"ბორჯღალოსნების" 4 ლელო და კარგი მეორე ტაიმი - საქართველო ტესტ-მატჩში ავსტრალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრალიასთან 29:40 დამარცხდა.

"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 10:26 წააგეს, თუმცა მეორე ნახევარში მატჩის სურათი მთლიანად შეიცვალა და ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მომენტი აკაკი ტაბუცაძის ლელო გამოდგა, "ბორჯღალოსნების" გარემარბმა მეორმოცე სანაკრებო ლელო მიითვალა, აკამ ულამაზესი მომენტი შემოგვთავაზა და მეტოქესთან სხვაობა ორ ქულამდე შემცირა, თუმცა 56-ე წუთზე მეტოქისგან კვლავ ლელო მივიღეთ და უპირატესობა კვლავ ავსტრალიელთა მხარეს გადავიდა. 

საბოლოოდ, "ბორჯღალოსნები" ავსტრალიასთან 29:40 დამარცხდნენ.

20 ივლისი. სიდნეი (ავსტრალია). „ალიანს სთედიუმი“.

საქართველო – ავსტრალია

საქართველო

ხაზი:
15. დავით
ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო, კაპ.), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი);

მარქაფა: 16. ლუკა პეტრიაშვილი (სტად ფრანსე), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მკითხველის კომენტარები / 15 /
მადლობა ბიჭებს. ოთხი ლელო ავსტრალიასთან ფანტასტიკური შედეგია. თან სერიოზული დანაკლისი გვქონდა - ორი კაპიტანი, მოდებაძე, თოდუა..საქართველო ცალი ფეხით თიერ 1 ნაკრებია ნამდვილად და ერთადერთი რაც გვაკლია მუდმივი და ხშირი ტესტები და + ტურნირი მსგავსი გუნდების მონაწილეობით.
ალექს
12:00 20-07-2024
0
ბევრი მორაგბე გვაკლდა და რახდება დოპინგ სკანდალის თემაზე იტყვის ვინმე რამეს???
რონი
12:10 20-07-2024
0

სიახლეები პოპულარული