ზედიზედ მეშვიდედ! - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია სრულად დაჯაბნა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 36:10 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეშვიდედ გახდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს შეხვედრა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონტზე ფრედ ეთამაშა, ამჯერად კი სრულად დომინირებდა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

დუბლი ტაბუცაძემ შეასრულა, თითო ლელო კარკაძემ და ალანიამ გაიტანეს, ხოლო 2 გარდასახვა და 4 საჯარიმო ზუსტად მატკავამ შეასრულა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯალაღონია დაასახელეს.

17 მარტი. პარიზი. ჟან-ბუინი

საქართველო – პორტუგალია 36:10

საქართველო

ხაზი:
15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი),
13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ტულონი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

მკითხველის კომენტარები / 24 /
ვანო კარკაძესთან არ რცხვენია წინა სამწვრთნელო შტაბს? ორი თავით მაღლა დგას ეს მორაგბე თავის კონკურენტებზე. 80 წუთი ჰუკერი თამაშობდეს და 78 წუთზე სპრინტის თავი ჰქონდეს სადმე გინახავთ? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ვისაც რაიმე წარმოდგენა გაქვთ რაგბზე ხვდებით ვინ იხვეჭდნენ დაუმსახურებლად კეპებს და რა მიზეზით. ვგრძნობ რომ ძალიანი დიდი ცვლილებები გველოდება ახლო მომავალში
ეჰ
18 მარტი 2024 03:40
7
გილოცაავთ ყველას, გილოცავთ!
ესეთი თამაში, არ ვიცი, ყოჩაღ ბიჭებო, ამას ასე ჰქვია: გადაუარეს, გადაჯეგეს პორტუგალია.
მე მაინც მგონია, რომ სხვა, უფრო კვალიფიციური მწვრთნელის ხელში, მსოფლიო თასზე ბევრად უკეთესად უნდა გამოვსულიყავით.
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
18 მარტი 2024 02:12
4
ბოფიში, დისლაიქი შემთხვევით დავსვი. ქოქერილი მსოფლიოზე უკეთეს შედეგს მიაღწევსდა.
გიორგი
18 მარტი 2024 11:35
0
მადლობა ბიჭებს იმ უდიდესი შრომისთვის და ღვაწლისთვის რასაც სამშობლოსთვის აკეთებენ ყველაზე მისაბაძი ეროვნული გუნდი საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში გილოცავთ ყველას ამ უდიდესი ისტორიის ლამაზ და ზღაპრულ გაგრძელებას!
T.q
18 მარტი 2024 02:24
1
ჩვენ რაგბისტებს რომ ვუყურებ მიხარია რომ ქართული მებრძოლი, მეომრული სული ცოცხალია!!! გილოცავთ ყველას!!!
ნიკა
18 მარტი 2024 02:20
2
ეგრე უნდა მაგაᲗ! გადაუარეს! ყველას მოაკეტინეს! არ მეგონა Თუ ასე ობიექტური მსაჯობა იქნებოდა. მაქსიმალურად მობილიზებულები იყვნენ ბიᲭები და Შედეგზეც აისახა.ყოᲩაᲦ!
გენაცვალეᲗ!
18 მარტი 2024 07:37
2
მართლაც რომ დავჯაბნეთ და დავამტკიცეთ, რომ რაგბი ევროპის მასშტაბით კონკურენტი არ გვყავს. ვულოცავ ბიჭებს და მთელ საქართველოს ამ გამარჯვებას. ყველა დადუმდება ალბათ ვისაც ეჭვი ქონდა რომ საქართველო პოზიციებს დათმობდა. გილოცავთ და მიხარია უზომოდ.(ტაბუცაძე უსაინ ბოლტს ვერ გაასწრებს?)
Patrioti
18 მარტი 2024 03:22
2
რისი დამტკიცებაც მოითხოვებოდა. როგორც იტყვიან ერთხელ მძ-----ც აყვავდება, მაგრამ რაღა მსოფლიოს ჩემპიონატზე?! ეჰ, სად იყო მაშინ კოკერილი და მისი გუნდი! (მეორე ტაიმს ხომ მწვრთნელი იგებს) (არც მაისაშვილის გუნდს ვუკარგავ დამსახურებას)
S.K.K.
18 მარტი 2024 02:33
2
ორი კაცის ნათრევი გუნდი იყო მსოფლიოზე პორტუგალია. ტაჯერის და მარკეშის გარეშე ნახევარია გუნდი, 2 და 9 ნომრები ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციები ფაქტობრივად, ერთი შერკინებას მართავს მეორე ხაზს ძალიან მაღალი დონის მორაგბეები იყვნენ. ამასთან ერთად ის ფრანგი მწვრთნელიც ძალიან კვალიფიცრებული იყო, რესურსიდან მაქსიმუმი ამოიღო რაშიც ჩვენ გვარიანად მოვიკოჭლეთ. თორე მაგათ გარეშე რაც ახსენე ზუსტად ეგენი არიან. ამ ტურნირის ბოლოსწინაადგილოსანთან აქვთ წაგება ჯგუფურ ეტაპზე
.-.
18 მარტი 2024 03:31
1
ვულოცავ საქართველოს,ვულოცავ ბიჭებს.ნიაზ მამრიკიშვილისა არიყოს-პორტუგალიისგან მხოლოდ გალია დარჩა.
ენძო
18 მარტი 2024 02:16
1
გილოცავთ, პორტუგალიამ რომ სიცოცხლე გაიღო მსოფლიოზე და ეგ აღარ გამეორდება კი ვიცოდი, მაგრამ ჩვენები ასე ერთბაშად თუ მოიბელებდნენ არ ველოდი. საღოლ ბიჭებს და მწვრთნელებს, მოუთმენლად ველი ისწვ ჩვენების თამაშებს, საინტერესო.დინამიკა გამოისახა.
ანდრი
18 მარტი 2024 10:56
1
ჯერჯერობით მომწონს ახალი სამწვრთნელო შტაბი, ბევრი პატარა დეფექტი აშკარად გამოასწორეს
ალეკსანდრე
18 მარტი 2024 19:17
0

სიახლეები პოპულარული