - ლოპესის სკანდალური მონაყოლი და ვანდას პასუხი
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
ბენზემამ "ალ-ჰილალი" დატოვა და შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს