"ბორჯღალოსნები" | 34 მოთამაშით იაპონიასა და ავსტრალიაში

AutoSharing Option
ფიჯისთან ბათუმში გამართული მატჩის (12:21) შემდეგ "ბორჯღალოსნები" იაპონიაში ჩავიდა, სადაც 13 ივლისს სენდაიში, საქართველოს დროით 14 საათზე "იურტეკ სთედიუმზე" "საკურებს" ერკინება.

მეორე დღეს, 14 ივლისს, ჩვენი გუნდი ავსტრალიაში გაემგზავრება და 20 ივლისს სიდნეიში, ჩვენი დროით 09:45 საათზე, "ალიანს სთედიუმზე" "ვოლაბებთან" მსოფლიო თასს მიღმა პირველად ითამაშებს.

რიჩარდ კოკერილის გაფართოებულ რაზმში 34 მორაგბეა – 20 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშე. ფიჯისთან მხრის ტრავმა მიიღო ილია სპანდერაშვილმა და მთავარმა მწვრთნელმა მის ნაცვლად იოანე იაშაღაშვილს უხმო, რომელიც "ბორჯღალოსნების" შეკრებაზე ორჯერ იყო გამოძახებული, თუმცა მისი
კვართით ჯერ არ უთამაშია.

იაშაღაშვილის გარდა, გუნდში კიდევ 6 პოტენციური დებიუტანტია: ბურჯები ლუკა გოგინავა და გიორგი ძმანაშვილი, მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე, ცენტრი გიორგი შველიძე და ფრთები – შალვა აფციაური და ამირან შვანგირაძე.

შვანგირაძე ერთადერთი მორაგბეა, რომელიც "ბორჯღალოსნებში" დიდი 10-იდან, კერძოდ, ქვეყნის ჩემპიონ ქუთაისის "აიადან" მოხვდა. 12 მოთამაშითაა წარმოდგენილი ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი", 21 კი ლეგიონერია.

"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა 2024 წლის ზაფხულის ტურნეზე

პირველი ხაზი:
გიორგი ახალაძე (კლერმონი, 6 კეპი), გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი, 6), ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი); ვანო კარკაძე (მონპელიე, 13, 3 ლელო), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, 7), ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე, 1); ირაკლი აფციაური (ლიონი, 8), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი, 5, 1), გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე);

მეორე ხაზი:
მიხეილ ბაბუნაშვილი (შაბი ლომი, 8, 2), გიორგი ჯავახია (გრენობლი, 13, 1), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, 17, 1), ლაშა ჯაიანი (ნევერი, 21), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი);

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი, 40, 3), ბექა გორგაძე (პო, 46, 13, კაპ.), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, 33, 7), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი, 36, 7), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 13, 2), იოანე იაშაღაშვილი (მონ-დე-მარსანი);

9-10: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, 85, 15, 78 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 13, 2), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 53, 3, 35 ქულა); ლუკა მატკავა (შავი ლომი, 20, 2, 126 ქულა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 53, 7, 351 ქულა);

ცენტრები: გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 58, 8), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 5), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 37, 4), გიორგი შველიძე (ბრივი);

ფრთები და ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლიონი, 30, 10, 63 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 41, 37), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 113, 19), შალვა აფციაური (შავი ლომი), ამირან შვანგირაძე (აია).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
ქართული რაგბი აწი კაპუტ!
სიმართლე
09 ივლისი 2024 19:13
9
და ვითომ რატომ-ო(?!),
ქართული რაგბი მსოფლიო ელიტას უკაკუნებს,
ევროპაზე მე-2 ნაკრებითაც მოვიგებთ და-,კაპიტანი,,-ო(?!),
ის თუ იცით-მსოფლიო რაგბის ორგანიზაციაში რამდენი ერი-სახელმწიფოა გაერთიანებული(?!),
და თუ წარმატებულად ვერ თამაშობენ,ვერ პროგრესირებენ- ეს მათი მენტალურ-ფიზიკურ-გონებრივი პრობლემაა!
ცნობისათვის-ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება-განმტკიცება,მისთვის დასავლეთ-შესაძლებლობების სამყაროსთან ინტეგრაცია,მით ეკო-კის სწრაფი განვითარება,მით თავდაცვა-ჯარი-უსაფრთხოების გამძლავრება,სახელ-ფო ინსტ-ბის მოდერნიზება-განმტკიცება...მით რეგიონში გეოპოლიტიკური ცენტრის ფუნქციის აღება (რაც ზაფრავს ჩრდილო-დღესაც,მენტალურადაც შუა საუკუნეების,მით მუდმივ უპერსპექტივო ჩრდილო იმპერიას,მისთვის როგორ არ ცდილობს მისი ძალებით (დღეს ხელისუფლრბაში) საქართველოს სახელ-ფოს ყოველმხრივ დაკნინებას,დაუსუსტებას, გაღატაკებას...სამოქალაქო ომის ინსპირირებას როგორც ეს უკვე გააკეთეს- 1992-94 წლებში),
მით სპორტის ყველა სახეობაში დიდი ფინანსების ჩადება,მით შიდა ჩემპიონატების მაღალ დონეზე აწევა და
- მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფო გვექნება,ძლიერ ავტოროტეტული,რა თქმა უნდა სპორტში (მედიცინსში-ც) ერთი-ერთი წამყვანი... მაგრამ ყოველივე მისთვის-არსებული კრემლის სპეც-სტრუქტურების ფინანსურ-კრიმინალური ,,პოლიტიკური,, კლანის-ხელისუფლებიდან მოშორება,რეფორმებით სამართლებრივი სახე-ფო ინსტ-ბის შექმნა- განმტკიცება,მისთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება,აშშ-სთან სტრ-ლ-ეკო-რი-უვიზო მიმოსვლა და-4-6 წელიწადშიც აღოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ წამყვანი სახელმწიფო გვექნება ყველა მიმართულებით, ერიც ამოსუნთული,წელში გამართული,დამშვიდებული,ემიგრაცია დაბრუნების პროცეით.
გლახუნა
10 ივლისი 2024 19:01
0
არა, შენი ალაშკერტია კაპუტ!
ბ. დილანიშვილი
10 ივლისი 2024 17:55
0
აუ ძმებო თქვენ გენაცვალედ გულში რა ხდება ტო რატომ ვეღარ ვიგებდ მე არ ვარ ისეთი გარკვეული რაგბიში მაგრამ გულშემატკივრობა იცოცხლე ცუდად ვხდები როცა ვერ ვქაჩავდ.ძმებო ღმერთმა დაგლოცოდ და გაგაძლიეროდ ხელი მოგიმართოდ და საქართველოს სიყვარულში დავბერებულიყავიდ გენაცვალედ ბიჭებო აბა ღმერთმა გაგაძლიეროთ ამინ ამინ ამინ
კაკო
09 ივლისი 2024 13:57
2
მამუკაშვილი სად არის იქნებ ვინმემ გვითხრას? საუკეთესო აუტის მომწოდებელი….!
ობლაკი.
09 ივლისი 2024 00:16
0
მამუკაშვილი, ჭყოიძე, გიგაშვილი, გოგიჩაიშვილი, ჩილაჩავა, მიქაუტაძე, ჭეიშვილი!
კაპიტანზე რაღაც გავიგეთ.
დათა
10 ივლისი 2024 11:32
0
როგორც მორაგბეებთან დაახლოებული ხალხი ამბობს, შარიქაძე და მოდებაძე შემჩნეული იქნენ დონაცია-მიღებაზე, ანუ შესამოწმებელი შარდის მეირესთვის გადაცემაზე. რაც, როგორც ამბობენ, შესაძლოა დიდი დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდეს. ვინაიდან საბოლოო განაჩენი და დისკვალიფიკავია ჯერ დოპინგის სააგენტოს არ გაუკეთებია, ნაკრებმაც გადაწყვიტა, რომ დაელიდონ ოფიციალურ შედეგებს და შემდეგ ის გახდეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. პირადად ჩემის აზრით იაპონია ავსტრალიის უმნიშვნელოვანესი ვიზიტის წინ, სწორი ფადაწყვეტილებაა.
ნიკო
08 ივლისი 2024 23:56
0
მთავარი არხის ინფორმაციით კაპიტანი და 4 მორაგბე დოპინგ-საქმეში ყოფილან გახვეული.
ეს მთავარი არხის მორიგი ტყუილია თუ მართლა რამე ხდება.
თან ამდენი ხალხი ასეთ თამაშებში გვაკლია.
რამე გვითხარით.სწორი ინფორმაცია მოგვეცით.
თემო
08 ივლისი 2024 22:12
1
ალბათ ამიტომ იყი ფიჯიმდე არანაირი ინფორმააცია რომ არ მოგვაწოდეს გაფართოვებულ შემადგენლობაზე.რაღაცას მალავდენ.
უნდა თქვან და უნდა ვიცოდეთ.
ქომაგი
08 ივლისი 2024 23:18
0
ნახევარი გუნდით მივდივართ.
1 ხაზის გარეშე.
დათა
08 ივლისი 2024 18:53
1
კაპიტანიც არ გვყავს
მორაგბე
08 ივლისი 2024 21:27
1

სიახლეები პოპულარული