ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 36:10 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეშვიდედ გახდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონტზე ფრედ ეთამაშა, ამჯერად კი სრულად დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

დუბლი ტაბუცაძემ შეასრულა, თითო ლელო კარკაძემ და ალანიამ გაიტანეს, ხოლო 2 გარდასახვა და 4 საჯარიმო ზუსტად მატკავამ შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯალაღონია დაასახელეს.

17 მარტი. პარიზი. ჟან-ბუინი

საქართველო – პორტუგალია 36:10

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი),
13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 24 /
ჩემპიონი საქართველოს ნაკრები ისე ჩამოვიდა ქვეყანაში არც პრესამ გააშუქა და არც არავინ დახვედრია.
სერგო
11:03 20-03-2024
0
რაგბის გაშუქებამ და პოპულარიზაციამ რატომ მოიკლო? თამაშები როდისაა არც იწერება!!!
ნიკა
00:20 19-03-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული