ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 36:10 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეშვიდედ გახდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონტზე ფრედ ეთამაშა, ამჯერად კი სრულად დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

დუბლი ტაბუცაძემ შეასრულა, თითო ლელო კარკაძემ და ალანიამ გაიტანეს, ხოლო 2 გარდასახვა და 4 საჯარიმო ზუსტად მატკავამ შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯალაღონია დაასახელეს.

17 მარტი. პარიზი. ჟან-ბუინი

საქართველო – პორტუგალია 36:10

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი),
13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 24 /
ჩემპიონი საქართველოს ნაკრები ისე ჩამოვიდა ქვეყანაში არც პრესამ გააშუქა და არც არავინ დახვედრია.
სერგო
20 მარტი 2024 11:03
0
რაგბის გაშუქებამ და პოპულარიზაციამ რატომ მოიკლო? თამაშები როდისაა არც იწერება!!!
ნიკა
19 მარტი 2024 00:20
0
აქაოდა ხვიჩა გამოჩნდაო და სულ დაივიწყეს სპორტი.
ვანდა ჯიქია
21 მარტი 2024 09:43
1
მილტონ ჰეიგს და კოკერილს კარგი მეორე ტაიმები აქვთ, რაც მეტყველებს მათ ტაქტიკურ უპირატესობაზე. მაგრამ სანახაოვრივი რაგბის სათამაშო სტილი გუნდში ლევან მაისაშვილმა დანერგა. მილტონი არ რისკავდა სტილის ცვლილებას. ჰეიგის დროინდელი დაცვა იყო მხეცი, ხოლო შეტევა - მოსაწყენი ჯაჯგური. ახლა კი უყურებ შეტევას და თვალს სიამოვნებს!
Რაგბის ფანი
19 მარტი 2024 00:03
0
ჯერჯერობით მომწონს ახალი სამწვრთნელო შტაბი, ბევრი პატარა დეფექტი აშკარად გამოასწორეს
ალეკსანდრე
18 მარტი 2024 19:17
0
ყველას ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებად! მსაჯი ცოტას ურევდა, მაგრამ არა მიზანმიმართულად. რაც მთავარია, სწორად მსაჯობდა შერკინებებს. ახალი მწვრთნელის ჯერ-ჯერობით მადლობელი ვარ: გამოსწორდა სელექცია და მომჯობინდა შერკინება. ტაქტიკა სწორი იყო და ინდივიდუალური შეცდომების გამოსწორებას კი ბევრად დიდი დრო სჭირდება. ეხლა ერთ მნიშვნელოვან დეტალს მივაქციოთ ყურადღება: როგორ წარიმართებოდა ეს მატჩი რომ არა სწორად დაკომპლექტებული შერკინება და მისი უპირატესობა ყველა გადამწყვეტ მომენტში? ამაშია საქმე, როცა პრეტენზიები იყო წინა მწვრთნელის მისამართით, თორემ დამსახურება მასაც დიდი აქვს.
გიო
18 მარტი 2024 16:44
0
ჯერ კიდევ როდის იყო,ბუკა შარიქაძეს რომ ჰკითხეს პორტუგალიაზე და ისეთი სახით თქვა,შევხვდებითო,უკვე მაშინვე ცხადი იყო,რაც ელოდათ,მეტოქეებს.მთელი გუნდი,სამართებელივით იყო ალესილი და აშკარაა,ამან ხელიც კი შეგვიშალა.ამდენი ყვითელი ბარათი,თანაც ასეთი უპირატესობის და საკმაოდ ნორმალური მსაჯობის პირობებში,სწორედაც ზემოტივაციის შედეგი იყო.მსოფლიოს თასზე,პორტუგალიას კიდევაც გაუმართლა,ჩვენც უფრო მომდევნო თამაშებისკენ გვქონდა აქცენტი გადატანილი და ფორმის პიკში თავიდანვე არ ვიყავით ასულნი,ცოტა მსაჯობა,ცოტაც ფსიქოლოგია და რაც მთავარია,პორტუგალიას ლიდერები ჰყავდა,რომლებიც იდეალურად გაისარჯნენ იმ თამაშში.იმ ტურნირის შემდეგ,ისინი ჩვენი მომგებნი კიდევ კაი ხნის მანძილზე აღარ არიან(იმ ფრეს,ჩვენ წაგებად მივიჩნევთ) და ეს,ამ მატჩმაც დაადასტურა.ამ თამაშში ისევ გამოჩნდა პრობლემები ჩვენს დერეფანში,თუმცა ამის იქით,კარკაძის თამაშით,აღტაცებული ვარ.უკვე მესამე მატჩია,მისი სპრინტებით გაოცებული ვრჩები.პორტუგალიელების ლელოს,მხოლოდ იმას ვაბრალებ,რომ ბოლო 10-15 წუთში,კოკერილმა,უკანა ხაზში ექსპერიმენტები ჩაატარა და ბიჭები,სხვადასხვა პოზიციებზე გატესტა.ესეც საჭიროა და ოდესმე,აუცილებლად გამოგვადგება.რა თქმა უნდა ნაკლოვანებებიც ისევ იყო,მაგრამ აშკარაა,მწვრთნელთა შტაბი და ბიჭები,სულ უფრო კარგად უგებენ ერთმანეთს.ჩვენთან წაგების შემდეგ,იტალიელები აშკარად შეფიქრიანდნენ და ამ 6 ერზე,2 მოგება და ერთიც ფრე ითამაშეს.ამდენი,მგონი მთელი 6 ერზე მათი გამოსვლების ერთიან ჯამში არ აუღიათ ქულები.ჩვენც კარგი გამაღიზიანებელი მივიღეთ,პორტუგალიისაგან,თუმცა ეს მაინც ის არ არის,რაც იტალიელების ჩვენთან წაგება იყო.მიუხედავად ამისა,ჩვენც წაგვადგება.,მოტივაციის გასაზრდელად.ზაფხულში კი ჩვენი ტესტები ბევრ რამეს დაგვანახვებს და შემოდგომისათვის,რიჩარდ კოკერილის ფორმაციის საქართველოს ნაკრები,უკვე თითქმის ჩამოყალიბებული სახით წარმოგვიდგება.მგონი ცუდი ნაკრები არ უნდა დადგეს.ახალგაზრდობა სულ უფრო მწიფდება და თანდათან,კიდევ უფრო მოუმატებენ.თუ შავი ლომი,უფრო მაღალი რანგის ტურნირში გადავიყვანეთ,ან მეორე ფრანჩაიზიც შევქმენით,კიდევ უფრო წინ წავალთ,ხოლო თუ ორივე ერთად,მაშინ წინსვლაც დაჩქარდება.
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და ნაკრებში ზაფხულის ტესტებამდე ვემშვიდობები.
სოსო
18 მარტი 2024 14:59
0
ვულოცავ ბიჭებს და ყველა ქომაგს, ვაზღვევინეთ პორტუებს ჩვენი ნერვიულობა მსოფლიოზე! ეს ყველაფერი კარგია, თუმცა ჯერჯერობით თავს ნუ მოვიტყუებთ. დიახ, კვალავაც საუკეთესოები ვართ რაგბი ევროპაზე (და ზოგადად ტიერ 2-ის ნაკრებებს შორის), მაგრამ ისევ "გაჭედილები" ვართ პირველ და მეორე დონეებს შორის. ანუ, მრჩება შთაბეჭდილება რომ ნამეტანი კარგი გუნდი ვართ იმისათვის რათა კვლავინდებურად ვითამაშოთ ასეთ ტურნირზე, მაგრამ არასაკმარისად კარგი ვართ რათა პირველი დონის გუნდებს მეტ-ნაკლებად თანაბრად შევერკინოთ
ხვალ რაღა ვქნათ?
18 მარტი 2024 14:28
1
მაგრამ, იტალიის და უელსის დონესთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ესპანეთის, პორტუგალიის და რუმინეთის დონესთან. ეგეც ხო მართალია?
შაკო
18 მარტი 2024 14:52
0
კარგი იყო!
ქორ-პარიკმახერი
18 მარტი 2024 13:22
0
გილოცავთ, პორტუგალიამ რომ სიცოცხლე გაიღო მსოფლიოზე და ეგ აღარ გამეორდება კი ვიცოდი, მაგრამ ჩვენები ასე ერთბაშად თუ მოიბელებდნენ არ ველოდი. საღოლ ბიჭებს და მწვრთნელებს, მოუთმენლად ველი ისწვ ჩვენების თამაშებს, საინტერესო.დინამიკა გამოისახა.
ანდრი
18 მარტი 2024 10:56
1
ეგრე უნდა მაგაᲗ! გადაუარეს! ყველას მოაკეტინეს! არ მეგონა Თუ ასე ობიექტური მსაჯობა იქნებოდა. მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ ბიᲭები და Შედეგზეც აისახა.ყოᲩაᲦ!
გენაცვალეᲗ!
18 მარტი 2024 07:37
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული